არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. რაღაც სიცარიელეს ვგრძნობ და ვტირი. მათი ამბავი კვლავ გრძელდება,მაგრამ ჩვენთვის აქ დასრულდა. შეიძლება ეს მოთხრობა ბევრისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის მთელი 2019 წელია. პირველად დავწერე სერიოზულად და ვერ დავიკვეხნი, რომ კარგია, თუმცა ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებ.
არ ვიცი ჩემი სათქმელი რამდენად კარგად გადმოვეცი ფიკში, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ყოველ წამს რაღაც განსაკუთრებული ხდება თქვენს ცხოვრებაში. საკუთარ თავებს სიცოცხლის უფლება მიეცით. ნურადროს დაიწუწუნებთ, რომ მოსაწყები და აუტანელი ცხოვრება გაქვთ, უარესიც შეიძლება ყოფილიყო, არაა?! დრო მოვა და ყველაფერი უკეთ და კარგად იქნება. ოცნებებში ღრმად ნუ გადაეშვებით და იმედები დაისახეთ, რისთვისაც იბრძოლებთ. საკუთარი თავის პატრონები თავად ხართ და ისეთი ცხოვრება გექნებათ, როგორსაც აირჩევთ.
ბავშვობაში თავი ყველაზე ჭკვიანი მეგონა სკოლაში მიღებული ათიანების გამო და ვფიქრობდი, რომ ცუდი მოსწავლეები ვერასდროს აიხდენდნენ ოცნებებს. ეს სრული სისულელეა რათქმაუნდა. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. არასდროს თქვათ უარი, არ შეგეშინდეთ იგრძნოთ სიცოცხლე. არასდროს იფიქროთ რომ არ ხართ საკმარისად კარგები, ან საკმარისად ლამაზები, საკმარისად ჭკვიანები. თქვენ ყველაფერი გაგაჩნიათ საკმარისზე მეტად.
ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ყოველთვის მიშლიდა ზოგიერთი სიტყვის გამოყენებას, მაგალითად ,,არა" ,,არ შემიძლია" ,, ვერ გავაკეთებ" ,,სუსტი ვარ" არასდროს იყოთ იმაზე ნაკლები ვიდრე სინამდვილეში ხართ.
იცხოვრეთ საკუთარი თავებისთვის და არა სხვებისთვის.
ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობდით ჩემს ცოტათი არეულ მოთხრობას. ვფიქრობ ამის წერაში უფრო გავუმჯობესდი😅❤️ ყველანი ძალიან საყვარლები ხართ და გულღიად ვამბობ, რომ მიყვარხართ❤️☺️🦋ახლა კი უბრალოდ ნახვამდის🦋
მადლობა რომ ამ ფიკს კითხულობთ და ასევე ბოდიშიც😀👍😀❤️❤️ იმის თქმა მინდოდა, რომ მახსოვს სადღაც აქ დავწერე ნენსი როგორ ტირის რობის სიკვდილის გამო იმიტომ რომ MaInC MAmAmisSia eww girl just shut up ტიპმა ამდენჯერ სცადა გაუპატიურება და ახლა რომ ვწერდე ამ ფიკს რაღაც დიდ ფართის მოვაწყობდი მისი სიკვდილის აღსაღნიშნად 😀👍 ფუ როგორ მეზიზღებააააა😀👍 პედოფილი და მოძალადე გეცოდება?? სის იუ ოკ? რა ჯანდაბას ვფიქრობდი 2019 წელს? Btw ახლა 2021 წელია 🌝 თქვენ რას ფიქრობთ? უკაცრავად, ძილის წინ გამახსენდა და აღვფშფოთდი.