22

265 39 31
                                    

რბილს საწოლში იღვიძებს, ზლაზვნით იწყებს ადგომას, ხელებს შლის და გაზმორვას იწყებს. თავი საშინლად სტკივა, ამდენი არ უნდა დაელია. კისერს ავარჯიშებს და სწორედ ამ დროს ხედავს თხელ მატერიაში გახვეულ შიშველ ბიჭს, გული უჩქარდება, საწოლიდან სწრაფად დგება და კედელს ეყუდება, ხელებს თავზე იჭერს და ცდილობს გასული ღამე აღიდგინოს. ბევრი დალია, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სასმელთან ვერ მეგობრობს ეს გასაკვირიც არაა. საკუთარ ტანს ამოწმებს, საცვალი ჯერ კიდევ აცვია ოდნავ მშვიდდება ფიქრობს, რომ არაფერი მომხდარა და უბრალოდ სააბაზანოსკენ მიდის. ცხელი წყლის ქვეშ დგას და ცდილობს ყველაფრის გახსენებას, კლუბი, ბარმენი, ბიჭი ახსოვს მაგრამ სახელი დაავიწყდა, ამის შემდეგ უკვე ყველაფერი ბურუსში ეხვევა.

აბაზანიდან გამოდის და სარკის წინ დგება, დაორთქლილ სარკეს ხელს უსვამს და საკუთარ ანარეკლს ხედავს, უფრო ახლოს იწევა და ადგილზე იყინება. ყელზე რამდენიმე ჩალურჯება აქვს, ხელს ისვამს და თვალები უწყლიანდება. თუ ეს მართლა გააკეთა და არ ახსოვს, რა გამოდის რომ მისი პირველი სექსი არ ახსოვს ? ამას კიდევ ეშველება და ჰოპი ? მაგრამ თუ დაუმალავს იქნებ ვერც გაიგოს ?

- ჯანდაბა , ჯანდაბააააა !

ხელის მოსმით ყრის ყველაფერს დაბლა, რაც კი ელაგა ზედაპირზე და იქვე იკეცება. ხმაურზე კი ბოგუმს ეღვიძება, რომელსაც ყველაფერი ზედ მიწევნით ახსოვს. ნაწყენია მაგრამ ესმის მისი, პირიქით უნდა რომ დაეხმაროს. საწოლიდან დგება და სააბაზანოში გადის, სადაც იატაკზე მჯდარ თაეს ხედავს. მის გვერდით ჯდება და მეგობრულად ადებს ხელს მხარზე, შეხებზე ბოგუმასკენ აბრუნებს თავს. თაეს არც კი სჯერა, რომ ახალ გაღვიძებულზეც შეიძლება ვინმე ასეთი სიმპატიური იყოს . " ნეტა ჰოპი როგორია ახალ გაღვიძებულზე ??" ფიქრებში გართულს ტუჩის კუთხე საგრძნობლად ეწევა, ამას ბოგუმიც ხედავს და დაბნეული უსვამს კითხვას .

The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]  Where stories live. Discover now