21

245 36 36
                                    

დიდი შენობის წინ ჩერდება, კარის ზედა მხარეს გარკვევით ხედავს წარწერას, რომელიც სხვადასხვა ფერებშია განათებული "gay club ". ყოყმანობს, რაღაც ეუბნება რომ არუნდა შევიდეს, მაგრამ მაინც დგამს ნაბიჯს შესასვლელისკენ, ერთი ხელის მოძრაობით აღებს კარს და სულ სხვა სამყაროში ხვდება. ოდნავ განათებულ ოთახში ხმამაღალი მუსიკაა ჩართული, ირგვლივ ბევრი ხალხია, უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით ბევრი ბიჭია. ზოგი ბართან ზის, ზოგიც ცეკვავს, რამდენიმე კი იქვე კუთხეში ზასაობით არის დაკავებული. გული უჩქარდება, ასეთ ადგილას პირველადაა არიცის როგორ მოიქცეს ამიტომ ბართან მიდის და მაღალ სკამზე კომფორტულად თავსდება. გარშემო იყურება, ათვალიერებს, ცდილობს ისე მოიქცეს თითქოს ყველაფერი იცის მაგრამ ბარმენის ხმა იმდენად აშინებს სკამიდან ვარდება .

- ოჰ, მაპატიეთ ,თქვენი შეშინება არ მინდოდა .

- არაუშავს ყველაფერი რიგზეა ,პირველად ვარ და ცოტა არ იყოს ვღელავ .

-. არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ,რამეს დალევ ?

- ყველაზე ძლიერი რაც გაქვთ.

- პრობლემები ალბათ .

იცინის და თავისი საქმის კეთებას იწყებს. თაე კი კვლავ დარბაზისკენ ტრიალდება. და აქ უნდა მიიღოს გამოცდილება ? ხვდება, რომ სისულელე გააკეთა აქ მოსვლით. უყურებს ბიჭებს და ხვდება რომ არაფერს არ გრძნობს მათ მიმართ, არანაირ ლტოლვას, არანაირ ინტერესს . ბარისკენ ტრიალდება და სასმელს ერთი ამოსუნთქვით სვავს, პირვანდელ ადგილას აბრუნებს ჭიქას და ბარმენს გამეორებას სთხოვს. თავი ხელის გულს დააყრდნო და თავლებით ბარის ზედაპირს ჩააცივდა, ისე უყურებდა თითქოს იქ რამე საინტერესოს კითხულობსო. მხარზე ხელის შეხება აკრთობს და მთლიანი ტანით ტრიალდება ხელის პატრონისკენ.

- ჰაჰ ჰაჰა , ასეც ვიცოდი , ზუსტად ვიცოდი რომ ასეთი სიმპატიური იქნებოდი .

The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]  Where stories live. Discover now