ამის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი, წარმოვიდგენდი მის ატირებულ სახეს, ყვირილს, ყველაფერს მაგრამ ჩემგან მიმავალ ბექის ვერა. დავინახე როგორ გამოიტანა დიდი ჩემოდანი ოთახიდან და ისე, რომ არც კი შემომხედა კარისკენ წავიდა. ათასმა აზრმა გამიელვა, წარმოვიდგინე როგორ ვიწყებდი მოწევას ან დალევას. ოთახს ნაცრისფრად ვხედავდი, სადაც ყველაფერი მტვერს დაეფარა. ვიცოდი მაგრამ ამ წუთას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ პატარა საყვარელი ბიჭის გარეშე წამსაც ვერ გავძლებდი . ვიქნებოდი ღარიბი , ვიცხოვრებდი კარდონის კუთში ოღონდ მცოდნოდა, რომ ბექის ვუყვარდი. მაგრამ ახლა სიცარიელის გარდა ვერაფერს ვგრძნობ. აზრზე კარის გაღების ხმას მოვყავარ, ფეხზე იმდენად სწრაფად ვდგები თავბრუს ხვევასაც კი ვგრძნობ, თვალებში მიბნელდება მაგრამ არ ვჩერდები, ცალი ხელით კედელს ვეყრდნობი და გონს მოსვლამდე ასე კედელ კედელ ვცდილობ ოთახიდან გასვლას. კარის სახელურს ბოლო მომენტში ვკიდებ ხელს, თითქმის დახურულ კარს სწრაფად ვაღებ და ბექის ზურგიდან სწრაფად ვეხუტები, ხელებს მუცელზე ვუსრიალებ და ისე ძლიერ ვიხუტებ, მომენტში მეშინია, რომ რამეს ვატკენ მაგრამ მისი დაკარგვის უფრო მეშინია. მგონია, რომ თუ ხელს გავუშვებ ჩემგან წავა და ვეღარასდროს ვნახავ. ვგრძნობ როგორ თრთის მისი სხეული, როგორ უკანკალებს ჩემოდანზე ჩაჭიდებული ხელი, მესმის როგორ ცდილობს ტირილის შეკავებას და როგორ ძლიერ უძგერს გული. თავს მხარზე ვადებ და საკმაოდ ხმამაღლა ვეუბნები.
- აღარასდროს, გესმის ? აღარასდროს შეიტანო ეჭვი ჩემ სიყვარულში .. ვიცი, რომ გული გატკინე ვიცი, რომ ნამდვილი ნაძირალა ვარ. ვიცი, რომ პირობა დავარღვიე, გახსოვს დაგპირდი რომ არასდროს აგატირებდი, ახლა კი შენ ჩემს გამო ტირი. მაპატიე ბექიი, ძალიან გთხოვ აპატიე შენ იოლს. ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ვიფიქრე ასე აჯობებდა. დღეს შენი წასვლის შემდეგ sm მიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ მივსულიყავი. მისაღებში გოგო დამხვდა, რომელმაც დირექტორთან ამიყვანა. როგორც ჩანს ჩვენზე გაიგეს და გამაფრთხილა თუ თქვენს ურთიერთობას არ დამალავთ ორივეს გაგიშვებთო, არ მინდოდა გული გტკენოდა მაგრამ როგორც ჩანს უარესად გამოვიდა. უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყოო გქონდეს ისეთი ცხოვრება რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი, თუნდაც ეს უჩემოდ გააკეთო .
KAMU SEDANG MEMBACA
The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]
Fiksi Penggemarჩანბექის რთული გზა სიყვარულის მოსაპოვებლად და ვიჰოპის მხიარული სასიყვარულო თავგადასავალი .. რა ხდება როდესაც ოთხი განსხვავებული ადამიანის გზა იკვეთება ?