27

250 26 8
                                    

დრო გადის. ყველაფერი იცვლება, მათ შორის ვიცვლებით ჩვენც. ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები და გარემო. ზოგი რამ უკეთესობისკენ, ზოგიც უარესობისკენ. მაგრამ ასეთია ცხოვრება, ხან წინ მივდივართ ხან უკან ვიხევთ, მაგრამ ამით უფრო მეტად ვძლიერდებით. ვიბრძვით ცხოვრებისთვის, ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის. ვცდილობთ დავუმტკიცოთ ყველას, რომ მათ გარეშეც შეგვიძლია ცხოვრება, რომ არ დავეცემით. ბექიც სწორედ ამას ცდილობს, ცდილობს ფეხზე დადგეს, რომ დაუმტკიცოს მის მშობლებს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაშინ როდესაც ბექის ორეენტაციის შესახებ გაიგეს მას ზურგი აქციეს უთხრეს, რომ მათ ბექის სახით ბიჭი აღარ ყავდათ და უბრალოდ სახლის კარი ცხვირ წინ მოუხურეს. იმ მომენტში ყველაზე დიდი ტკივილი განიცადა, ამ ტკივილს ვერაფერს ამსგავსებდა. ისეთი გრძნობა იყოო თითქოს ვიღაც შიგნიდან ცდილობდა მის გაგლეჯვას, მის ნაკუწებად ქცევას. მაგრამ მას ყავს ადამიანი რომელიც დაიცავს უხილავი მონსტრებისგან, დაიცავს საკუთარი თავისგანაც და ოჯახისგანაც. ეს ჩანიოლია, რომელიც ყოველთვის ბექის გვერდითაა, ცდილობს მისი სიხარულიც და უბედურებაც გაითავისოს. ხელი მოკიდა და ქალაქიდან უკან მოუხედავად წაიყვანა. ეს 1 წლის წინ მოხდა, მას შემდეგ დიდ ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. სეული იმაზე ხმაურიანი აღმოჩნდა ვიდრე წარმოიდგენდნენ. ბევრს ცდილობდნენ მაგრამ სამუშაოს პოვნა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა .

- ბექი შენ ხომ სიმღერა შეგიძლია ?

ჩანიოლი კედელზე გაკრულ განცხადებას თვალს ავლებს შემდეგ კი ბექის ეშმაკური ღიმილით აკვირდება .

- არც კი იფიქრო გოლიათო.

- რატომაც არა?! მეც ვცდი და ერთად გავრისკოთ. მიდი რა ბექ .

- არ ვიცი ჩანიოლ, ეს არც ისე იოლი იქნება .

- მიყვარს სირთულეები და შენც ერთ ერთი მაგალითი ხარ .

თითს ცხვირზე უხახუნებს, ახლოს წევს და გულში იკრავს .

- ასე თუ მომიჭერ გამგუდავ .

The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]  Donde viven las historias. Descúbrelo ahora