-ალბათ ხვდებით, რომ კონკურსანტებზე ინფორმაციის მოძიება ჩვენი ვალდებულებაა. უნდა ვიცოდეთ მათზე ყველაფერი, პატარა დეტალიც კი ეს მათ მომავალს განსაზღვრავს. თქვენი და კიდევ ერთი ჩვენი კონკურსანტის შესახებ შევიტყვეთ, როგორც ჩანს ერთად ხართ. არ მაინტერესებს საწოლში რას აკეთებდით ან როგორ ცხოვრობდით, ამ შენობაში დარჩენისთვის საჭიროა დამალოთ თქვენი ორიენტაცია წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები ზომები მივიღო, რაც როგორ ხედავ არ მინდა, რადგან ახლა ჩემ კაბინეტში ხარ შენი შეყვარებული ბექჰიონი კი დარბაზში დანარჩენ ბიჭებთან ერთადაა. მგონი გასაგებად ვლაპაროკობ , გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო და შემატყობინო, ახლა კი შეგიძლია დარბაზში ჩახვიდე და მოემზადო .
*******
გრძელ დერეფანს ფეხის თრევით მიუყვება. იქ სადღაც ბექჰიონია ხომ უნდა უხაროდეს რომ მისკენ მიდის რო მალე მის მოციმციმე თვალებს დაინახავს ?! მაგრამ არა. გული დამძიმებული აქვს, ყოველ ნაბიჯზე მის გულში არსებული ბზარი უფრო ფართოვდება. რა უნდა ქნას ? ვერ იქნება ეგოისტი, ვერ იტყვის ამ ყველაფერზე უარს, უარს სამყაროზე რომელში მოხვედრამაც ბექი დილით ასე ძალიან გაახარაა, ვერ ეტყოდა რომ უკან უნდა დაეხიათ. პირიქით ყველაფერს გააკეთებდა რათა მის სახეზე ღიმილი ყოველ წუთში დაენახაა, ამისთვის მისგან თავს შორსაც დაიჭერდა, იცხოვრებდა ტკივილით მაგრამ ბექის ამ ლამაზ მომავალს ვერ წაართმევდა. ამ ფიქრებში გართული შავ დიდ კართან ისე მიდის ვერც კი ხვდება. სახელურს ეჭიდება ხელი უკანკალებს, თვალებს ხუჭავს, ღრმად ისუნთქავს და დარჩენი ძალით კარის სახელურს წევს. კარი იღება და ყველას მზერას გრძნობს, თვალებით იწყებს პატარა სხეულის მოძებნას და აი ისიც. შეშინებული კუთხეში მოკუნჭულა და თვალები გაოცებისგან გაფართოვებოდა, ესმის მისი ხავერდოვანი ხმაც .- იოოლლლ ...
მთელ ძალას იკრებს მისკენ გარბის და ხელს აფარებს .
BẠN ĐANG ĐỌC
The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]
Fanfictionჩანბექის რთული გზა სიყვარულის მოსაპოვებლად და ვიჰოპის მხიარული სასიყვარულო თავგადასავალი .. რა ხდება როდესაც ოთხი განსხვავებული ადამიანის გზა იკვეთება ?