გაკვეთილების, შემდეგ ლინმა სახლში წამიყვანა, თან ჩემებს უთხრა, რომ სახლში მარტო იყო და მასთან დავრჩებოდი ღამით. ჩემმა მშობლებმა დიდი თხოვნის შემდეგ თანხმობა მოგვცეს და სანამ გადაიფიქრებდნენ სახლიდან სწრაფად გამოვიქეცით.
-მიდი, დაიბანე. მე კაბებს შევარჩევ.
ლინის აბაზანაში შევდივარ. უცნაურია თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. არაა, იმაზე მეტად მშვიდად ვარ ვიდრე საკუთარ სახლში. აქ არ მეშინია, რომ ვინმე მეჩხუბება, ან ვინმე ვინმე მოუქნელობის გამო გამლანღავს. არ მეშინია, რომ ვინმე სახეს ჩამილურჯებს.
აბაზანიდან გამოვედი თუ არა იქ ლინი შერბის. მის ხალათში გამოწყობილი პირველ სართულზე ჩავდივარ. დილის შემდეგ არაფერი მიჭამია. სამზარეულოში ლინის დედა შემხვდა.
- სალამი ბლაით.
- ჰეი, ნენსი.- მიღიმის და ჩემსკენ მოდის ჩასახუტებლად. - როგორ ხარ? თავი, როგორ მომანატრე. სახლში, როგორ არიან?
ათას კითხვას მაყრის და სანამ ყველა კითხვაზე პასუხს გავცემ უკვე ლინი მეძახის, ამოდიო. დამცინით?! დილის შემდეგ არაფერი მიჭამია და ახლაც ვერ მოვასწარი.
- მოდი და ეს ჩაიცვი.- ლინი მოკლე, ატლასის კაბაზე მითითებს. კაბა ღია, ნაზი ვარდისფერია.
- ეს კაბაა თუ ღამის პერანგი?
- ჰაჰა, გავიცინეთ. ახლა მიდი და ჩაიცვი, მოგიხდება.
კაბას ვიცვამ და ვგრძნობ, როგორ დასრიალებს ნაზად ატლასი ჩემს სხეულზე. ბიუსტჰალტერს სასწრაფოდ ვიხდი, რაზეც ლინი კმაყოფილი მიქნევს თავს. შემდეგ მსუბუქ მაკიაჟს მიკეთებს. ვერ ვიტან მაკიაჟით გატენილ სახეს. სანამ ჩემს სწორ ყავისფერ თმას ვივარცხნიდი, ლინს უკვე მოესწრო კაბის ჩაცმა. როცა ვხედავ მინდა დავუსტვინო, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო. ლინს მუქი მწვანე ატლასის კაბა აცვია. დაახლოებით ჩემნაირი, მაგრამ ის მუხლს ქვემოთაა და გვერდითაა აჭრილი. თანაც ეს ჭრილი იმდენად გრძელია, რომ მგონია ყოველ წამს საცვალი გამოუჩნდება. მაგრამ ლინი არავის მიანიჭებს მისი ტრუსის ნახვის სიამოვნებას. ჩვენს შორის კიდევ დიდი განსხვავება ისაა, რომ მე კაბა ტომარასავით მაქვს ჩამოკიდებული, ის კი მთლიამად ავსებს კაბას და მისი სხეულის ყველა ნაწილს კარგად გამოკვეთს.
მაღალ ქუსლიანებს იცვამს და ერთ წყვილს მეც მაწვდის.
- ოჰოო...მოიცა. ახლა გაჩერდი.- ვეუბნები ლინს და ღია ვარდისფერ ვანსებს ვიღებ.- მაგ რაღაცას - მაღალ ქუსლიანზე ვანიშნებ- არ ჩავიცვამ.
- როგორც გინდა.- მხრებს იჩეჩს.