12

314 35 35
                                    

ჰოპი ძლიერად კრავს ხელს, მის ტუჩემბზე აკრულ, ერთ დროს მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს. აპირებს უყვიროს, ურტყას, აგინოს იმისთვის, რომ ეს გააკეთა იმისთვის, რომ ასე დატოვა, მაგრამ რაღაც აჩერებს, ეს რაღაც კი მანქანის ფარების შუქია. ახლაღა ამაჩნევს, სწრაფად ტრიალდება მანქანისკენ. გულში იმედოვნებს, რომ ტაეს ეს არ დაუნახავს, რომ ის ამაზე არაფერს კითხავს. სწრაფი ნაბიჯებით შორდება ქუქს და მანქანაში ხმაურით ჯდება. ეაშინია მისკენ გახედვის, არიცის რატომ მაგრამ ამ წუთას არ უნდა ტაეს სახის დანახვა, ეშინია რომ იქ სულ სხვა რამეს დაინახავს, დაინახავს მისდამი ზიზღს, ამიტომ თავს ფანჯრისკენ ატრიალებს და მშვიდი ხმით ეუბნება .
- უბრალოდ დაძარი მანქანა და სახლში წამიყვანე .
ტაე უხმოდ ძრავს მანქანას.უკვე 10 წუათია რაც მიდიან, მაგრამ თაე ხმას არიღებს, არც კი აპირებს რამის თქმას. მიუხედავად იმისა, რომ ჰოპს მუდამ ნერვებს უშლიდა ტაეს ასეთი ხმაურიანობა და ბევრი ლაპარაკი, ახლა ლამისაა ილოცოოს, რომ მისგან რამე გაიგოს, თუნდაც უყვიროს უბრალოდ უნდა მისი ხმის გაგონება, ყველახე მეტად ახლა ეს ჭირდება .
- ჯანდაბა ტაე, როდემდე აპირებ ასე ჩუმად ყოფნას? უბრალოდ ხმა ამოიღე.
-ვინ იყო ?!!
ისეთი ხმით და ისეთი ზიზღით წარმოთქვა, ჰოპი ადგილზე შეხტა პირველად ხედავს ტაეს ასეთ გაბრაზებულს, უფრო სწორად ის არასდროს ბრაზდებოდა მითუმეტეს ჰოპზე. მაგრამ ახლა მის ხმაში, გამოხედვაში, თითოეულ მიმოხვრაშიც კი იგრძნობა რამდენად არის გაბრაზებული .
-მმ.. ოჰჰჰ, ის ერთ ერთი მლოცველია ..უბრალოდ კოლეგა.
- და შეენნ ..... არუნდა, ყველაზე მეტად არუნდა ეს იკითხოს, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვა. ეს უნდა გააკეთოს ამიტომ სიტყვებს თავს უყრის და კითხვას აგრძელებს - ყველა შენ თანამშრომელს ასე კოცნი ?
-??!! შენ ეს დაინახე ?
- სულაც არ მინდოდა ამის დანახვა ..... იმდენად ჩუმად ამბობს ბოლო სიტყვებს თვითონაც კი ვერ იგებს - არასდროს, არასდროს მომდომებია ამის დანახვა.
- ეს შენი საქმე არაა ... ამას ამბობს, მაგრამ თვითონვე ხვდება, რომ სისულელე თქვა. არ უნდა აღიაროს მაგრამ ტაეს ამ მდგომარეობაში ნახვამ გული ატკინა , ისე აუფართხალა გული როგორც ხაფანგში მომწყვდეულს .. ეს არაა სწორი, ამას არ უნდა გრძნობდეს ის ხომ უბრალო მრეცხავია და სხვა არაფერი ?
- რატომაც არაა ?? იმას ვამბობ, რომ მე გითხარი რომ მიყვარხარ .. ხელებს იმდენად ძლიერად უჭერს საჭეზე ძვლების ტკაცუნს გრძნობს, მაგრამ არაპირებს მოდუნებას.
- უბრალოდ მოკეტეელ, ეს არაა შენი საქმე .. ამაზე კიდევ იტყვი რამეს და აღარასდროს დაგელაპარაკები .
დანარჩენი გზა სახლამდე სიჩუმეში გაიარეს, არცერთი აღარ აპირებდა ხმის ამოღებას.ეს დაძაბული გარემო ორივეს შიგნიდან ღრღნიდა, მაგრამ მხოლოდ ტაე გამოხატავდა ამას, ჰოპი კი კვლავ გაქვავებული მზერით მისჩერებოდა გზას. როგორც იქნა გამოჩნდა ამ, დაუსრულებელი დაძაბული მგზავრობის დასასრული, მანქანა სახლის წინ გაჩერდა. არც კი დაფიქრდა ისე სწრაფად შეიხსნა უსაფრთხოების ღვედი და კარები გამოაღო, მაგრამ თაეს გულში ჩამწდომმა და გატეხილმა ხმამ ადგილზე გააჩერა.
- ჰოსოკ!!! პირველად მიმართა ასე თაემ, პირველად მიმართაა ასე ოფიციალურად მას. ვერ ბედავს შეტრიალებას, მაგრამ მკლავზე ძლიერი ხელი ადგილზე აბრუნებს და მისკენ ატრიალებს .
- რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ისე შემომხედო როგორც სხვა კაცებს უყურებ ჰოსოკ ??
- გამიშვი მტკივა ..
ხელს ადუნებს ატკინა, მის საყვარელ ადამიანს ატკინა, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ხომ მასაც ატკინეს? იმდენად ატკინეს, რომ ახლა მზადაა მის თვალწინ იტიროს, ცრემლები აღარ აპირებენ დამალვას და აი ისინიც აწითლებულ ღაწვებზე მოწყვეტტით ეშვებიან . მაგრამ ისინი ვერ შეაჩერებს ჰოპს ხელს სწრაფად აცლის მოდუნებული მტევნიდან და სწრაფად გადმოდის მანქანიდან. ტაე კი სამუდამოდ გულნატკენი ადგილზე რჩება, თვალს აყოლებს სახლისკენ მიმავალს, იქნებ ეს ბოლოაა? იქნებ ბოლოჯერ ხედავს მას ? იქნებ აჯობებს უბრალოდ დანებდეს და გააგრძელოს ცხოვრება? თუ ამას ცხოვრება ერქმევა. ასეც მოიქცევა, ის აღარ იბრძოლებს მისთვის მორჩა .
სახლში შესული ჰოპი იმდენადა მწყობრიდან გამოსული, რომ დედამისის შეკითხვებს, რომელიც გაუჩერებლად უსვამს , უბრალოდ აიგნორებს და თავის ოთახში იკეტება. პიჯაკს იხდის და იქვე საწოლზე აგდებს, ნერვიულად იწყებს ოთახში ბოლთის ცემას და სულ ერთი და იგივე სიტყვებს ატრიალებს გონებაში .* რა უნდა გავაკეთო, რომ მეც სხვა კაცებივით შემომხედო ?* მკლავს აკვირდება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ადამიანს ქონდა ჩაბღუჯული. ადამიანს რომლის მიმართაც არაფერს გრძნობს . მაგრამ ამის თქმა უკვე დარწმუნებით აღარ შეუძლია. „ მთელი თავისი ძალით დამიჭირა ახლა კი, მკლავძე მისი თითები მეტყობა. ეს ბიჭი „ . მუშტს ისე ძლიერად კრავს, რომ ფრჩხილებს ხელის გულზე გრძნობს- ჯანდაბა .
***''
დილით გაღვიძებულს სურპრიზი დახვდა, მისი ვითომ ჭკვიანი უფროსი ძმა და მისი სამაგალითო მამა, იმდენად ცუდად იყვნენ, რომ თავის აწევას ვერ ახერხებდნენ . მაგიდაზე ჩამოედოთ თავი და რამეს ითხოვდნენ,რაც თავის ტკივილს და ამ საშინელ გრძნობას, რასაც ნაბახუსევი ჰქვია გაუქრობდათ .
- ჰოპ, კაია რომ გაიღვიძე .. ამბობს ქალი და ლანგარზე დადგმული გაზიანი წყლით და გამაყუჩებლით უახლოვდება ბექის და მოხუცებულს .- რადგან მამაშენი და შენი ძმა ასე ცუდად არიან, შენ მოგიწევს მათი საქმეების შესრულება. კერძოდ კი რამდენიმე ოჯახში რიტუალის ჩატარება, აი სია და საქმეს მიხედე .. ეუბნება და ფურცელზე ჩამოწერილ მისამართებს უწვდის.
წუწინს აზრი აღარ აქვს იცის, რომ არაფერი გამოუვა ამიტომ მხოლოდ „ მე თქვენ განახებთ " სახით ასაჩუქრებს სამივეეს და ოთახს ტოვებს .
ერთი, ორი, სამი, ოთხი ეს უკვე მეხუთე ოჯახია, სადან რიტუალს ატარებს. დაამთავრა და სახლი დატოვა „ მხოლოდ ერთი სახლიც. მე ამას შევძლებ, მხოლოდ ერთი, ამასაც გაუძელი . „ საკუთარ თავს ამხნევებს და იმ მისამართზე მიდის, რაც მითითებულია. ადგილზე მისული კი გაოცებული იყურება გარშემო. არ სჯერა, რომ რიტუალის ჩატარება ამ მრეცხავის სახლში უწევს. ახსენდება მისი სიტყვები *- ჰოპი ერთხელ ჩემ სახლშიც ჩაატარე რიტუალი .*
ეღიმება და კარზე აკაკუნებს. ტაეს ელის, რომელიც ძველებურად მხირულად და ხმამაღლა წამოიძახებს მის სახელს. გული უჩქარდება შიგნიდან გამომავალი ხმის გამო, მაგრამ იმედგაცრუების პიკიაა, ღია კარში 55 წლამდე ქალი იდგა და გაოცებული შეჰყურებდა ბიჭის ოდნავ აწითებულ სახეს.
- ბატონო ჰოსოკ? აქ რას აკეთებთ ?
- რიტუალის ჩასატარებლად მოვედი .
- კი მაგრამ ბექი ?? ის ხომ კარგადაა? რამე ხო არ დაემართა?
- ყველაფერი კარგადაა უბრალოდ, ვერ გრძნობდა თავს კარგად .
ქალი გვერდით იწევა და ხელით ანიშნებს შემოდიო, წინ მიუძღვება და სარიტუალო ოთახისკენ მიყავს, სადაც ბუდას საშვალო ზომის ქანდაკება უდგათ . ჰოპი უკან მიყვება, მაგრამ თვალებს სოჩიკივით ატრიალებს. ცდილობს ყველაფრის დათვალიერება მოასწროს, ამ ინტერესის უკან კი სულ სხვა მიზეზია, რაც აიძულებს გარშემო ყურებას. ის ტაეს ეძებს იმედოვნებს, რომ თვალს მოკრავს, რომელიმე ოთახში მაგრამ ამაოდ. რიტუალი ჩაატარა სახლიდანაც გამოვიდა, მაგრამ ის არ უნახავს.
- ნამდვილი დებილია, მის სახლში რიტუალი ჩავატარე და არც კი დაესწრო .
უკვე სახლთანა მისული, როდესაც ტაეს ფურგონს ამჩნევს მის სახლთან გაჩერებულს. სახე ეხსნება, რომელიც ამ წუთამდე შეკრული ქონდა, ნაბიჯს უჩქარებს და ეზოში მთელი სისწრაფით შედის, მაგრამ კიდევ ერთი იმედ გაცრუება, ტაეს მაგივრად მამაისია . ჰოპს ეს ყველაფერი აკვირვებს ტაე ხომ ყოველთვის თვითონ რეცხავდა და თვითონ აბრუნებდა ტანსაცმელს ? ამაზე უფრო მეტად გაბრაზდა „ იმ მრეცხავმა გადაწყვიტა, რომ დამაიგნოროს ? გასაგებია, რომ იმ საღამოს ძალიან იყო გაბრაძებული, მაგრამ მგონი იმდენად ძლიერია რომ ასე უცებ არ დანებდეს და დეპრესიაში არ ჩავარდეს, ასე არაა ?? „

The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]  Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin