თავი 36

1.4K 104 34
                                    


გაყინულ თითებს ათრთოლებულ ტუჩებს ვახებ და ვცდილობ საკუთარი ამონასუნთქით გავათბო. თვალები დახუჭული მაქვს და წამდაუწუმ მახსენდება ის სცენა რაც წინა ღამეს ვნახე. თვალწინ მიდგას სისხლში ამოსვრილი მამინაცვალი, რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია და უკვე სამუდამოდაც დამიმახინჯა. თვალების გახელა არ მინდა, რადგან შემდეგ საკუთარ სხეულს დავინახავ. არავინ და არაფერი მეზიზღება ისე, როგორც საკუთარი თავი. არც კი ვიცი სირცხვილით, როგორ შევხედო თვალებში ჩემს მეგობრებსა და ოჯახს. უკვე იმდენად მაქვს ძალა გამოცლილი, რომ ტირილიც აღარ შემიძლია. საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ ლამის ერთმანეთზე მიწეპებული თვალები დააშოროს და სამაყროს კვლავ ნათელ ფერებში შეხედოს. თუმცა სინათლე არსადაა. ყველაფერი ბინდმა მოიცვა, რომლის გაწმენდასაც დარწმუნებული ვარ დიდი დრო დასჭირდება.

კვლავ ჩემს ძველ ოთახში ვარ დაბრუნებული, ჰარის მეზობლად. არავის ნახვა არ მინდა არც ძმის, არც დაქალის და მითუმეტეს არც შეყვარებულის. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ ყველასგან შორს წასვლა და გაქრობა მინდა. არასდროს მქონია ბედნიერი ცხოვრება მანამ სანამ ზეინი არ გავიცანი და იმავე დროს არ გავიგე, რომ ჰარი ჩემი ძმაა, დევიდი კი მამა. თუმცა ახლა აღმოვაჩინე, რომ არც იმდენად საშინელი ცხოვრება მქონდა, რადგან არასდროს მქონია შეხება მკვლელობასთან და გვამთან. ხშირად მიფიქრია რობის სიკვდილზე და დიდი სიხარულითაც ველოდებოდი იმ შესანიშნავ დღეს, როდესაც მისი სული სხეულს დატოვებდა, თუმცა ახლა ვერაფერს ვგრძნობ ტკივილის გარდა. სულაც არაა საჭირო გაგაუპატიურება იმის საგრძნობლად თუ რა საშინელებაცაა. ჩემი მამინაცვალის თითოეული შეხებისა და კოცნის გახსენება გულს მირევს და თავის მოკვლის სურვილს მიჩენს. საკუთარი თავი ყველაზე ბინძური მგონია და ვფიქრობ არც სხვებს აღარ უნდა ჰქონდეთ ჩემთან ურთიერთობის სურვილი. მაგრამ მიუხედავად ამისა რობი მაინც მეცოდება. ალბათ გაცილებით მარტივი იქნებოდა ჩემს თვალწინ, რომ არ მომკვდარიყო, მაგრამ შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე სატანჯველი ხომ აღარ მექნებოდა.

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now