- ჰიონ, უკვე დაბრუნდი ? აბაზანა მზადაა ... ეჰჰ, ჰიონ ?!
ჰოპმა ისეთი სახით ჩაუარა ბექის, ბექიმ უბრალოდ გაჩუმება და კედელთან გაერთიანება გადაწყვიტა. ისე აეკრო, ვინმე იფიქრებდა მისი ნაწილიაო .
ჰოპი გაღიზიანებული ოთახში შესვლისთანავე საწოლზე ეცემა და ღრმად სუნთქვას იწყებს, ჭერს აკვირდება და თაეს სიტყვებს იხსენებს " დავნებდები" .- ანუ ასე ხომ ?! ჰაჰაჰაჰააა
"თუ არ გიყვარვარ, უბრალოდ მარტო დამტოვე . "
- თაე , ყველაზე დიდი იდიოტი ხარ ვინც კი შემხვედრია .
გვერდზე ტრიალდება და დაძინებას ცდილობს, ბევრს ფიქრობს ეღიმება, თავს აქნევს და თვალებს ძლიერად აჭერს ერთმანეთს. მალე კი სიზმრების სამყაროში ეშვება .
****
- ბექიჰიონ ! დღეს მე წავალ მრეცხავებთან ლოცვის წასაკითხად.ჰობის სიტყვებით გაოგნებული ბექი კითხვისნიშნიან თვალებს აპყრობს .
- რამე პრობლემა გაქვს ბექიი ?
- არანაირი .. წადიი და იზრუნე მათზე .
ამბობს და კუნტრუშით გარბის დერეფანში .
აი უკვე მერამდენედ მიდის მათ ოჯახში, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ღელავს. თაეს ნახვა უნდა მაგრამ ეშინია, ეშინია რომ მართლა დანებდება ამიტომ ნაბიჯს უჩქარებს და თითქმის სირბილით მიდის, კიბეებზე არბის და კარზე მოუთმენლად აკაკუნებს. კარს უკან კი ფიქრებში გართული თაე დაეხეტება, რომელიც ნანობს მის საქციელს მის სიტყვებს, რომელიც გუშინ ღამე ჰოპს უთხრა. იქნებ ჰოპმა საერთოდ შეიძულა? იქნებ ის პატარა ნაპერწკალიც გაუქრო რაც ქონდა ? კარების ხმა და დედამისის წვრილი ხმა აფხიზლებს, დანახულით კი საერთოდ დებილდება. კედელს ეყუდება, რომ ბალანსი არ დაკარგოს , არუნდა შეიმჩნიოს აღელვება მაგრამ ეს ხომ ისედაც ნათელია ?
- თაე რა გჭირს ?
სიცილით ეკითხება ჰოპი, როცა მის გვერდით დგება. ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ეს უფრო აშინებს თაეს. აკვირდება, ცდილობს გაიგოს რა უდევს ამ დემონს თავში მაგრამ უშედეგოდ. მისი მომღიმარი სახე რომელსაც თაე არც ისე ხშირად ხედავს, მას აზროვნების უნარს უქვეითებს, პირს აღებს და ცოტაც და დორბლი ჩამოუვა, მაგრამ ჰოპი ხელს ადებს ნიკაპზე და ფრთხილად ახურინებს პირს .
BINABASA MO ANG
The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]
Fanfictionჩანბექის რთული გზა სიყვარულის მოსაპოვებლად და ვიჰოპის მხიარული სასიყვარულო თავგადასავალი .. რა ხდება როდესაც ოთხი განსხვავებული ადამიანის გზა იკვეთება ?