ადგილზე გაშეშებული რჩება, მთელი გულით უნდა ადგეს და გაყვეს, მაგრამ სხეული არ ემორჩილება. თავს ძალას ატანს და კანკალით დგება ფეხზე, კედელს ეყუდება და ასე ცდილობს ოთახის დატოვებას. უკვე ქუჩაშია, გარკვევით ხედავს სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ სილუეტს. ნაბიჯს უჩქარებს მალე კი სირბილს იწყებს.
- ჰოპ .... ჰოპ, გთხოვ მომისმინე .
- ჰოპ, ასე არ მომექცე, უბრალოდ მომეცი შანსი აგიხსნა .
თან ყვირის თან მთელი სისწრაფით გარბის, ნაბიჯს მხოლოდ მას შემდეგ ანელებს, რაც ჰოპი ჩერდება, თაესკენ ტრიალდება და მთელი ხმით იწყებს ყვირილს .
- ახლა რაღა გინდა ? გინდა უაზრობებით გამომიჭედო ტვინი ? ამას აპირებ?
ლაპარაკობს არ ჩერდება, ნაბიჯებს უკან ადგავს და ცდილობს მათ შორის დისტანცია ასე შეინარჩუნოს .
- ჰოპ, გეფიცები არაფერი მომხდარა. ყველაფერს მოგიყვები ოღონდ არ წახვიდეე .
-ჰოოპპპპპპ!!!!!!!
თვალებში დაუბნელდა, სხეული აუკანკალდა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშმა მთელი სხეული მოიცვა. ისე შეეშინდა როგორც არასდროს. გულ მკერდში საშინელი ტკივილის გრძნობა იმდენად შემაწუხებელი გახდა, რომ მზად იყო საკუთარი ხელით ამოეგლიჯა გული. უყურებდა გზაჯვარედინზე მდგარ ჰოპს, რომელიც სინათლის მხარეს შეტრიალებულიყო და თვალ მოუშორებლად უყურებდა. განუწყვეტლივი სიგნალის ხმა იმდენად მკაფიოდ ჩაესმოდა მაგრამ გაანალიზებას მაინც ვერ ახერხებდა. ერთი საშვალება რჩებოდა, ან ის ან თვითონ მაგრამ იცხოვრებდა დემონის გარეშე, რომელიც მის ყოველდღიურობას ამახინჯებდა ? ამას ახლა აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა, რადგან ტაე უკვე შუა გზაზე ჰოპის მაგიერ იდგა. მან ხელი კრა ჰოპს, რომელიც ასფალტზე მოწყვეტით დაეცა. ინტიქტურად იმ ადგილისკენ გაიხხედა სადაც რამდენიმე წამის წინ თვითონ იდგა. ამის დანახვას ყველაფერი ერჩივნა, მისი ყვირილის ხმა და მანქანის დამუხრუჭების ხმა ერთმანეთს შეერწყა და ერთ მთლიანობად იქცა. ყველაფერი ბურუსმა მოიცვა, ბანცალით დგება ფეხზე და თაესკენ მიიწევს, რომელიც უკვე სისხლის გუბეში იწვა. გაუაზრებლად ეშვება მუხლებზე, თაეს სახეს აკვირდება. არც კი სჯერა, რომ მის გადასარჩენად თავი გაწირა. არც კი უნდა იმის დაჯერებაა, რომ მას ვეღარ ნახავს, არ უნდა მის გარეშე ცხოვრება. ეს ხომ მისი ბრალი იყო?! ვერ გააგრძელებდა ამ ტვირთით ცხოვრებას. თაეს სახეს ეხება, ხელები სისხლით ესვრება მაგრამ ამას საერთოდ ვერ გრძნობს. თავს ზემოთ უწევს და გულში ისე იხუტებს როგორც დედა, რომელიც თავის პატარას პირველად ხედავს. რწევას იწყებს, ძალა აღარ აქვს. ცრემლებიც აღარ მოსდის ასე გაქვავებული სახით არწევს თაეს და გაღვიძებას სთხოვს, სთხოვს რომ ამ სამყაროში მარტო არ დატოვოს, რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებს, რომ ყველაფერს აპატიებს ოღონდ ახლა თვალები გაახილოს, მაგრამ თაეს სხეული რეაგირებას არ ახდენს. ჰოპი უკვე მუქარაზე გადადიის იქნებ ამან მაინც გაჭრას?! იქნებ ამან მაინც აიძულოს თვალების გახელა .
- იცოდე ახლა თვალებს თუ არ გაახელ სამუდამოდ წავალ, ვეღარც მნახავ!! თაე გაახილე თვალები გთხოვ .
რამდენი წამის შემდეგ მის ღაწვებს კვლავ ცრემლები ასველებენ. ადამიანის დაკარგვის შიში, იმის გაფიქრება რომ ეს ყველაფერი მისი ბრალია, უბრალოდ ბოლოს უღებს .
- ანუ ასე ხომ თაე ? ანუ არ აპირებ თვალების გახელას ? მაშინ მეც იქ წამოვალ სადაც შენ, წამითაც აღარ დაგტოვებ, უჩემოდ ნაბიჯს ვეღარ გადადგამ. მიყვარხარ თაე!! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. ვნანობ ყველაფერს ვნანობ, თითოეულ ჩემ საქციელს ვნანობ, ვნანობ რომ ასე ლარიანებში ნაპოვნი ნივთივით გექცეოდი, ვნანობ რომ შენ გრძნობებზე ვთამაშობდი, ვნანობ რომ გიყენებდი, ვნანობ რომ მეშინოდა, რომ გავრბოდი და ყველაზე მეტად ჩემ დამალულ ვრძნობებს ვნანობ. არ უნდა დამემალა, უნდა მეთქვა რომ მიყვარხარ თაე გესმის ? თაეეეეეეეეე!!!
შუბლს ადებს თაეს სისხლით დაფარულ სახეს, თვალებს ხუჭავს. სირენების ხმა შორიდან ესმის, ცდილობს თვალების გახელას მაგრამ თავბრუს ხვევა ისე ძლიერდება, რომ გამოძრავებასაც ვერ ახერხებს. მალე კი სიჩუმე ისადგურებს გაშემო, მხოლოდ სიბნელე და სიჩუმე .
أنت تقرأ
The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]
أدب الهواةჩანბექის რთული გზა სიყვარულის მოსაპოვებლად და ვიჰოპის მხიარული სასიყვარულო თავგადასავალი .. რა ხდება როდესაც ოთხი განსხვავებული ადამიანის გზა იკვეთება ?