აპარატის წრიპინის და სლუკუნის ხმა ნელ ნელა აღწევს მის ტვინამდე. ახსენდება ყველაფერი, ჩხუბი, გაქცევა, სინათლე, დარტყმა, სისხლი, თაე. თვალების გახელის ეშინია, ეშინია იმ სამყაროში თვალების გახელის სადაც შეიძლება თაე აღარ იყოს. ადრე ჰოპისთვის ეს რო ვინმეს ეთქვა, რომ ადამიანის გამო მზად იქნებოდა თავი მოეკლა, სიცილად არ ეყოფოდა. ახლა კი ფაქტის წინაშეა, მზადაა თავი მოიკლას, ტვინში რამდენიმე ვერსია უკვე განიხილა. რა აზრი ექნებოდა ისეთ სიცოცხლეს სადაც ხმაურიანი და საყვარელი თაე არ იქნებოდა ?! რა აზრი ექნებოდა თუ თაეს სიცილს ვერ დაინახავდა ?! თუ თაეს დაძახებული "ჰოპს" ვერ გაიგებდა ?! ბედავს და თვალებს ნელ ნელა ახელს. ხელის გამოძრავებას ცდილობს მაგრამ, ვიღაც ისე ძლიერ ჩაბღაუჭებია რომ თითის გამოძრავებასაც ვერ ახერხებს. იმ მხარეს იხედება და თვალებ ჩაწითებულ ბექს ხედავს, რომელიც მის საწოლთან მდგარ სავარძელში მოთავსებულიყო და ძმის ხელს ჩაჰფრენოდა. ახლაღა ამჩნევს თეთრ კედლებს, აპარატებს, ეს მის ოთახს სულაც არ გავს. რა თქმაა უნდა, საავადმყოფოშია ამიტომ აქვს ბექის ჩაწითლებული თვალები, მაგრამ თაე?! მასზე უნდა გაიგოს, უნდა იცოდეს ამას იმსახურებს .
-ბე...ქ..იი
ხმის კანკალით იწყებს ჰოპი ლაპარაკს, მისიი სახელის წარმოთქმაზეც შიში უვლის, პასუხის ეშინია. მაგრამ სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედოს და შემდეგ გადაწყვიტოს როგორ მოიქცევა. ბოლო ძალებს იკრეფს საწოლიდან იწევა ჯდება და ბექიოს თვალებში აჩერდება .
- სიმართლე მითხარი ბექ როგორაა ?
ბექიონმა მშვენივრად იცოდა ვისზე იყო ლაპარაკი მაგრამ, მაინც დაიწყო თავის მოკატუნება. არ უნდოდა ძმის განერვიულება, რომელიც ორ დღიანი ძილის შემდეგ ძლივს დაუბრუნდა სამყაროს. თემის შეცვლა ყველაზე კარგ იდეად ეჩვენებოდა .
- როგორი მძინარა ხარ ჰოპ, ნუთუ არ მოგშივდა ? წავალ რამეს მოგიტან .
KAMU SEDANG MEMBACA
The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]
Fiksi Penggemarჩანბექის რთული გზა სიყვარულის მოსაპოვებლად და ვიჰოპის მხიარული სასიყვარულო თავგადასავალი .. რა ხდება როდესაც ოთხი განსხვავებული ადამიანის გზა იკვეთება ?