დილით, რომ ვიღვიძებ მაშინვე წუხანდელი მახსენდება. თვალებს ვახელ და ირგვლივ ვიხედები, თუმცა ოთახში ჩემს გარდა სხვა არავინაა, ფანჯარა კი ღიაა. მართალია ზეინი აქ არაა, თუმცა მაინც ბედნიერი ვარ. მისი სურნელი მთელ ოთხშია გაფრქვეული და მახსენებს, რომ მშვიდად უნდა ვიყო. სახეზე უაზრო ღიმილი მეკერება და აბაზანაში შევდივარ, სარკეში ჩემი გამოსახულებაც იღიმის. სასწრაფოდ ვემზადები და ოთახიდან გავტივარ. სახლში ყველას ღიმილით ვესალმები, ისინი კი გაკვირვებულები მიყურებენ, როგორც ყოველთვის დილით საშინელ ხასიათზე ვარ, თუმცა არა დღეს. სკოლისკენ წასვლის დროს მგონია, რომ ზეინი გამოჩნდება, თუმცა ვცდები. ის არსად ჩანს. სკოლის ეზოში ლინს ვხედავ და მასთან მივდივარ, მინდა ყველაფერი ვუამბო, თუმცა ჩვენთან ჰეილი მოდის და მეც ენას კბილს ვაჭერ. ჰეილი მომწონს, მაგრამ მასთან ასეთ პირადულზე ვერ ვისაუბრებ. უკნიდან ვიღაც მეპარება და თვალებზე ხელს მაფარებს, თავიდან ზეინი მგონია, თუმცა...-ლუი! შენი აზრით შენს სურნელს ვერ ვცნობ?
ლუი იცინის, ხელებს მუცელზე მხვევს და და უკნიდან მეხუტება. ლუის ჩახუტებაც მომნატრებია. ოთხივე სკოლაში შევდივართ, რადგან ზარი ირეკება, თუმცა მე უკან გაბრუნება მინდა, როცა ვხედავ, ზეინს, რომელსაც ლოლა კედელზე ყავს აკრული და ვნებიანად კოცნის. ყელში ბურთი მეჩხირება და თვალები მიწყლიანდება.
- მე საპირფარეშოში გავალ.-ვეუბნები ლინს და მივდივარ, ის კი ხვდება, რომ ცუდად ვარ და უკან მომყვება.
- მოგწონს?- მეკითხება პირდაპირ.
- უბრალოდ მომწონს, მეტი არაფერი.- მხრებს ვიჩეჩ და სახეს ვიბან.- არაუშავს, კარგად ვარ.
- ლამაზო, არ ღირს ნერვიულობად.- თმაზე მეფერება და მეც გული მითბება.- ვფიქრობდი, რომ მასაც მოწონდი.
- გუშინ მაკოცა.- თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ისე ვეუბნები, შემდეგ კი ლინის ათას შეძახილს და სიცილს ვისმენ.