წამიერი გასროლა

108 14 9
                                    

სია იაო საძინებელში იჯდა და ელოდა, მზემ ჩასვლა დაიწყო, უეცრად აივანზე თითქმის შეუმჩნეველი ნაბიჯების ხმა გაისმა. მან რამდენიმე ფართე ნაბიჯით გადალახა ოთახი და ფარდების გადაწევის შემდეგ,  დაინახა მისთვის ასე საძულველი სახე. მაგრამ ამ დროს, იუან ცზუნმა უკვე მოასწრო ფანჯრის აკურატულად გაღება და ჩიტის გალიის აღება, სანამ სია იაო ფანჯრამდე მიაღწევდა.
- ok!- სია იაოს ტონი სახიფათო იყო, როგორც ბასრი დანა.
იუან ცზუნმა ამაზე წყნარად უპასუხა:
- შენი მაიკა გასასწორებელია, ძუძუს თავი გიჩანს.
სია იაოს მაიკა მართლაც წამოწეული იყო იმის გამო, რომ საწოლიდან უცბად წამოხტა. ის სახლის პიჟამოთი იყო, შარვლის ტოტები აკეცილი ჰქონდა, რითაც თავის სწორ და ლამაზ ფეხებს აჩენდა. მუსი ფეხები ოდნავ განზე იდგა, რაც ინტიმური ჩანდა, მაგრამ ამავდროულად ის თავის მამაკაცურობას არ კარგავდა.
- ამის დედაც, რა შუაშუა ძუძუს თავი, რაზე ლაპარაკობ!(აქ კიდევ რაღაცას ამბობს, მაგრამ როგორც მივხვდი სიტყვების თამაშია... ვერაფერი გავიგე ასე რომ ბოდიში ვერ გადავთარგმნი😅)
სია იაოს სახეზე ყველა ნეგატიური გრძნობა აისახებოდა. მან ფანჯარაში ხელი გაყო და წყნარი ტონით თქვა:
- მომიტანე!
იუან ცზუნმა იკითხა,
- რა?
სია იაომ ცივად უპასუხა.
- შენმა დამ საჩუქარი გამომიგზავნა.
იუან ცზუნი მანქანასთან დაბრუნდა, გადმოიღო პეჩენიის ყუთი და ჩიტის საჭმლის შეკვრა. როდესაც სია იაომ მას გამოართვა საჩუქრები, მისმა თავშეკავებამ ზღვარს მიაღწია, მან ღრმად შეისუნთქა და თქვა:
- ახლა შენ წარმატებით შეასრულე შენი დავალება, იმედი მაქვს მომავალში აღარ შევხვდებით!- ამის თქმის შემდეგ მან ხმაურით გაიხურა ფანჯარა.
თავიდან სია იაოს საჩუქრის ნაგავში გადაგდება უნდოდა, მაგრამ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა მაინც დაეტოვებინა ის, ბოლოს და ბოლოს ამ ბოლო დღეებში მან იმდენი გადაიტანა ამის გამო. საბოლოო ჯამში მან მაიც გახსნა პეჩენიის ყუთი. მაგრამ, როდესაც მისი შემცველობა დაინახა თვალები გაუფართოვდა. მის შიგნით ბერისთვის განკუთვნილი ხის თევზი იდო. ეს ექკლუზიური ნივთი იყო. შემდეგ მან ნახევრად შეხსნა მეორე შეფუთვა, რომელშიც უძველესი კანონიკური წიგნის ეგზემპლარი აღმოჩნდა.
სია იაოს სისხლმა დუღილი დაიწყო. ამ ორი ყუთით ხელში ის ფანჯრიკენ გაემართა, მათი გადაყრის მიზნით, მაგრამ როგორც კი ფანჯარა გააღო, იუან ცზუნი კვლავ იქ იდგა პოზის შეუცვლელად. სია იაომ იუან ცზუნზე მიუთითა და თქვა:
- კარგი, შენ ასე ადვილად მაინც არ წახვალ! უთხარი შენ დას რომ მისი ბოლოჯერ ნახვა მინდა, თუ მას უნდა შეინარჩუნოს ასე რთულად მოპოვებული კარგი წარმოდგენა თავის თავზე, უთხარი მოკლე კაბა არ ჩაიცვას!
საღამოს, ამ ამბის გაგების შემდეგ იუან ჟუ ძალიან აღელდა.
- ღმერთო ჩემო! ძმაო რა მაგარი ხარ! მე იმდენი ხან უშედეგოდ დავდევდი მას, იმას აღარ ვამბობ, რომ სადმე დაპატიჭების შემთხვევაში ის აუცილებლად უარს მეტყოდა!
იუან ცზუნი იშვიათად ზრუნავდა იუან ჟუზე აქტიურად.
"საინტერესოა ხვალ რას ჩაიცმევს!"
-კი! კი! კი!- იუან ჟუ შევიდა თავის გარდერობში, რომელიც ხუთი კარადისგან შედგებოდა- ეს? არა ზედმეტად მყვირალაა? იქნე ეს? არა არ გამოდგება, შესაფერისი ფეხსაცმელი არ მაქ...
საბოლოო ჯამში მან ისევ ძალიან მოკლე კაბა გადმოიღო. საერთოდ იუან ცზუნს არ მოწონდა ასეთი ტანსაცმელი იუან ჟუზე, ამიტომ ამ კაბის გადმოღების შემდეგ მან ჩუმად გახედა ძმას, იმის შიშით, რომ ის ხმამაღლა ყვირილს და მის გაკიცხვას დაიწყებდა. იუან ცზუნი, რომელიც მთელი ეს დრო განზე იდგა, მას აკვირდებოდა, მან კბილი კბილს დააჭირა და ბოლოს წარმოთქვა:
- უბრალოდ ეგ ჩაიცვი.
.............

თუ ადამიანს უბედური ბედისწერა სურს, ის უბრალოდ მოტყუებას იწყებს, და მაშინ ეს ბედისწერა მას აედევნება.
ეს ფრაზა იუან ჟუს აღსაწარად მისაღები იყო. მთელი ღამე სია იაო ცდილობდა მეგობრულ განწყობაზე დაეყენებინა თავი, ის აპირებდა თავაზიანად გამოეხატა  თავისი დამოკიდებულება იუან ჟუსადმი, მაგრამ, შედეგად, საშინლად მოკლე კაბით მისულმა იუან ჟუმ შეძლო გაენადგურებინა სუა იაოში არსებული სიბრალულის გრძნობის ყველა კვალი.
- ბოლოს და ბოლოს როდის შეწყვეტ ჩემს გარშემო ტრიალს?- პირდაპირ ჰკითხა სია იაომ.
იუან ჟუს ლამაზმა ხელმა სია იაოს ლოყის მოფერება დაიწყო, თან ამ დროს გარყვნილი მზერით პირდაპირ თვალებში უყურებდა.
- მე შენს გარშემო ვიტრიალებ სანამ ზღვა არ დაშრება, სანამ მთები ცას არ დაფარავე, თვით მეფეც კი ვერ გაბედავს ჩვენს დაშორებას.
-............ შენ გულისხმობ, რომ არაფრის დიდებით არ დამანებებ თავს?
- თუ შენ მე არ მიღალატებ, მე ეჭვგარეშე მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიქნები.
სია იაომ მცირე შესვენება გამოიცხადა: ძალის მოსაკრებად, რათა იუან ჟუსთვის თავის თავზე მოეყოლა.
- მე ფატალური ნაკლი მაქვს.
- როგორ, ნუთუ შენ შეიძლება ნაკლი გქონდეს? მე ის არ შემიმჩნევია! ჩემს თვალში შენ იდეალური ხარ, და ყველა შენი ნაკლი- ეს შენი უპირატესობაა! მოდი დავუბრუნდეთ შენს ნაკლს, რა მოხდა? მართლა, მეც უამრავი ნაკლი მაქვს! სიყვარული ხომ ერთმანეთის მოთმენა და შეჩვევაა? ყოველ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ვიპოვე ვინც მჭირდებოდა. შენ ბინძური, ზარმაცი და ცუდი ხასიათის მქონეც რომ იყო, ჩემთვის სულ ერთია, მე მეყვარები მთელი გულით, მოგივლი და გაგანებივრებ. ვინმემ სახე რომც დაგიმახინჯოს მაინც შენს გვერდით დავრჩები, ავარიაშიც რომ მოყვე და შენი თავის მოვლა ვეღარ შეძლო მე მოგივლი და.......
-....... იმპოტენტიც რომ ვიყო?- სია იაომ იუან ჟუს გააწყვეტინა.
იუან ჟუ შეცბა, მას გონზე მოსასვლელად რამდენიმე წუთი დაჭირდა.
- რა თქვი?
- მე წამიერი მსროლელი ვარ, მე ვარ მამაკაცი 3 წამიანი გასროლით. (?????)
იუან ჟუმ შუბლზე გაისვა ხელი.
- ის და... მე... დაუმთავრებელი საქმეები დამრჩა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა დავასრულო, ასე რომ შენს დროს ლაპარაკში აღარ დავხარჯავ. მოდი ასე მოვიქცეთ, მე წესიერი გოგო არ ვარ, მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორ ეხლა არის.
ამის თქმის შემდეგ ის კაფიდან გაიქცა.

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიDonde viven las historias. Descúbrelo ahora