ჩეშირში ზაფხულის თბილი დილა გათენდა, თუმცა გაზაფხულის სუსხი მაინც იგრძნობა. მთელი ცხოვრებაა ამ ქალაქში მაქვს გატარებული. ბევრი კარგი, თუ ცუდი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან მიყვარს. არამგონია ჩემი მომავალი ამ ქალაქს უკავშირდებოდეს, თუმცა ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. ვგრძნობ, რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც რაც დიდ ცვლილებებს გამოიწვევს და ჩემს ცხოვრებას შედარებით ასატანს გახდის.
კლასში ჩემს მერხზე ვჯდები და ფიქრს ვწყვეტ. ძალიან დავიღალე, ღამით ისევ ის სიზმარი ვნახე. ბიჭი შავებში ჩემსკენ მოდის, მე გავრბივარ და როცა მიახლოვდება მაგ დროს მეღვიძება. ახლა ტესტირების გუნებაზე ნამდვილად არ ვარ. თანდანათ ბავშვები შემოდიან და ხმაური იმატებს. როგორ მომაბეზრეს თავი ამ პატარა წურბელებმა. მათი სიცილი, საუბარი და საერთოდ ნებისმიერი ხმა მაღიზიანებს. რა ვთქვი, ფიქრს ვწყვეტთქო?! საერთოდ, როგორაა შესაძლებელი ფიქრის შეწყვეტა?!
მასწავლებელი კლასში შემოდი და თან ზარიც ირეკება.
- ბავშვებო, ყველაფერი შეინახეთ და მაგიდაზე მხოლოდ კალმები დატოვეთ. არაფერი გადაიწეროთ, მაინტერესებს მაგ გოგრებში, მხრებზე რომ გაბიათ, რაიმე არის თუ არა.
- მერწმუნეთ ცარიელია.- წამოიძახა ვიღაცამ უკნიდან, რასაც სხვების სიცილი, ხოლო ჩემი თვალების გადატრიალება მოყვა.
მასწავლებელმა ტესტები დაგვირიგა და ჩემი გონებაც ამუშავდა. მარტივად გავუმკლავდები. ტესტს ვასრულებ და ზარიც ირეკება. კლასიდან გამოვდივარ და ჩემს მეგობარს ვხედავ, რომელიც გაბრაზებული, სწრაფი ნაბიჯით მოდის ჩემსკენ.
- უნდა! ვილაპარაკოთ! სასწრაფოდ! - კბილებში სცრის.
ლინი ხშირადაა გაბრაზებული. ნეტავ ახლა ვინ შეურყია ნერვული სისტემა.
- ნენსი!- მისი ხმა მაფხიზლებს.- ლანჩზე შევხვდებით.- მითხრა და მისი უნაკლო ტანის რხევით გამშორდა.
სერიოზულად, სკოლაში მასსავით მაგარი ტანი არავის აქვს. ყველაზე ლამაზია. ხშირად თხოვენ მოდელობას, მაგრამ ლინს მიჩნია, რომ მოდელობა პროსტიტუციაა, რადგანაც მასში ფულს იხდიან. მაგრამ მოსწონს როცა ქუჩაში მისი სხეულის ცქერით ტკბებიან. მისი გარეგნობის პატრონს, სკოლაში ყველაზე სიმპატიურ ბიჭს, ჰარი სტაილსს მოსწონს, მაგრამ ჩემი უჟმური დაქალი ახლოსაც არ იკარებს. მისი თვალის მომჭრელი ღიმილის მიზეზი, დიდი ალბათობით შეიძლება გახდეს სკოლის მოხუცი დამლაგებელი, ვიდრე ჰარი. დღეს ლინმა ლიტერატურის ტესტი გააცდინა. არც ჰარი შემინიშნავს. ააჰ, რაღაც მოხდა.