28

226 27 7
                                    

ოთახში ნერვიულად დადიან. იციან, რომ დღეს პატარა შანსიც კი არ იყო დაკავშირების, მაგრამ ნერვიულობას ვერ წყვეტდნენ. ერთმანეთს მომენტებში აკვირდებიან, ეღიმებათ მორცხვად თავს ხრიან და ბოლთის ცემას აგრძელებენ. ტელეფონის ხმაზე ორივე ადგილზე შეშდება, ჯერ ერთმანეთს შემდეგ კი ტელეფონს აკვირდებიან. ეს ბექის ტელეფონია, სწრაფად იღებს ტელეფონს, ღრმად ისუნთქავს და მშვიდი ხმით პასუხობს .

- გისმენთ ?!

- გამარჯობა, sm იდან გიკავშირდებით. თქვენ გადალახეთ პირველი ეტაპი და ხვალ 6 საათზე გელოდებით იგივე ადგილას.

ბექიონი ტელეფონს ადგილზე აბრუნებს, სწრაფად გარბის და იოლს ეხუტება.

- ჩანი გადავლახე. ხვალ დამიბარეს, გესმიის მე ეს შევძელი .

ემოციებს ვერ მალავდა ბექი. ხელებს უმისამართოდ იქნევდა და მომენტებში იოლს კოცნით ასაჩუქრებდა, არც ჩანიოლი იყო ნორმალურ მდგომარეობაში. ბექის წარმატება ისე ახარებდა როგორც საკუთარი გაახარებდა. მას არ დაურეკეს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ქონდა, მთავარია ბექიმა გადალახა .

***
მეორე დღეს, დიდი კამათის შემდეგ ბექიონს მაინც მოუწია კომპანიაში წასვლა. არ უნდოდა, ყველაზე მეტად ამ კომპანიაში ჩანის გარეშე შესვლა არ უნდოდა, მაგრამ მისმა იოლმა მთელი გულით სთხოვა, რომ ეს შანსი გამოეყენებინა. დაპირდა, რომ თვითონაც არ დანებდებოდა და კიდევ შეეცდებოდა კომპანიაში მოხვედრას .

კვლავ დიდ დერეფანში 30 სხვა ბიჭთან ერთად დგას და თვალს ვერ აშორებს თეთრად შეღებილ მისთვის უკვე საძულველ კედლებს. ეს კედლები, ეს კომპანია ყველაფერი ჩანის ახსენებდა. მერე რა რომ დილით ნახა? მერე რა რომ კვლავ შეეძლო მისი ნახვა, მისი ჩანი სულ მის გვერდით უნდოდა, უნდოდა მთელი თავისი ცხოვრება ჩანისთან ერთად გაეტარებინა. თითოეული წამი და წუთი მის გვერდით ყოფილიყო, ამ ვიწრო დერეფანში ეს შეგრძნება უფრო უმძაფრდებოდა. რამდენჯერმე უკან სახლში დაბრუნებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ რაღაც აჩერებდა .

- ყველას გთხოვთ დარბაზში შემობრძანდით .

საშვალო სიმაღლის გოგო შავი კარებიდან უცებ ჩნდება და უცებვე უჩინარდება მის უკან. მას უკან მომლოდინე ბიჭებიც მიყვებიან, რამდენიმეს ერთმანეთი უკვე გაეცნო და სიცილით უჩინარდებოდნენ კარს იქით. ბექიონი ნელა მიაბიჯებს კარისკენ, უკან იხედება თითქოს კვლავ იმედი აქვს, რომ იქ ჩანიოლს დაინახავს მაგრამ იქ არავინაა. იმედგაცრუებული შავ კარში უჩინარდება .

*****

დიდი დარბაზი, ნაცრისფრად შეღებილი კედლები, დიდი სარკეებით და დინამიკებით. იატაკზე მოთავსებული ბიჭები, ეს ახალ დასაწყის ნიშნავდა თითოეული მათგანისთვის, ყველას სჯეროდა, რომ დებიუტი ექნებოდათ. ყველა წარმატებისთვის იყო მაგრამ მათ შორის იყო პატარა ფერმკრთალი ბიჭი, რომელიც თვალებს დაკარგული ლეკვივით აცეცებდა. არ იცოდა რა ექნა, ყველა ერთმანეთს იცნობდა, უახლოვდებოდა, ის კი კუთხეში ჩუმად იჯდა .

კარების გაღების ხმას ვერც კი იგებ. ბიჭები იქით იყურებიან საიდანაც ხმა გაიგეს, ბექიონიც აპარებს თვალებს. ამ მომენტში მზადა დაიფიცოს, რომ ჩანიოლი დაინახა. თვალებს იფშვნეტს და კიდევ ერთხელ იმ ადგილისკენ იხედება, სადაც წესით ჩანიოლი უნდა მდგარიყო. არ მოსჩვენებია, კარში მართლაც იდგა შავებში ჩაცმული ყურშა ბიჭი, რომელიც ამდენ ბიჭში ვიღაცას მოუსვენრად ეძებდა და აი მათი თვალები ხვდება ერთმანეთს. ბექიონის წამოკივლებაზე ახლა ყველა მისკენ იწყებს ყურებას .

- იოოოლლლლ ....

ჩანიოლი სწრაფად გარბის და ხელს ტუჩებზე ძლიერად აფარებს.

სახეს ოდნავ მისკენ წევს და მხოლოდ მის გასაგონად ჩურჩულებს .

- ბექი, მგონი აქ ჩვენი ურთიერთობის დამალვა მოგვიწევს.

________________

რა შუაშია მაგრამ ვინმეს არ უნდა ჯიკუკზე დაწეროოს ?? პირველი მკითხველი მე ვიქნებიი❤❤❤ თუ იციით ფიკები ჯიკუკზეე მეც მითხარიით რა 😞

The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]  Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin