შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები იჩენს თავს, მოუსვენრადაა, ცდილობს ამ კოშმარიდან გამოღვიძებას მაგრამ, ვერ ახერხებს. იმის მიუხედავად, რომ თვალები დახუჭული აქვს, მის ბალიშს მაინც ასველებს ტკივილით გაჟღენთილი ცრემლები. თავზე ხელის შეხება და ნაცნობი ხმა ცდილობს მის გაღვიძებას, ხმას მიყვება და საბოოლოოდ ახერხებს გაღვიძებას. ამჩნევს მასზე მიმართულ მზერას და თვალს თვალში უყრის, იღიმის მისი სახის დანახვაზე მაგრამ, კვლავ ცრემლები უსველებს აწითლებულ ღაწვებს. დაუფიქრებლად ეხუტება მის წინ საწოლზე მჯდარ ბიჭს და სახეს მის გულ მკერდს ადებს, უსმენს მისი გულის ცემას და მადლობელია ყველაფრის, მადლობელია რომ მისი საყვარელი ადამიანის გული ისევ ძგერს . ერთი თვეა რაც ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, ძველებურად აგრძელებდნენ ცხოვრებას, მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა. ჰოპი საცხოვრებლად თაესთან გადავიდა, მშობლებს კი პატარა ტყუილი უთხრა, უთხრა რომ თაეს ახლა მისი დახმარება სჭირდებოდა და როგორც კარგი მეგობარი მის გვერდით უნდა ყოფილიყო. მასთან ერთად იღვიძებდა და იძინებდა, წამითაც არ ტოვებდა მარტო. ახლაც ერთად ეძინათ როცა ჰოპმა ეს საშინელი კოშმარი ნახა, ნახა როგორ დაკარგა თაე და როგორ შეიშალა ჭკუიდან. ეს ისე რეალურად განიცადა, რომ ახალ გაღვიძებული ბიჭის სხეულს წამითაც ვერ შორდებოდა, ეგონა რომ თუ ხელს გაუშვებდა სიზმარი რეალობად იქცეოდა. თაე თავზე ეფერება და თბილად იღიმის .
- ჰოპ, არ ვიცი რა ნახე მაგრამ, მე აქ ვარ და ნურაფრის გეშინია.
- თაე, დამპირდი რომ მუდამ ჩემს გვერდით იქნები, დამპირდი რომ ყოველთვის ისე ძლიერ დაიჭერ ჩემ ხელს, როგორც ახლა გიჭირავს .
თაე ხმას აღარ იღებს, თავის აწითლებულ ტუჩებს ახებს მის წინ მჯდარ მტირალა ბიჭს. სახეს აშორებს და სიცილით ამბობს.
- ჰოპ, მგონი იმ უბედური შემთხვევის შემდეგ ადგილები გავცვალეთ .
ESTÁS LEYENDO
The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]
Fanficჩანბექის რთული გზა სიყვარულის მოსაპოვებლად და ვიჰოპის მხიარული სასიყვარულო თავგადასავალი .. რა ხდება როდესაც ოთხი განსხვავებული ადამიანის გზა იკვეთება ?