- რა მოხდა?- მეკითხება შეშფოთებული, გაჩერების შემდეგ.
- იქ ვიღაცაა.- ხელს კორპუსენისკენ ვიშვერ.- ლამპიონს ეყრდობა, მგონი ცუდადაა. - მანქანიდან გადავდივარ.
- ალბათ მთვრალია.- ზეინიც უკან მომყვება და თან გოგონას კივილი გვესმის.- ან ცუდადაა.- ამატებს ზეინი სასწრაფოდ და ჩემზე წინ მიდის.
გოგონასთან მივდივართ, ტკივილისგან სახე დამანჭული აქვს. მე და ზეინი ვეკითხებით კარგადაა, თუ არა, ის კი კივის.
- ფეხმძიმედ ხარ?- კითხულობს შეშფოთებული ზეინი.
- არა, ზეინ ფეხმძიმედ არ ვარ. საერთოდ, რატომ მეკითხები?- ზეინს ვუყვირი.
- შენ არ გეუბენები.- ისიც მიყვირის.- შეხედე!- გოგოს მუცელზე მანიშნებს. ღმერთო, როგორი იდიოტი ვარ.
- ახლა რა უნდა ვქნათ?- ვეკითხები სასოწარკვეთილი.
- საავადმყოფოში წამიყვანეთ!- კივის გოგო.
- ჰო, ჰო! ახლავე.
ზეინი ერთი მარტივი მოძრაობით გოგონას ხელში იყვანს და მანქანისკენ მივდივართ. უკანა სავარძელზე ვათავსებთ და მეც იქვე ვჯდები. გოგონას ხელს ვიჭერ და ვამშვიდებ.
- სწრაფად ზეინ!- სავარძლებს შორის თავს ვყოფ, ის კი შიშისგან ხტება და საჭეს ხელს ურტყამს.
- ნენსი! გული გამიხეთქე!
- გეშინია, მალიკ? კი, კი. ნამდვილად გეშინია.- ნერვიულად მეცინება.
- რა სისულელეა.- ამბობს, მაგრამ ხელები უკანკალებს და ოფლის პატარა წვეთებიც უჩანს შუბლზე.
- ნუ ღელავ ზეინ, ყველაფერი კარგად იქნება.- ხელს მხარზე ვადებ, ის კი შეშინებული მიყურებს.
საავადმყოფოში, რომ მივდივართ გოგონას საკაცეზე აწვენენ და პალატისკენ მიყავთ.
ერთი მხრიდან მე მიკავია მისი ხელი, მეორე მხრიდან კი ზეინს.
-თქვენ ბავშვის მამა ხართ?- ეკითხება ექიმი ზეინს. ჩვენ კიდევ იდიოტებივით თავს ვუქნევთ.
სანამ პალატაში შევლნენ გოგონას ხელს ვუშვებ, მაგრამ ზეინი შიგნით მიყვება. გაოცებული გარეთ ვრჩები, ზეინი რამდენიმე წუთში გამოდის, სახე აწითლებული აქვს. მე მამჩნევს და პირდაპირ ჩემთან მოდის. ვერაფრის გააზრებას, ვერ ვასწრებ ისე მეხუტება და გულში მიკრავს. ჩემი გული ჩიტივით იწყებს ფართხალს. ზეინს ხელებს ვხვევ და ვცდილობ, მისი აკანკალებული სხეული დავამშვიდო.
- ეს რა იყო?!- ამოიჩურჩულა ზეინმა.- ასე, მგონია მუცელი მე მტკივა. - დრამატულად ოხრავს.
- კარგი რა. ის უბრალოდ მშობიარობს. ის მშობიარობს... ჯანდაბა! ასეთი რაღაც მეც უნდა გადავიტანო!- ფეხებში ძალა მეცლება და რომ არ წავიქცე ზეინი მიჭერს.
- ღმერთო, ჩემო! კიდევ კარგი ბიჭი ვარ და ეგეთი რამის გატანა არ მომიწევს.- ამბობს სიცილით.
სახეს წინ ვწევ და თვალებში ვუყურებ. როცა ორ ყავისფერ რგოლს ვხედავ, ვიაზრებ, რომ ჩახუტებულები ვართ და ერთამანეთს სასწრაფოდ ხელს ვუშვებთ. უხერხული სიჩუმე დგება, თითოეული ადგილი მეწვის სადაც ზეინი მეხებოდა. რამდენიმე საათით ვიცდით, შემდეგ ექთანი გამოდის პალატიდან და გვეუბნება, რომ პატარა გოგონა გაჩნდა. მე და ზეინი ისევ სიხარულით ვეკვრით ერთმანეთს.
- შეგიძლიათ ბავშვი ნახოთ.
- როგორ? ახლავე?
- დიახ. წამობრძანდით.
ექთანს ოთახთან მივყავართ, რომელსაც მინის კედელი აქვს. შიგნით შედის, ბავშვს იყვანს და ჩვენთან ახლოს მოყავს. მე და ზეინი მინას ხელს ვადებთ. ის, ისეთი პატარაა და...
- როგორი მახინჯია.- ვამბობ თბილად.
- სერიოზულად?- ზეინი ჩემსკენ ტრიალდება.- ახლახანს დაიბადა.
- ალბათ, რომ გაიზრდება გალამაზდება.- დავახეთქე კიდევ ერთი სისულელე.
- იცი, შენც ასეთი მახინჯი იქნებოდი პატარა, მაგრამ ახლა...
- ახლა რა?- ვეკითხები ინტერესით.
- არაფერი.- მეუბნება დამცინავად.
- მითხარი! გულისხმობ, რომ ახლა ლამაზი ვარ?
- ვგულისხმობ, რომ ახლა ნაკლებად მახინჯი ხარ.
- შენ რა ცდილობ, რომ გამაღიზიანო?
- თავს გაღიზიანებულად გრძნობ? - მეკითხება დამცინავად.
- მგონი აჯობებს სახლში წავიდე. აქ დილით მოვალ.- პატარას ხელს ვუქნევ და მივდივარ.
- დამელოდე.- ზეინი უკან მომყვება.- მე წაგიყვან.
- შეკამათებას არ ვაპირებ.- ვამბობ მთქნარებით. - რომელი საათია?
- ექვსის ნახევარი.- ზეინი საათზე იხედება.
- სადაცაა გათენდება. ცოტა გამოვიძინოთ და დავბრუნდეთ.
გარეთ ძალიან ციოდა. მუსტანგში ჩავჯექით და ჩემს სახლში წავედით.
- ფრთხილად იყავი.- მებნება ზეინი და მანქანა გააჩერა.
- მე სულ ფრთხილად ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები ამას ყოველ წუთს რატომ მიმეორებ.
- დაივიწყე. სახლში შედი.
- თუ გინდა აქ დარჩი, ჰარის ოთახში.
ამთქნარებს და პასუხის გაუცემლად გადადის მანქანიდან. მეც უკან მივყვები. სახლში შესვლისას ჰარის ოთახთან მივდივართ, მაგრამ ჩაკეტილია.
- ჯანდაბა, გასაღები არ მაქვს.
- შენი ოთახი სადაა?
- ჩემთან არ დაგაწვენ.
- რატომ, პირველად დავიძინებთ ერთად?
- არ მინდა ლოლას გაბრაზება.- ვეუბნები სარკასტულად.
- როგორი საყვარელი ხარ, როცა ეჭვიანობ.- ოდნავ მეჭყანება.
- რაო? არ ვეჭვიანობ. ზეინ გეძინება და არ იცი რას ლაპარაკობ.- გვერდით ჩემი ოთახის კარს ვაღებ.
- შესაძლოა. ოუ, ლამაზი ოთახია.- ამბობს და პირდაპირ ჩემს ლოგინზე ეშვება, მეც გვერდიით ვწვები.