მანქანას ჩემი სახლის წინ ვაჩერებთ და სახლისკენ მივდივართ. როგორც ჩემმა ძმამ მითხრა სახლი ცარიელია. შიგნით შევდივართ. ზეინი ყველაფერს ათვალიერებს. ავეჯის გარდა აქ ვერაფერს დაინახავს. ჩვენ არ ვართ სხვა ბედნიერი ოჯახების მსგავსი, არ გვაქვს ბედნიერი ფოტოები კედლებზე.
- სამზარეულოში, თუ რამე გინდა მითხარი, თუ არადა ჩემს ოთახში გავიდეთ.
- შენს ოთახში შევიდეთ.- თვალები აუციმციმდა.
- წამოდი.- თვალები გადავატრიალე.
ოთახში, რომ შევედით ზეინი პირდაპირ ჩემს ლოგინზე დახტა და თვალები დახუჭა.
- ჰეი! რას აკეთებ, ადექი.
- მეძინება. წუხელ ვიღაც გოგოსთან მეძინა და მთელი ღამე ვერ დავიძინე.
- იმ გოგოს კი კარგად ეძინა.
- კარგია.- ზეინმა თავი ჩემს ბალიშში ჩარგო.- შენი სურნელი აქვს.
- ნეტავ ჩემი ბალიში ხომ არაა?
- შემიძლია მთელი დღე გავატარო შენთან ერთად ამ ლოგინში.
- შემიძლია ამაზე უკეთესი, ლოლას საძინებელი შემოგთავაზო.- ვუთხარი გესლიანად.
- ლოლაზე ხომ არ ეჭვიანობ?- თვალები ავად აუელვარდა.
- სისულელეა. რატომ უნდა ვიეჭვიანო?
- დღეს მასთან რომ ვიყავი...- ჩაეცინა.
მინდოდა რამე გესლიანი მეთქვა მაგრამ გამაწყვეტინეს.
- იმედია არ დამაგვიანდა.- ოთახში ჯეისონი შემოვარდა.
- შენთვის კარზე დაკაკუნება არ უსწავლებიათ?- კითხა ზეინმა.
- არ ვიცოდი საჭირო თუ იყო.
- რათქმაუნდა საჭიროა...
- ჩუმად.- გავაჩუმე ზეინი.- უამრავი საქმე გვაქვს. ორივე მაგიდასთან მოდით.- მაგიდის წინ დავჯექი და ორივე გვერდით მოვისვი. ლეპტოპი ჩავრთე, კალამი და და რვეული მოვიმარჯვე. - აბა, დავიწყოთ.
- წიგნი გვჭირდება.
- ჩემს ჩანთაშია, ამოიღე.
ჯეისონმა ჩემი ჩანთა გახსნა და წიგნების თავზე დადებული ზეინის მაისური ამოიღო.
- ეს ვისია?- მკითხა გაკვირვებულმა.
- ჩემია, მომეცია.- სასწრაფოდ გამოვართვი და აწითლებულმა ზეინს გადავხედე. გაოცებული და კმაყოფილი იღიმოდა. ნარცისი ნაბიჭვარი.
- კარგი, დავიწყოთ.
მეცადინეოიბის დროს შექსპირის პიესებს ავღწერდით და ზოგჯერ ეს ორი ნერვების მომშლელად მეწინაამღდეგებოდა.
- რა ვერ გაიგე? რომეოს და ჯულიეტას ერთმანეთი არ უყვარდათ. გათამამებული, თავხედი ბავშვები იყვნენ, რომლებსაც აკრძალული ხილი მოუნდათ და სიყვარულობანას თამაში დაიწყეს. მათ სიყვარულის მნიშვნელობაც არ იცოდნენ. შექსპირმა დაგვცინა, მან სიყვარულს დაცინა. სიყვარული მხოლოდ მაშინაა უკვდავი, როცა შეყვარებული წყვილი მკვდრები არიან.
- შექსპირმა დაგვანახა, რომ ორ გვარს შორის დაპირისპირებამ, მათი საყვარელი ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. სიძულვილით დაბრმავებულებს მათმა სიყვარულმე თვალები აუხილათ.- თვალების დაქაჩვით მითხრა ზეინმა.
- მაგ აზრს მხოლოდ იმიტომ დავუჭერ მხარს, რომ მასწავლებელთან ზედმეტი კამათი არ დამჭირდეს.
შემდეგ ჯეისონი გამომიხტა.
- რა არის აქ გაუგებარი? ჰამლეტს გერტრუდა არ ადარდებდა. დედამისი სულ ფეხებზე ეკიდა. თუ მართლა უყვარდა, დედამისზე მის სიცოცხლეში უნდა ეზრუნა და დაეცვა. ჰამლეტი დებილი იყო
და ძალიანაც კარგი რომ მოკვდა. ნერვებს მიშლიდა. ამას დამატებული ოფელიაც ფეხებზე ეკიდა და ყურადღებას არ აქცევდა. მოკლედ ჰამლეტი ქალთმოძულე იყო.
- ჰამლეტი, მამამისის სიკვდილის გამო იყო ანერვიულებული. მის მკვლელს დასდევდა. მას უყვარდა ოფელიაც და დედამისიც. როგორ შეიძლება ადამიანს მისი სისხლი და ხორცი არ უყვარდეს? - ჩემს ძმას თვალებში რაღაც უკრთოთა. მისი ამ მზერის გამო, მე და ზეინი გაკვირვებულები ვუყურებდით.
- მე არ მიყვარს ჩემი სისხლი და ხორცი.- ვცრი კბილებში.
ჯეისონი დაჟინებით დამაკვირდა, შემდეგ კი თითქოს რაღაც გადაწყვეტილენა მოოღოო, სახეზე უცნაური ღიმილი აიკრა და მიპასუხა:
- მე მხოლოდ ჩემი დები მიყვარს. როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ერთი, ხოლო მეორე ზედმეტად უცნაური.- მეუბნება დამცინავად.
ვუყვარვარ? ვერ დავიჯერებ. დარწმუნებული ვარ მეგანი სიგიჟემდე უყვარს, მაგრამ მე? არამგონია.
მეცადინეობა დიდხანს გაგრძელდა. დაახლოებით 6 საათისთვის დავასრულეთ და ჯეისონიც წამოხტა, სადღაც მივდივარო და სასწრაფოდ გაიქცა. ზეინი, ზლაზვნით ადგა და წასასვლელად მოემზადა.
- გაგაცილებ.
- ახლა მეგობართან მივდივარ, ცოტას გავერთობი.- მაჯა ასწია და შავ, სპორტულ საათზე დაიხედა. ბიჭებში ყველაზე მეტად ფეხსაცმელები და საათები მხიბლავს. უნდა ვაღიარო, რომ ზეინმა ეს გამოცდა ჩააბარა.- წამოხვალ ჩემთან ერთად?
- ვერა, მშობლები არ გამომიშვებენ.- ვეუბნები, თან ოთახიდან გავდივართ.
- კარგი, რა. სახლშიც არ არიან და ვერაფერს გაიგებენ. დაურეკე და უთხარი, რომ ლინთან რჩები, ან ჰარისთან. მოიფიქრე რამე. - თვალები გადაატრიალა.
- არ დამთანხმდებიან.- ქუჩაში გასასვლელი კარები გავუღე.- აბა, ხვალამდე.- ვჩქარობდი, არ მინდოდა ჩემს მშობლებს მოესწროთ, როცა ზეინთან მარტო ვიყავი სახლში.
- ასე გინდა, რომ წავიდე?- მკითხა ნაწყები ხმით.
- არა!- წამოვიძახე.- მინდა, რომ დარჩე, თან ძალიან.- არც კი იცი ეს რატომ ვთქვი.- მაგრამ არ მინდა ჩემმა მშობლებმა, მე და შენ მარტოები გვნახოთ აქ.
- მხოლოდ მაგიტომ?- მის ხმაში შვება ვიგრძენი.
- ჰო, რათქმაუნდა. გადი ახლა, მალე.
- ჩემი მაისური?- ღიმილით მომიბრუნდა და კარები მიხურა.
- დავიტოვებ, მამშვიდებს.- ამოვიჩურჩულე.
- რატომ გამშვიდებს?- მკითხა ჩუმად.
- ჯანდაბა, ზეინ. ასე ნუ ლაპარაკობ.- წამოვიყვირე.- თავგზას მიბნებ.
- მოგწონვარ არაა? რათქმაუნდა მოგწონვარ!- შესძახა და ჩამეხუტა.
მინდოდა მეთქვა, რომ არ მომწონდა, რომ ის მხოლოდ მეგობარია, მაგრამ მისმა ჩახუტებამ საუბრის უნარი წამართვა, თანაც იმის შემდეგ, რაც მისი ხელები ჩემს სხეულზე ამოგზაურა, მეგობრებივართთქო ვეღარ ვეტყოდი. მთლიანად მკერდზე ამიკრა და ხელი ისე მომიჭირა, თითქოს არასდროს აპირებდა ჩემს გაშვებას. ჩემს თავში ვიღაც ყვირლდა, გაიქეცი!! ცეცხლიი!! ცეცხლიი!! მეორეს კი უნდიდა ეს ჩახუტება არასდროს დასრულებულიყო. მეც მეორეს მივენდე. წელზე ხელები შემოვხვიე და მთლიანად მივენდე. ტანში უცანური ჟრუანტელი მივლიდა და გული სიხარულითა და გაგიჟებით მიცემდა.
- როგორი ტკბილი ხარ.- ამოიგმინა. სახე ჩემს სახესთან მოიტანა და ტუჩებზე მაკოცა. მუცელში ზოოპარკი გამიჩნდა, თვალები დავხუჭე და ფეიერვერკი დამიდგა თვალწინ. ვცადე ათრთოლებული ტუჩები დამემორჩილებინა და კოცნაში ავყოლოდი. ეს საუკეთესო გრძნობა იყო, რაც კი ოდესმე განმეცადა. კოცნისგან გაბრუებულს კარის გაღების ხმა მომესმა. სასწრაფოდ მოვშორდი ზეინს და გულგახეთქილმა კარის მიმართულებით გავიხედე. ჯეისონი გაბრაზებული და ამავე დროს, გაოცებული გვიყურებდა.
- როგორი დაუდევარი ხარ, ნენსი.- ამოისისინა და უკან გაიხედა. რობის ხმა მომესმა. შიშისგან ძარღვებში სისხლი გამეყინა.
- ეს ვინაა?- პირდაპირ იკითხა სახლში შემოსვლისას რობმა და ზეინს მიაშტერდა. მოეწონა ზეინის ჩაცმულობა, მისი ძვირადღირებული ტანსაცმელი და საერთოდ, ეს ბიჭი გრაციოზულობას ასხივებს.
- ჩემი მეგობარია, დღეს ნენსისთან ერთად ვმეცადინეობდით პროექტზე და უკვე მივდივართ.- ჯეისონმა ზეინს მკვლელი მზერით გახედა.
- აბა გარეთ რატომ იყავი?
- მანქანაში ვიყავი. ტელეფონი დამრჩა და ამოვიტანე.- ყველაზე სულელური ტყუილი მოიგონა ჩემმა ძმამ. მაგრამ უტვინო ნეხვის ტომარამ დაიჯერა.
ჯეისონმა ზეინს გასასვლელისკენ უბიძგა და დაბნეული ზეინიც კარებისკენ წავიდა. თან რობს უყურებდა. ჯეისონს მავედრებელი მზერით შევხედე. მარტო სახლში ვერ დავრჩებოდი. მადლობა ლუციფერს, ჯეისონი მიმიხვდა და ისევ რობს მიუბრუნდა.
- ყველაფრის დასრულება ვერ მოვასწარით. წიგნების ნაწილი ზეინთან გვაქვს და ნენსისაც წავიყვანთ.
- რა საჭიროა ამ გოგოს წაყვანა? სახლში დარჩება.
ვიცი უნდა სახლში დამტოვოს და დაწყებული დაასრულოს. მუცელი მტკივდება.
- რათქმაუნდა საჭიროა, ნენსიც პროექტის მონაწილეა და
ვალდებულია წამოვიდეს და წამოვა.- მიახალა ზეინმა.
- რაო?- რობმა საზიზღარი წარბები ასწია.- რა თქვი?- სადაცაა გული გამისკდება. ჯერ არ მინახავს რობს ვინმე ასე უხეშად შეწინაამღდეგებიდეს.
- ვთქვი, რომ ნენსი ჩვენთან ერთად მოდის და არამგონია ვინმეს განსხვავებული აზრი გააჩნდეს.- ზეინს თვალები ავად აუელვარდა.
რობს სიბრაზისგან გააცახცახა. ვიღაც უცნობი, საკუთარ სახლში წინაამღდეგობას უწევდა. კარი
გაიღო და სახლში სანდრა შემოვიდა. ზეინის დანახვაზე თვალები მოჭუტა.
- ამ გოგოს უკვე შეყვარებულები სახლშიც მოყავს?- ამოისისინა.
- ეს ბიჭი შენი შენი შეყვარებულია?- მკითხა რობმა.
- კი, გუშინ მან წაიყვანა და ღამეც მასთან გაატარა.
მინდოდა მეკივლა, მეყვრია, რომ ზეინი ჩემი შეყვარებული არაა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ვიცი წინ საშინელი დღეები მელოდება.
- თუნდაც მისი შეყვარებული ვიყო, რამე პრობლემაა?
რობმა გულის ამრევად ჩაიცინა. ახლა ჩხუბს არ დაიწყებს, დაელოდება როდის ვიქნები მარტო და მაგ დროს
დამესხმება თავს.
- არანაირი პრობლემა არაა. წადით სადაც მიდიოდით.- ბოროტად მიღიმოდა.
- წადით.- გველურად გაგვიღიმა სანდრამაც. ჰაერში კი სიტყვები იყო გამოკიდებული ,,მოხვალ, შენ, სახლში".
ჯეისონმა და ზეინმა ერთდროულად ჩამკიდეს ხელები, შემდეგ ერთმანეთს მკვლელი მზერები ესროლეს. ხელები სასწრაფოდ გავითავისუფლე და ქუჩაში პირველი მე გავვარდი. ბიჭებიც უკან მომყვნენ. მათი მანქანებისკენ დავიძარი.
- ის მამაშენი იყო, არა?- მკითხა ზეინმა.
- ის მამა არაა.- ზიზღით თქვა ჯეისონმა.
- მხოლოდ ბიოლოგიურად.- ზიზღით ვთქვი მეც.
- ის, დედა?
- ბიოლოგიურად.- ერთდროულად წამოვიძახეთ მე და ჯეისონმა.
- შენ ვინ გელაპარაკება?- ჯეისონს ეცა ზეინი.- ყოველ წამს რას მეჩხირები თვალებში?! ჩვენგან თავი შორს დაიჭირე.- ლამის ყვიროდა.
- შენთან არანაირი საქმე არა მაქვს.- ყვირილით მიუგო ჯეისონმა.- ნენსი, უნდა ვილაპარაკოთ.- მუდარის ხმით მითხრა.
- არაფერსაც არ ილაპარაკებთ, საერთოდაც ნენსის აღარ გაეკარო.- მე ისევ არ მაცადა სიტვყვის ჩაკვეხება.
- ვინ ხარ, რომ მასთან საუბარს მიშლი?
- შენ თვითონ ვინ მიგდიხარ?- ამათ ყვირილის გარეშე საუბარი არ შეუძლიათ?
- მისი ძმა ვარ!- იღრიალა
ჯეისონმა.
- რაა?- გაოცებისგან ზეინს ლამის თვალები გადმოსცვივდა. პირდაღებული მე მომაჩერდა.- ის... ის შენი ძმაა? მეგონა და გყავდა...
- დის ყოლა, ძმის ყოლის ფაქტს გამორიცხავს?- წამოვიძაღე გაღიზიანებულმა. ნუთუ აქამდე ფიქრობდა, რომ ჯეისონი ჩემი ძმა არ იყო.
სახლში, როგორ უნდა დავბრუნდე? არაფერი მომელის იქ კარგი, თუმცა წასასვლელიც არსად მაქვს. უიღბლობის ღმერთმა დამწყევლა!
- ძმაა...- ისევ გაიმეორე ზეინმა.
- მისი ტყუპი ვარ.- ამოიგმიმა ჯეისონმა.
- ახლა ხარ ჩემი ტყუპი?- ახლა ჩემი დრო დადგა და მე
დავიწყე ყვირილი.🦋🦋
თუ გაღიზიანებთ შემიძლია ქვემოთ მინაწერები, რომლებსაც ფიკის წერის პროცესში ვაკვეხებდი, წავშალო 😶👇 უბრალოდ მითხარით.ოუუ🤗❤️❤️ ჩემოო პატარა წიწილებოო 🐥🐥🐣❤️❤️როგოორ მომენატრეეეთ 😭❤️❤️აიი ახალი თავიი დაა ახალიც მალე დაიდებააა🎉🎉❤️❤️ ცოტა ცუდ მომენტზე გავჩერდი🤣🤣😈😈 ბაათ ეგ არაფერი მალე დავდებ შემდეგს 😍😍❤️❤️მიიიყვაარხააართ 🤗❤️❤️მიხარია რომ მოგწონთ ჩემი მოთხრობაა😭😭❤️❤️❤️
დაავოოუუთეეთ და დააკომენტარეთ რამე 🤣🤣🔥🔥❤️❤️❤️
💥აუუ მალე წაიკითხეთ და მითხარით რაა რა აზრის
ხაართ და მართლაა თუ მოგწოონთ 💥