-არაა... - ამოვილუღლუღე. ჩემს საცვალს ეხება და ვგრძნობ, როგორ ვკარგავ გონებას, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვითიშები, მის ყველა შეხებას ვგრძნობ. მგონი ახლა ჩემი ცხოვრება განადგურდება, მაგრამ მესმის, როგორ იღება კარი და მზის სხივები სახლში იჭრება. ზეინის ყვირილი მესმის და რობს მაშორებს. დარწმუნებული ვარ ცემით გახეთქავდა, მაგრამ ჩემთან მოდის.
- პატარავ, როგორ ხარ? ეს რა გაგიკეთა ამ ნაბიჭვარმა. კარგად ხარ?- ცდილობს ჩამაცვას და ხელში ავყავარ. - ყველაფერი კარგად იქნება. დავბრუნდები. - ბოლო სიტყვას რობს ეუბნება და სახლიდან გავდივართ.
სახლში მისულები ზეინის კითხვებს ვერ ვპასუხობ. უბრალოდ ვთხოვ აბაზანაში შემიყვანოს. მინდა სიბინძურე ჩამოვიბანო. თავს საზიზღრად ვგრძნობდი. არ მახსოვს რას ვგრძნობდი, უბრალოდ მინდოდა გავმქრალიყავი. თვალებს ვხუჭავ, რობს ვხედავ. ყველგან ის მელანდება. დაბანის შემდეგ ზეინის ლოგინში ვწვები. ტირილი მინდოდა, მაგრამ ცრემლები არ მომდიოდა, თითქოს ისევ ჩამიწყდა ხმა. ლინის ხმა მომესმა. ალბათ ზეინმა დაურეკა. ჩემთან დაწვა და ჩამეხუტა, თან ბოდიშებს მიხდიდა. მეც თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები გადმომცვივდა. უცებ ძალიან შემეშინდა.
- ზეინი სადაა?- მხოლოდ ეს ამოვიჩურჩულე.
- ის... მალე მოვა.
- ... მასთან წავიდა?
- ნუ ღელავ, ის მალე მოვა.- მითხრა და მიმიხუტა.- ვეღარაფერს დაგიშავებს.ზეინის P.O.V
მოვკლავ! იმ ნაბიჭვარს ნამდვილად მოვკლავ. ეს, როგორ გაუკეთა ჩემს გოგოს. რამდენიმე წუთიც, რომ დამეგვიანა ჩვენს ცხოვრებას გაანადგურებდა. რომ შევედი ისე უმწეოდ ეგდო იატაკზე, ნახევრად შიშველი, ის ცხოველი კიდევ ქამარს იხსნიდა. ის... ის ჩემს საკუთრებას შეეხო, ჩემს გოგოს შეეხო. მანქანას ვაჩერებ და იმ
სახლისკენ მივდივარ. პირდაპირ ჩემს ფეხებთან ჯეისონი ამუხრუჭებს. მანქანიდან ის და ლიამი გადმოვიდნენ. ჯეისონი ზედაც არ მიყურებს, ისე შერბის სახლში. მისი ცემის სიამოვნებას ჯეისონს ვერ დავუთმობ. უკან მივსდევ და სახლში შევდივარ.
- სად ხარ?- ვყვირი ბოლო ხმაზე.
ჯეისონი კიბეზე ადის და უჩინარდება. სანამ პირველ სართულზე იმ სირს ვეძებ ჯეისონის ყვირილი მესმის და მეც ზემოთ ავდივარ. ვხედავ, რომ ჯეისონს ის ახვარი კედელზე ჰყავს აკრული.
- როგორ შეგეძლო? ის ხომ ჩემი დაა? 17 წელი და-ძმანი ვიყავით და არც ახლა არ შეიცვლება არაფერი.
- მიმიშვი.- ჯეისონს ვუყვირი და ახლა მე ვიკავებ მის ადგილს. - ერთი მიზეზი მაინც მითხარი, აქ და ახლავე რატომ არ უნდა მოგკლა? - სახეში ვარტყამ და გინებას იწყებს. ისევ ვარტყამ და იატაკზე ვარდება. წამში ზემოდან ვექცევი და ისევ ვურტყამ. ის უნდა მოკვდეს! გონება მეთიშება. ხელებს არ ვაჩარებ. ის უნდა მოკვდეს! და მე ამას გავაკეთებ. შემიძლია. ნენსის რამდენიმე დღეა ვიცნობ, მაგრამ მე მის გამო ამას გავაკეთებ, რადგან მე... მე... ის მიყვარს. მე ის მიყვარს. ახლა კი ლიამის ყვირილს ყურადღებას ვაქცევ. ამ ნეხვის ცემას ვწყვეტ. გაბრუებული ვდგები.- პოლიციაში დარეკეთ.- ამას ვამბობ და სახლიდან გავდივარ. ნენსისთან უნდა წავიდე. მასთან უნდა ვიყო. მე ის მიყვარს და ამ სირის გამო, ჩვენს ცხოვრებას არ დავანგრევ.