იმ სახლს, რომ ვხედავ სადაც ბავშვობის ლამაზი დღეები მაქვს გატარებული გულზე ლოდად, რაღაც მაწვება. ბოლოს, რომ ვიყავი ამ სახლში მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებული თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ახლა კი თვალწინ მხოლოდ სისხლიანი კადრები მიდგას, თუმცა ზეინთან საუბრის შემდეგ ყველაფერი შედაწარებით ასატანი გახდა. კარები გაიღო და დევიდი გამოგვეგება ფართო ღიმილით. მე ვბერდები მას, კი წლები აკლდება.
- მამაჩემი სახლშია? თქვენ მისი დამხმარე ხართ?- ეკითხება ჰარი და უახლოვდება.
- ჩემო, ბიჭო.- ლამის ყვირის და ეხვევა.
ჯერ კიდევ მანქანასთან ვდგავარ და გულაჩუყებული ვუყურებ, მათ.
- შენ არ მოგენატრე?- წარბებს წევს და ჩემსკენ იხედება.
- ძალიან.- მოწყვეტით ვამბობ და მისკენ მივრბივარ, ისიც ხელგაშლილი მეგებება.
ზუსტად ისეთი სურნელი აქვს, როგორიც მე და ჰარის. ახალგაკრეჭილი ბალახისა და მენთოლიანი საღეჭი რეზინის. თავის ძლიერ მკლავებში ვყავარ მოქცეული და მის სურნელს ხარბად ვისუნთქავ, თითქოს ის ეპიცენტრი აღმოვაჩინე, რომელიც მე და ჩემს ძმას გვამარაგებს ამ სუნით. დევიდეი ხელს არ მიშვებს და არც მე ვაპირებ მას მოვშორდე. ჰარი წელზე ხელს მხვევს და ორივეს გვეხუტება. საბოლოოდ ერთმანეთს ვშორდებით და გაახალგაზრდავებულ მამაკაცს მწვანე თვალებში შევციცინებ.
- ბარგი შევიტანოთ.
მანქანასთან მივდივართ და ჩანთები გადმოგვაქვს. ჰარი ცდილობს თვალებით დამელაპარაკოს. გზაში შევთანხმდით, რომ დევიდს მისვლისთანავე დაველაპარაკებოდით და უკვე დროა. ჩვენს ავლადიდებას სახლის შესასვლელში ვდებთ, რაც უფროსს სტაილსს უკვირს. აჯობებს ნივთები საძინებელში არ ავიტანოთ, დიდი ალბათობით მოსმენილის შემდეგ დევიდი სახლიდან გაგვყრის და აღარ ვიწვალებთ მათ კვლას ქვემოთ ჩამოტანაზე.