13

282 33 22
                                    

ცხოვრება უცნაური რამ არის, ხანდახან ვფიქრობთ, რომ არაფერში გვიმართლებს, რომ სისულელეა ცხოვრობდე ასე. მაგრამ იცვლება, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს 180° ით. ის მოხდეს, რაზეც ყოველ ღამე ვოცნებობთ. ასე დაემართა თაესაც, ის ყოველ ღამე ოცნებობდა ჰოპთან ყოფნაზე, მის შეხებაზე. მათ უკვე ქონდათ წინ გადადგმული ნაბიჯი, ორჯერ აკოცეს ერთმანეთს. კოცნა, რომელზეც თაე მხოლოდ ოცნებობდა, რეალობად იქცა. ქუჩაში მსუბუქად მიაბიჯებს და ტუჩებზე თითებს, გაუთავებლად ამოძრავებს. ფიქრობს ბოლო დროინდელ მომხდარ ამბებზე, ჰოპსა და ნამჯუნზე, ჰოპსა და ქუქზე, მათ კოცნაზე, მის საქციელზე, როდესაც დანებება გადაწყვიტა და ამ კოცნაზე, კოცნაზე რომელსაც ვერასდროს დაივიწყებს.

-ჰეი თაე !!!

- ჰაა.. რაა. .. მე ..მე მეძახი ?

- უკვე რამდენჯერმე დაგიძახე. რა გჭირს ?

ჩანიოლი თაეს მიუახლოვდა და კარგად დაკვირვების შემდეგ, ზედმეტად ხმა მაღლა წამოიძახა.

- ჯანდაბა!! რა დაგემართა ? იჩხუბე ?

- სულაც არაა მტკივნეული .
ამბობს და ხელს ჩალურჯებულ თვალზე იდებს .ესეც ხომ ჰოპის საჩუქარია იმისთვის, რომ მისი თანხმობის გარეშე, დაუკითხავად აკოცა. ამიტომ თაე ამითაც ბედნიერია.

*********

დღეს ფესტივალია, რომელიც ყოველ წლიურად იმართება. ამ დღეს ყველა, პატარა, დიდი, ქალი თუ კაცი, ქუჩაში გამოდის და ფეიერვერკებით ტკბება . მათ შორის ვართ მე და ჩანიოლიც. გადავწყვიტეთ ერთად წამოვსულიყავით, იქნებ ეს მაინც ყოფილიყო ნორმალური პაემანი. ქუჩაში გვერდი გვერდ მივაბიჯებთ, არანაირი ფიზიკური კონტაქტი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ იმით, რომ ამდენ ადამიანში ჩანიოლმა მე ამირჩია. სიამაყით მივაბიჯებ და გარშემო ყველაფერს ვათვალიერებ, როდესაც ორმა სხეულმა ჩემი ყურადღება მიიქცია, უფრო მიახლოვების შემდეგ კი, მათში თაე და ჰოპი აღმოვაჩინე. როგორც ჩანს თაემ მოახერხა ჩემი ძმის დაყოლიება, აქ ერთად წამოსვლაზე. მაგრამ ჩემი ძმა მას მსახურუვით ექცევა, ყველაფრის ყიდვას აიძულებს რასაც დაინახავს, თაეც სულელივით ყველაფერს უსრულებს და ბედნიერი სახით დაყვება .

The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]  Donde viven las historias. Descúbrelo ahora