მთელი ღამე ფიქრში გავატარე, ყველაფერი გადავხარშე, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ მივხვდი. იმდენად დამღალა ყველაფერმა, რომ უბრალოდ სურვილი მიჩნდება ვიწვე, დავიძინო და არაფერი ვაკეთო. უფრო ცუდი აზრებიც მომდის, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. არ ვარ იმდენად სუსტი, რომ ამას ვერ გავუძლო. ყველა ტკივილი და მოგონება წარმავალია, ცხოვრებაა წინ მაქვს. მეც მჯერა, რომ ვინმეს იმდენად შევუყვარდები რამდენადაც მე მიყვარს, მაგარამ ეს მხოლოდ ოცნებაა, ამ მომენტში ყურებამდე შეყვარებული მხოლოდ მე ვარ, მხოლოდ მე მიყვარს ცალხმრივად, მხოლოდ მე განვიცდი ამისგან ტკივილს და მხოლოდ მე მღლის ეს გრძნობა. სხვა რაღაცაზე უნდა გადავერთო, იქნებ ამან მიშველოს? იქნებ ამან მაინც დამავიწყოს რამდენიმე წუთით ყველაფერი ? საბედნიეროდ უკვე გათენებულია, ანუ საქმეც არის და აი ცხოვრებაში პირველად მამაჩემის ,, გაემზადე მივდივართ,, მახარებს. სიხარულით ვიცვამ ტანსაცმელს და კიბეებზე ხმაურით ჩავდივარ .
- მამა, დღეს სად მივდივართ ?
- მეზობელ ქალაქში .. გუშინ დაგვირეკეს და შეთანხმება უნდა დავდოთ .
ფურგონში ვსხდებით, მოხუცებული მამაჩემი გვერდით მიზის და მისამართს გამუდმებით ამოწმებს, მე კი საჭესთან ვზივარ და კონცეტრირებას გზაზე ვახდენ. ნახევარ საათიანი მშვიდი მგზავრობის შემდეგ, მანქანას დიდ ძველებურ მაგრამ მდიდრულ სახლთან ვაჩერებ. გარედან ყველაფერს ვათვალიერებ, გარშემო დიდი გალავანი ამ ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, ხაზს აშკარად უსვამს. ნელი ნაბიჯებით მივუყვებით ქვაფენილის ბილიკს, გარშემო უამრავი ხეა, იმდენად ლამაზია აქაურობა გეგონებათ სამოთხეში მიაბიჯებო. ასეც იყო სანამ კარში ნაცნობი სილუეტი არ შევნიშნე, კვლავ იმ ცბიერი თვალებით მიყურებდა და ისე მიღიმოდა გეგონებაა ჩემზე ისეთი რამ იცოდა, რისი გამჟღავნების შემდეგ სიკვდილით დამსჯიდნენ. იმდენად ვარ ყველაფრით დაღლილი ამ ყველაფერს უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ, თავს ვატრიალებ და ვცდილობ კარგ რამეზე ვიფიქრო. სახლში შეპატიჟების შემდეგ, პატარა მაგიდასთაან ვსხდებით სადაც მოხუცებულებიც გვიერთდებიან და სამომავლო თანამშრომლობაზე იწყებენ ლაპარაკს, მე კი ყურადღებას ვერ ვიკრებ რადგან გამჭოლ მზერას ვგრძნობ ჩემ წინ მჯდარი ქუქისგან .
YOU ARE READING
The power of love [ Chanbaek Vhope] [Completed]
Fanfictionჩანბექის რთული გზა სიყვარულის მოსაპოვებლად და ვიჰოპის მხიარული სასიყვარულო თავგადასავალი .. რა ხდება როდესაც ოთხი განსხვავებული ადამიანის გზა იკვეთება ?