- რააა?- ნაილის ყვირილის გამო ყური მტკივდება და ტელეფონს განზე ვწევ.
- ჰო ნაილ! მე ვარ! ნენსი!ახალი წლის შემდეგ, მე და ჰარიმ ლონდონში დაბრუნება გადავწყვიტეთ. ნახევარი ევროპა მოვიარეთ და ემოციებით დატვირთულები შინ დავბრუნდით. ჩემი ბოიკოტი პარიზის შემდეგ აღარ დარღვეულა. ბევრი ცდილობდა გამოვეწვიე, მაგრამ პირველ პერიოდებში საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ისე მოვქცეულიყავი, როგორც ლინი, შემდეგ კი საკუთარი თავი დავაჯერე, რომ მარტოობა უკეთესია და ლინის გახსენება საჭირო აღარ იყო. ლონდონში ყველაფერი მომნატრებია, განსაკუთრებით ამინდი. დევიდი მოვინახულეთ. ჰარი ისევ გაბრაზებულია, მაგრამ ცუდად მაინც არ იქცეოდა. მე კი, ადამიანებს ყველაფერს მარტივად ვპატიობ. ასე რომ, ჩვენმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა. საღამოს ნაილის ვურეკავ და ცდილობ დავაჯერო, რომ ნენსი ვარ და დავბრუნდი. მე და ჰარიმ უნივერსიტეტთან ბინა ვიქირავეთ. უფრო სწორად, დევიდმა გვიქირავა. საბედნიეროდ მთელი ჩემი სამეგობრო იმ უნივერსიტეტშია, რომელშიც ჩვენ. მე და ჰარი უნივერსიტეტში ფინანსების მართვას ვისწავლით. ნაილმა მთელი ის ამბები მომიყვა, რომელიც გამოვტოვე. საბოლოოდ მეორე სემესტის დაწყებამდე შეხვედრა დავგეგმეთ და გავუთიშე. ორი კვირა დევიდდთან გავატარეთ, შემდეგ კი საახალწლო არდადეგებიც დასრულდა და მე და ჰარი უნივერსიტეტთან, სახლში გადავედით. სახლი უზარმაზარია. ჩვენთან ერთად რამდენიმე ბავშვი ცხოვრობდა. გავიცანით, მაგრამ სახელები ვერ დავიმახსოვრეთ. ჩემს ოთახში შევედი და თაროები წიგნებით გავავსე. ჰარიმ ოთახი კი თამაშების დისკებით გადატენა.
- ტანსაცმელი დროთა განმავლობაში ამოვალაგოთ.- მეუბნება სიცილით. აი ამ სიტყვების შემდეგ ვრწმუნდები, რომ სისხლით ნათესავები ვართ.
- დღეს საღამოს ნაილი უნდა ვნახოთ. მისამართი მომწერა.
- შხაპი მივიღოთ და წავიდეთ.
ბანაობის შემდეგ შავ, ზამშის შარვალსა და თეთრ ნაქსოვ სვიტერს ვიცვამ. თმას ვიშლი და მსუბუქ მაკიაჟსაც ვიკეთებ. ძალიან ვღელავ. სადაცაა გული გამისკდება, ან უფრალოდ სხეულიდან ამომივარდება. ჯერ ბიჭებს ვნახავ, შემდეგ კი... მას! არ ვიცი
ზეინის ნახვაზე უფრო ვღელავ თუ ლინის. ფიქრებიდან ჰარის შემოსვლა მაფხიზლებს. შავი ჯინსის შარვალი და თეთრი ნაქსოვი სვიტერი აცვია. ფეხებზეც კი ჩემსავით თეთრი ნაიკები აცვია.
- მეხუმრები?- ამბობს და თვალებს ატრიალებს.- მე არ გამოვიცვლი.
- არც მე. ასე წავიდეთ. ვითომ ტყუპი ვართ. - ვამბობ სიცილით, მაგრამ ამ სიტყვებზე ჯეისონი და მეგანი მახსენდება და სიცილს ვწყვეტ.
ერთი საათის შემდეგ ნაილის სახლს ვაგნებთ. სინამდვილეში 15 წუთის სავალაზეა, მაგრამ გზა აგვერია. მისი სახლიც უზარმაზარია და მთლიანად განათებული. რათქმაუნდა, ალბათ ბევრნს ექნებათ ქირა გადანაწილებული. მანქანიდან გადავდივართ, მაგრამ მინდა ისევ უკან დავბრუნდე და აქედან გავიქცე. პულსი გასაგიჟებლად მიცემს და ფეხები მიკანკალებს. ჰარი ამჩნევს და ხელს მკიდებს. ვიცი ლინთან შეხვედრის გამო ნერვიულობს, მაგრამ ჩემსავით არა. მთელი ის დრო, რაც პარიზიდან წავედით ვცდილობდი წარსული თავიდან ამომეგდო, მაგრამ ამ საღამოს ნელ- ნელა ყველაფერი უკან დაბდუნდება. იმის მეშინია ყველაფერი ერთდროულად არ დამატყდეს თავს.
- მზად ხარ?
- კი.
მე და ჰარი სახლის წინ ვდგებით და სანამ დავაკაკუნებთ, კარი იღება. ჩემი გული ცემას წყვეტს.
- არ მჯერაა!- ყვირის ლიამი და ხელში ავყვარ.
- შე, სირო.- ნაილი ჰარის ეხუტება.
- როგორ მომენატრე!- ლუი ლიამის მკლავებიდან მათავისუფლებს და მეხუტება.
- ჩემო მახინჯო.- ახლა ნაილი მიკრავს გულში.
- ძალიან მომენატრეთ.- მხოლოდ ამას ვამბობ და ვაცნობიერებ, რომ ვტირი.
- ნუ ტირი.- ლიამი ცრემლებს მწმენდს.
- უბრალოდ ძალიან მომენატრეთ. - ისევ ვეხვევი.
სახლში შევდივართ და უამრავ უცნობს ვხედავ. მათ სახელებს ლუი მეუბნება, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ. ბავშვებ შორის ვიღაც კივილით გზას იკვლევს და მეხუტება.
- ჰეილი!- ხელებს ვხვევ.
- ნენსი, დაბრუნდი! ჰარი!- ახლა ჰარისთან მირბის და მას ეკიდება კისერზე.
- როგორ მიხარია შენი ნახვა. კარგია, რომ შენ და ლუი ისევ ერთად ხართ.
- მმ...- ჰეილი წითლდება.- ჩვენ... უბრალოდ მეგობრები ვართ.
- ვაი!- ლუის გადავხდე, ისიც გაწითლებულია.- არ ვიცოდი, ბოდიში.
- არაუშავს, უბრალოდ ვცდილობთ წარსული ურთიერთობა არ გავიხსენოთ.
მე და ჰარის წითელ, ერთჯერად ჭიქებს გვაწდიან, რომელშიც საზიზღარი ლუდი ასხია. ცხვირს ვიბზუებ და ჭიქას მაგიდაზე ვდებ. მე ნოას კოქტეილები მენატრება. ირგვლივ ისევ ყველას ვათვალიერებ. არც ქერა თმა ჩანს და არც შავი. არც ჩემი ძმა, ჯეისონი. ნაილი ამჩნევს, რომ ხალხს ვათვალიერებ და ყურში ჩამჩურჩულებს.
- ის მალე მოვა.
- ვიზე ამბობ?- გამომწვევად ვეკითხები.
- ლინზე, ან ზეინზე.
- სინამდვილეში ჯეისონს ვეძებდი. - თვალებს ვუბრიალებ.
- ოჰ! ჯეისონიც მოვა, ჯერ...- საათს დახედა.- ათი საათია.
- უფრო ადრე, რატომ არ მოვიდა? და კიდევ მეგონა მხოლოდ ახლობლები ვიქნებოდით, აქ კი რამდენი ხალხია.
- მალე დაიშლებიან. მე არავისთვის არ მითქვამს, რომ ჩამოეხვედით, უბრალოდ წვეულებაზე მოვიპატიჟე მეგობრები.- თვალებში ცეცხლის ნაპერწკლები გაუჩნდა. - ჰო მართლა, ახალი დაგვემატა სამეგობროში.
- ვინ?
- ნენსი! აბა სად იყავით, რას აკეთებდით მთელი ეს დრო?- ლუი წელზე ხელს მხვევს და საუბარში გვეჭრება. ნაილი პასუხს ვეღარ მცემს.
- ოუუ! იმდენი რამ გადაგვხდა თავს! ყველაფერს მოგიყვებით!
- მოუთმენლად ველოდები, თითოეული დეტალი მაინტერესებს.- ლიამი შუაში გვეკვეხება.
- თქვენ, გაინტერესებთ რა ღირსშესანიშნაობები ვნახეთ, თუუ...- ეშმაკურად ვიღიმი.
- ჰოოო!- ჰეილი ლიამის წინ ჩნდება და ყვირის- დრამებზე მოგვიყევიი!
სიცილს ვიწყებ, თანაც ისე მეცინება, რომ ცრემლებიც მომდის. მახსენდება კრისტიანი, ნოა, დემიენი და ის სიმპატიური ბიჭები, რომლებიც ჩემთან საქმის დაჭერას ცდილობდნენ. ისტერიკულ სიცილს მაშინ ვწყვეტ, როცა ოთახში ქერა თმის ფრიალით, ორი მეტრის სიმაღლის გოგო შემოდის. გრაციოზულად მოძრაობს. ნაილის სახელს ყვირის, ვიღაც ნაილისკენ ხელს იშვრეს და ლინიც ღიმილით იხედება ჩვენსკენ. როცა მამჩნევს ღიმილი სახეზე ეყინება და თვალებში ალები უქრება. ირგვლივ იხედება და ჰარის ამჩნევს. ეს ორი მეტრი ფეხის სიგრძის გოგო, ისე პატარავდება, რომ სადაცაა გაქრება. ჩვენსკენ მოდის და გვესალმება. შემდეგ კი მეორე სართულზე ადის.
- უარესიც შეიძლება მომხდარიყო.-მხრებს იჩეჩს ჰეილი. -ნენსი კარგად ხარ? ცოტა გაფითრდი.
- კი, კარგად ვარ.
კარები ისევ იღება და ამ დროს, მე ოფიციალურად ვკვდები. ჯობდა აქამდე მომეგვარებინა გასვენების საქმეები. ხალხი მაინც დამეპატიჟნა. ზეინის ღიმილს, რომ ვხედავ ჩემი გული ცემას წყვეტს. ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკება და ბოლო ხმაზე იცინის. სიცილისას თვალები აქამდეც ეჭუტებოდა?! მეგონა ამ დროის განმავლობაში დავივიწყე, მეგონა მის ნახვაზე სული არ შემეხუთებოდა, მაგრამ მთელი ის დრო რაც მის დავიწყებას დავახარჯე ტყუილი აღმოჩნდა, რადგან ქისაში შენახულ მოგონებებს თავი მოეხსნათ და გარეთ გამოვიდნენ. ფეხები მეკვეთება და იატაკზე, რომ არ დავვარდე ჩემს უკან მოსულ ჰარის ვეჭიდები. კიდევ კარგი ჩემს ,,სიკდვილს" ვერავინ ამჩნევს.
- ნაილ! წვეულების შემდეგ შენ ალაგებ!- მისი ხმა აღარ მახსოვდა, მაგრამ ახლა ისევ გამახსენდა. სიტყვებს მსუბუქად ამბობს, თითქოს ყურებზე მეფერება.
- სულ მე არ ვალაგებ?
ზეინი ნაილის ხმის მიმართულებით იხედება. ჩვენს დანახვაზე მასაც სახე უშეშდება. თავიდან ბოლომდე ურცხვად მათვალიერებს. დაბნეულობას ფანტავს და ჩვენსკენ ბასრი ღიმილით მოდის.
- როგორ ხარ, ჰარი?
- კარგად, ზეინ. შენ?
- ნორმალურად. - თვალებში რაღაც უკრთება.- შენ, ნენსი?
- კარგად.- სუნთქვას ამოვაყოლე.
- შესანიშნავია. ლინი სადაა?
- ზემოთ ავიდა. ალბათ თავის ოთახში.- უპასუხა ლუიმ.
ანუ ლინი აქ ცხოვრობს? ვაუ. ზეინი კიბეებზე ადის და რამდენიმე წუთის შემდეგ ლინთან ერთად ბრუნდება. ორივეს ისევ ის ღიმილი დასთამაშებთ სახეზე, რომელიც ჩვენს დანახვამდე ჰქონდათ, მაგრამ თვალებში არავის არ უყურებდნენ. მთელი საღამო ვცდილობდი მათკენ არ გამეხედა, არც ლინი იკლავდა ჩვენი ყურებით თავს. მაგრამ ზეინი თვალს არ მაშორებდა. ჩემს თითოელ დეტალს სწავლობდა, აინტერესებდა რა შეიცვალა. აინტერესებს ისევ ისეთი ვარ, თუ არა.
- ნენსი!- ჯეისონის ხმა მესმის.
- ჯეისონ!- ვყვირი და მისკენ მივრბივარ.
- როგორ მომენატრე.- მეხუტება და ხელში ავყავარ.- საშინლად მომენტრე.
- მეც, მეც ძალიან. - ძირს დამსვა.
- რა გულის ამრევია.- მესმის მეგანის ხმა.
- ჰეი, მეგან.
- სალამი, ყოფილო დაო.
მეგანის უკან ლოლას ვამჩნევ. ეს ორი ჰარისკენ მირბიან და ეხუტებიან, შემდეგ ჯეისონიც ესალმება ჰარის. როცა ვხედავ, რომ ლოლა ზეინს ეხუტება და ტუჩის კუთხეში კოცნის გულში რაღაც ჩხვლეტას ვგრძნობ.
ხალხი თანდათან წავიდა და მხოლოდ ახლობლები დავრჩით, თუმცა იყო რამდენიმე ჩემთვის უცნობი ბავშვი.
- აბაა, ბავშვობა ხომ არ გავიხსენოთ?- ამბობს ნაილი და მინის ბოთლს იღებს ხელში.
- დარწმუნებული ვარ, რაც აქ არ ვიყავი ბევრი სისულელე ჩაიდინეთ და ახლა ყველაფერს მოგაყოლებთ.- ამბობს ჰარი და იატაკზე ჯდება. სიცილს ვიწყებთ და ყველანი იატაკზე ვსხდებით.
- ვატრიალებ.- თქვა ნაილმა და ბოთლი დაატრიალა.
- ბოდიში დაგვიანებისთვის. უფრო ადრე ვერ მოვახერხეთ. - კარი იღება და ეს ხმა მესმის. ამ საღამოს უკვე მეორედ ვკვდები. უკან ვტრიალდები და მას ვხედავ.🦋🦋
ფუნთუშებოო😂❤️❤️ ვინ მოვიდაოო აქოოო? 🤣🤣🤣🔥🔥🐥VOTE 🐥