- გაიღვიძე!თავში ბალიში მხვდება და ელდანაკრავივით ვხტები საწოლიდან.
- ჰარი, სერიოზულად?- ვუყვური და ბალიშს უკან ვესვრი.
- ახლავე ქვემოთ ჩამოდი და ვჭამოთ.- მეუბნება და კულულების ჰაერში ქნევით გადის ოთახიდან.
თვალებ მოწკურული გავყურებ კარს და არ ვიძვრი. მეცინება, თუმცა არ მინდა მთელი საუზმე ჰარიმ შემიჭამოს. ოხვრით ვდგები და აბაზანაში სახეზე წყალს ვისხამ, რათა ცოტა გამოვფხიზლდე. მთქნარებით ვტოვებ საძინებელს და სამზარეულოსკენ მადისამღძვრელ სურნელს მივყვები.
- დევიდს დაურეკეს და ტელეფონზე საუბრობს, მალე მოვა.- ანგარიში ჩამაბარა ჰარიმ.- მის მოსვლამდე არაფერს შეეხო.
- საკუთარ თაზე ისაუბრე.- გავუღიმე.
ფანჯარასთან მივედი და ცხვირი ცივ მინას მივადე. გარეთ სასიამოვნოდ ცრიდა წვიმა, თუმცა მზე მაინც კარგად ანათებდა. ცაზე ცისარტყელა შევნიშნე და სახე გამებადრა. ცივ მინას ცხვირი მოვაშორე და ჰარის გავხედე, ღიმილით მიყურებდა.
-მე შენ მიყვარხარ.
- ვიცი.- თვალი ჩავუკარი.
- სწრადად ვისაუზმოთ, თორემ სამსახურში დამაგვიანდება.- დევიდი ოთახში ლამის შემოფრინდა ჩემი ღიმილიც უფრო მეტად გაფართოვდა.- კარგად ხარ?- შუბლზე მაკოცა და ლოყაზე მიჩქმიტა.
- შესანიშნავად... მამა.- ბოლო სიტყვაზე წარბები სასაცილოდ დავმანჭე.
დევიდმაისეთი სახე მიიღო, თითქოს ღრმა ჩასუნთქვიდან ამოისუნთქაო. რა კარგი ყოფილა ამ სიტყვის გამოყენება, მამა. მამა. მამა. შემიძლია უსასრულოდ ვიმეორო. რამდენიმე თვის წინ ეს სიტყვა გულს მირევდა, ახლა კი გულს მითბობს. კარზე ზარმა გამომაფხიზლა და თავი გავაქნიე.
- ჰარი, გააღე.- უთხრა მამამ და ლოყაზე მომეფერა.
- ნენსი, გააღე.- მითხრა ჩვენი ყურებით გაბადრულმა ჰარიმ.