-ნენსი, ნენსი, გაიღვიძე.- ჰარი მანჯღრევდა.
- შემეშვი.- ხელი ავუქნიე და ზურგი ვაქციე.
- არ გშია?
- მაცადე ძილი.
- ბლინები არ გინდა?
ოჰოო, თვალები ვჭყიტე, ჰარი კი ოთახიდან გაიქცა. თავს უცნაურად თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ. თითქოს ზაფხულის მზე ჩემი სხეულის თითოეულ ნაწილს ათბობს და სიცოცხლის სურვილს კიდევ უფრო მიმძაფრებს.
- არ შემიჭამო! -უკან გავეკიდე ყვირილით ჩემს ძმას.
- მოდი და შენი კუთვნილი წილი აიღე!
- ჩემი ბლინები მინდა!- სამზარეულოში შევვარდი და გავოგნდი.
დევიდს წინსაფარი ეკეთა და მზარეულობდა. თეთრი წინსაფარი, რომელსაც წითელი გულები ამშვენებდა, ძალიან უხდებოდა მის ხელზე ჩამოცმულ ძვრირადღირებულ, კლასიკურ საათს.
- აქ რა ხდება?- ვიკითხე და სამზარეულოს სკამზე შემოვსკუპტი.
- საუზმეს გიმზადებთ.
- ესეთი რამ ხშირად არ ხდება.- თვალი ჩამიკრა ჰარიმ.
- მგონი, დროა ნორმალურ ოჯახს დავემაგავსოთ.
- კარგი რა, მამა. ნორმალურობის ჩვენ რა გვეტყობა. ვისი ვისაშია ვერ გაიგებ.
ჰარის უზრდელობაზე დევიდმა წარბები შეკრა.
- ღმერთო ჩემო, ჰაროლდ! გოგოს წინაშე, როგორ საუბრობ. სიტყვებს დაუკვირდი.- ვთქვი გაოცებით.
ამის თქმაზე ჰარიმ თვალები მოჭუტა და კოვზი მესროლა.
- შენ ხომ მყავხარ დედა ტერეზა.- მიპასუხა სიცილით.
- დიახ, ვარ!- თავმომწონედ დავუქნიე თავი.-მოიცა, ტერეზა! ნეტავ ტესა, როგორაა? დიდიხანია არ დამირეკავს.
- ჰო ისე, ნათანი და ბეა ჩვენთან დავპატიჟოთ და მეც გავიცნობდი.
- აუცილებლად დავპტიჟებ.- ვთქვი და მთლიანი ბლინი ჩავიტენე პირში.
- ნენსი, მთლიანას ნუ იდებ, დაიხრჩობი.- გაეცინა ჰარის, მაგრამ ჩემი მზერა, რომ
შენიშნა სიცილით გაიგუდა.
ოჰ ეს ბინძური აზროვნება!
- დღეს რა გეგმები გაქვთ?- გვკითხა დევიდმა და ტოსტი ჩაკბიჩა.
- მე სახლიდან გასვლას არ ვაპირებ.- ხელები აწია ჰარიმ.- თქვენთან ყოფნა მინდა.
- მეც იგივე.- ამოვღერღე გატენილი პირიდან.
- მაშინ ბაღში ყვავილები გადავრგოთ, შემდეგ კი ფილმს ვუყუროთ.- თბილად გაგვიღიმა დევიდმა, თუ მამა უნდა ვთქვა? ააჰ.
პასუხად მე და ჰარიმ თავი დავუქნიეთ და ერთმანეთს ავად გავხედეთ. ვიცით რაც მოხდებოდა სულ მალე.