/რამდენიმე თვის წინ/
ზეინის თვალთახედვა
არა, ამას ვერ გააკეთებს, არ შეუძლია ასე მომექცეს. სახლიდან გავრბივარ და ლიფტის ღილაკს მუჭს ვურტყამ, მას აღარ ველოდები და კიბეებზე ჩავრბივარ. არ მაინტერესებს, რომ ნახევრად შიშველი ვარ. პირველ სართულზე გიჟივით ვვარდები და გასასვლელისკენ მივრბივარ, თუმცა ნენსი და ჰარი მანქანაში ჩასხდომასა და წასვლას მასწრებენ. უკანასკნელად ვხედავ მის, პატარა, სუსტ სხეულსა და ყავისფერ თმას. გამწარებული კვლავ კედელს ვურტყამ მუჭს და ვყვირი. ერთ-ერთი ბინიდან შეშინებული ქალი კარს აღებს და მაკვირდება.
- რაა?- ვუყვირი ბოლო ხმაზე, ის კი კარს კეტავს.
უკვე ცარიელ ლიფტში შევდივარ და იქვე ვიკეცები. სისხლი შუბლზწე მაწვება და მთლიანად მაწითლებს, მგონი მეტს ვეღარ გავუძლებ. თვალიდან ცრემლი მივარდება და იატაკზე ეცემა. ბავშვობის შემდეგ არასდროს, არასდროს მიტირია. გაბრაზებული ვდგები და შიშველი ფეხის ტერფით ცრემლს ვწმენდ. ლიფტის კარებიც იღება და ჩემს სახლში შევდივარ. ამ დედააფეთქებულ სახლში ყველაფერი ნენსის მახსენებს. ტელეფონს ვიღებ და მას ვურეკავ... ვურეკავ... თუმცა არ იღებს, ბოლოს ზარიც აღარ გადის. ლარნაკს ვიღებ და ტელევიზორს ვესვრი, შემდეგ კი ჟურნალების მაგიდასა და დივანს ვატრიალებ. სამზარეულოში ნენსის საჭმელს ვუმზადები, გაგიჟებული იქ შევდივარ და მთლიანად ვამსხვრევ ჭურჭელს. ვგრძნობ, რომ ვმშვიდდები,თუმცა რაღაც მძიმეს ვგრძნობ ზურგს უკან. ლინი ისევ იქაა სადაც დავტოვე, შავი აჩრდილივით. კედელზეა აკრული და გაშტერებული სიცარიელეს უყურებს. არანაირ ემოციას არ გამოხატავს და ვიცი ეს რა საშინელებაცაა. ახლა ორმაგად მძულდება ჰარი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნენსის სიმართლე უთხრა და წაიყვანა, მეორეც ლინის გამო, უფლება არ ჰქონდა მას ასე მოქცეოდა... რომელიმე ჩვენგანს.