ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თაეს მანქანა დაეჯახა. ჰოპი თითქმის საავადმყოფოში გადავიდა საცხოვრებლად, ყოველ წამს და წუთს მასთან ატარებდა, არ ჭამდა და არ სვავდა. ისე დასუსტდა ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ საკუთარი ძმაც ვეღარ ცნობდა. სახე მუდმივად გაფითრებული ქონდა, აღარ იღიმოდა, აღარც მწარე სიტყვებს ამბობდა. გაუნძრევლად იჯდა თაეს საწოლთან და მის ხელს ეფერებოდა, ხმას არ იღებდა სანამ პალატაში ვინმე იყო, დატოვებდა თუ არა პალატას სტუმარი, ჰოპი მაშინვე იწყებდა ლაპარაკს, უყვებოდა თავის ბავშვობაზე, იხსენბდა სასაცილო ამბებს და ამით ცდილობდა თაეს დახმარებას. სჯეროდა, რომ ამ მდგომარეობაშიც ესმოდა მისი სიტყვები, ცრემლები მოსდიოდა მაგრამ ცდილობდა ხმაზე არ შემჩნეოდა, არ უნდოდა თაესთვის გული დაეწყვიტა, უნდოდა ძლერად მოეჩვენებინა თავი, რომ მისი იმედი ქონიყო მაგრამ, მხოლოდ ჰოპმა იცოდა რას გრძნობდა რეალურად. სხვადასხვა სახის ტკივილი ერთმანეთში ირეოდა, ის შიგნიდან ჭამდა ახალგაზრდა ჰოსოკს რომელიც წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ჯერ კიდევ იმიტომ ცოცხლობდა, რომ იმედი ჰქონდა, იმედი იმის რო თაეს ყავისფერ თვალებს კიდევ დაინაახავდა, მის ღიმილს ლაპარაკს გაიგებდა მაგრამ, ყოველ შემოსვლაზე ექიმები მის იმედს უფრო და უფრო ანადგურებდნენ. პაციენტის მდგომარეობა არა უკეთესობისკენ პირიქით უარესობისკენ იცვლებოდა. ამ ერთი კვირის განმავლობაში თაეს გული ორჯერ გაჩერდა, ორჯერ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი ჰიპსაც , ექიმებმა მისი გადარჩენა ორივეჯერ მოახერხეს, აღუდგინეს პულსი და სასუნთქ აპარატზე მიაერთეს, მხოლოდ ამ აპარატის მეშვეობით არსებობდა თაე. ჰოპს სჯეროდა რომ მისი სიყვარული იხსნიდა თაეს, რომ მისი სიყავრული გადაარჩენდა რომ დაბრუნდებოდა ძველი თაე. ყოველ ღამე პალატაში მუხლებზე იჩოქებოდა და გულით ლოცულობდა , ისე ლოცულობდა როგორც არასდროს. ცივ იატაკზე ყოველ ღამე მუხლებზე დგომამ ჰოპს, ფეხებზე ჩალურჯებები გაუჩინა მაგრამ არ აინტერესებდა, მას მოსვლოდა ყველაფერი ოღონდ თაე გადარჩენილიყო, მზად იყო ეშმაკისთვის სული მიეყიდაა, მზად იყო თავისი სიცოცხლე გაეღო თაეს მაგიერ მაგრამ ამას შეძლებდა ? რა თქმა უნდა ვერა. მხოლოდ ლოდინი დასჩენია, ხოდა ისიც მოუთმენლად ელის დღეს როდესაც თაეს გამოუტყდება სიყვარულში და მისგან კოცნას დაიმსახურებს.
ESTÁS LEYENDO
The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]
Fanficჩანბექის რთული გზა სიყვარულის მოსაპოვებლად და ვიჰოპის მხიარული სასიყვარულო თავგადასავალი .. რა ხდება როდესაც ოთხი განსხვავებული ადამიანის გზა იკვეთება ?