14

300 30 28
                                    

ვიღაც სხვა სამყაროდან მოდის ,ისეთი ვისთანაც არანაირი კავშირი არ გვაქვს. ჭკუიდან გადავყავართ, შემდეგ გვუბნება მოდი ერთად ვიყოთო, მაგრამ არაა, უცებ ეს ყველაფერი აღარ უნდა, რატო? ზღვარი. ზღვარი ეს ყველაფერს აფუჭებს, ამას ვერ გადალახავს ჩვენს გამო ? ზუსტად ! გვინდა, რომ ჩვენს გამო ზღვარი გადმოკვეთონ. სიყვარული თავ განწირვაა, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ მისთვის ?! ჩვენ რას ვწირავთ ? ამაზე არასდროს მიფიქრია ,არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, თუ რას გავწირავდი იმ კონკრეტული ადამიანისთვის. არ მქონდა მიზეზი ამაზე მეფიქრა, მაგრამ ახლა დროა დავფიქრდე ყველაფერზე, გადავწყვიტო რა მინდა, ვინ ან სად მინდა .
******
დასახლების ახალგაზრდობამ გადაწყვიტა გასართობად, მეზობელ ქალაქში წასულიყვნენ. ყველაფერი დაგეგმეს, დაიქირავეს ავტობუსი რომელიც წაიყვანდა ყველას, ვისაც კი ამ პატარა მოგზაურობაში ყოფნა მოუნდებოდა. სასტუმროს ნომრებიც დაიქირავეს, მოკლედ ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო. ამ პატარა გართობაში მონაწილეობის მიღება, ჩანიოლმა და ბექმაც გადაწყვიტეს. მნიშვნელობა არ ქონდა, როგორი ხასიათის მოგზაურობა იყო ეს მათთვის პირველი იქნებოდა, ამიტომ ორივე აღელვებული ელოდებოდა დღეს, როდესაც ავტობუსში ავიდოდნენ და ცოტახანს დაივიწყებდნენ საკუთარ მეს. მათ სიხარულით თაეც შეუერთდა. ფიქრობდა, რომ შეძლებდა ჰოპის დათანხმებას, ამიტომ სახლში ესტუმრა მაგრამ ყველაფერი იმაზე ცუდად გამოვიდა ვიდრე წარმოიდგენდა. ჰოპმა უბრალოდ ცივი უარი სტკიცა და იმის ასახსნელად, თუ რატომ არ უნდოდა წასულიყო მასთან ერთად, თავი არ შეიწუხა. ამ ყველაფერს კი თავისი ძმის ხასიათით დაღლილი, ბექიონი შეჰყურებდა და იმედოვნებდა, რომ თაე დანებდებოდა, რომ მის ძმაზე თბილ, კეთილ და ყურადღებიან ადამიანს იპოვიდა, რომელსაც ისევე ძლიერ ეყვარებოდა პატარა ხმაურიანი თაე, როგორც მას მისი უგულო ძმა უყვარას .

********
დადგა ეს დღეც, რომელსაც ყველა ასე ელოდებოდა. ბექი დილით ჩანთა აკიდებული ტოვებს სახლს და სწრაფი ნაბიჯებით მიდის ავტობუსისკენ, რომელიც მისი სახლის წინ გაჩერებულიყო.
- დილამშვიდობის ბექი .. ჩანთა აქ დადე და ახლავე მივხედავ, შენ კი ავტობუსში ადი .
- გამარჯობა ჰიონ .. ,,ნეტავ ჩანი უკვე აქაა ? ,, ამ ფიქრებით გართული ადის ავტობუსში და მისთვის საყვარელი სახის ძებნას, მოუთმენლად იწყებს და აი ისიც, ბოლოს წინა სავარძელზე მოთავსებულიყო და ჩვეული უმეტყველო სახით იყურებოდა, მაგრამ ბექის დანახვისთანავე სახე უნათდება, ხელს ფრთხილად წევს და ისე, რომ ყველამ არ შენიშნოს უქნევს, თან უღიმის რომელიც ბექის ყურებამდე გაკრეჭვას იწვევს .. ნაბიჯებს ნელა დგავს და ცდილობს ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს, უკვე იოლთანა მისული, როცა მის წინ მსხდარი ბიჭების ყურადღებას იქცევს .
- ბექი, მოდი ჩემ გვერდით დაჯექი.
- და შენს გვერდით რატომ ? უკეთესი იქნება თუ ჩემ გვერდით დაჯდება .
- მაშინ მოდი rock-paper-scissors ვითამაშოთ, მოგებულთან კი ბექი დაჯდება. ამ სიტყვებით ასრულებენ კამათს და თამაშს იწყებენ - გავარდი!! ბექი მოდი აქ ჯდები . ხმამაღალი მხიარული ხმით იწყებს ყვირილს ბიჭი და ხელს სავარძელს ურტყავს. ,,კი მაგრამ მე ხომ ჩანის გვერდით მინდოდა ყოფნა ?,, სახე მოღუშული მიდის ბიჭისკენ და მითითებულ სავარძელზე ეშვება . იწყება ახალი თავგადასავლების დღე. ავტობუსი ადგილს მოსწყდა და გაუყვა გზას, ახალი საინტერესო ისტორიისკენ. მაგრამ ამ ავტობუსში ოთხი წყვილი თვალი ცდილობს ერთმანეთის მზერის დაჭერას, წარმატების შემთხვევაში კი სიხარულისგან ადგილზე ცქმუტავენ . უსამართლობა იქნება თუ ეს ორი შეყვარებული ადამიანი, მხოლოდ ერთმანეთზე იფიქრებს, ამიტომ თვალებს ერთმანეთს არიდებენ და ცდილობენ შეძლებისდაგვარად გაერთონ .
ავტობუსი დიდი სასტუმროს წინ ჩერდება, გადმოსვლისთანავე ჯგუფურ ფოტოს იღებენ, შემდეგ ყველა შესასვლელისკენ იღებენ გეზს. ფოიეში იგებენ, რომ ერთ ოთახში ორ ან სამს უნდა დაეძინა, ამიტომ კვლავ იწყებენ თამაშს. ბექის გვერდზე წევენ, რადგან ყველას უნდა მასთან ოთახის გაზიარება. ყველა იმას ცდილობს, რომ მოიგოს ამ შემთხვევაში ბექის გვერდით მოუწევთ ყოფნა. ჩანიც მათ შორისაა, მაგრამ პირველივე ჯერზე ვარდება თამაშიდან და იმედგაცრუებული კუთხისკენ იწევს, ბექიც იმედ გაცრუებულია, მაგრამ თაეს ჩურჩულს იგებს და კვლავ იმედით ივსება
- ბექი, არ იდარდო, მე შევეცდები მოვიგო. მოგების შემთხვევაში კი ჩანის გავუცვლი ადგილს ..ამბობს და ეშმაკურად იცინის.
ბექი კი უკვე ლოცვას იწყებს, რომ ეს თამაში თაემ მოიგოს .
ბოლო რაუნდია, ყველა დაძაბული უყურებს თაეს და ზიკოს თითებს, მაგრამ ზიკოა ის ვინც სიხარულისგან იწყებს ყვირილს .
ოთახებში გადანაწილების შემდეგ ისვენებენ, საღამოს კი ყველა დასალევად იკრიბება. ბოთლებს გაუჩერებლად ცვლიან, ბექის კი ყველა ჭიქის დალევას აიძულებენ, მის წინ მჯდარ ჩანიოლს აკვირდება, რომელიც თაესთან ლაპარაკით გართულიყო. ,, როგორც ჩანს კარგად ერთობა, მეც უნდა გავერთო, მაგრამ იმედი მაქვს ცოტახნით მაინც შევძლებთ ერთად დარჩენას. ,, ამ ფიქრებიდან თაეს ტირილის ხმას გამოყავს, როგორც ჩანს სასმელს ვერ იტანს და საკმარისზე მეტი დალია. ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, რომ კარგად იყო, რომ სულაც არ სტკიოდა გული და არიყო ნასვამი
- ჰოპიიიიიიი !!!!!!
ამ სიტყვების თქმის შემდეგ, მაგიდაზე დებს თავს და იქვე ეძინება. ყველა გაოცებულია მისი საქციელით, არასდროს უნახავთ ასეთი ატირებული და სასოწარკვეთილი ტაე . ჯერ კიდევ შოკში არიან, როდესაც ბექის ხმა ესმით.
- ჰეიი ჩანი!! ამის შემდეგ მე და შენ, ერთად მივიღებთ შხაპს. თან ხელებს იქნევს აქეთ იქით. სახე ასწითლებოდა, თვალები ოდნავ მიელულა - იქამდე კი ჩემ კიმონოს გავიხდი . ფეხზე ბორძიკით დგება და კიმონოს შეხსნას იწყებს. ყველა გაოცებული და სახე აწითლებულები უყურებენ. მართალია სულ ბიჭები არიან, მავრამ მათაც კი აინტერესებთ შიშველი ბექი .
ჩანიოლი აღელვებული ავლებს ხელს და კიმონოს უსწორებს, შემდეგ ხელში იყვანს და ოთახიაკენ მიყავს.
- ბიჭებო, ბექის მივხედავ და დავბრუნდები.
ოთახამდე ხელში აყვანილი მიიყვანა, ფრთხილად დააყენა ფეხზე.
- ბექი, თუ გინდა მე წავალ, თუ გინდა და შეგიძლია გავიაროთ ან შენ ოთახში შევიდეთ. შენ გადაწყვიტე .
- ეჰჰჰჰ ??
- არ გინდა ?
- არა .. მეც მინდა ..! მინდა ჩემ ოთახში შევიდეთ.
302 ოთახის კარს აღებენ, შიგნით შედიან თუ არა ერთმანეთს აკრობენ სხეულს. ოდნავ აცილებენ სახეებს ერთმანეთს, რადგან თავისუფლად შეძლონ კოცნა .
,,და დიდი ხნის შემდეგ, მე და ჩანიოლი .... Are going too.......,,,

The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]  Where stories live. Discover now