დილით, გვიან მეღვიძება. ვცდილობ თავი ზეინის მკლავებიდან გავითავისუფლო. ჯანდაბა! სულ შიშველი ვარ. სასწრაფოდ აბაზანაში შევდივარ. მოწესრიგების შემდეგ ოთახიდან გავდივარ და ჰარის ოთახში ვიჭყიტები. მის ლოგინში მხოლოდ ლინია. ჩემგან განსხვავებით ის შიშველი არაა.
- რას აკეთებ?- ჰარის ხმაზე ვხტები და უკან ვიხედები.
- შენ გეძებდი. საავადმყოფოში წავიდეთ.
- მეც მოვდივარ.- თავი ასწია ლინმა.
- ჯერ არ ვჭამოთ?- ამის გაგონებაზე ზეინის გავხედე. თვალები უციმციმებდა.
ყველამ ერთად ვისაუზმეთ. გუშინდელი ნერვიულობის გამო საშინლად დაღლილებს გვიან გაგვეღვიძა. ჰარის დედა, ალექსა ჯერ არ ჩამოსულა, ასე რომ მხოლოდ ჩვენ წავედით საავადმყოფოში. დერეფანში ლიამი, ლუი და ჰეილი იცდიდნენ. ნაილი მიმღებში ექთანს ესაუბრებოდა. მათ გვითხრეს, რომ დევიდის პალატაში ჩემი მშობლები არიან. სასწრაფოდ პალატისკენ წავედი, რა ჯანდაბა უნდათ მათ აქ? ჰარი და ჯეისონიც უკან გამომყვნენ.
-... როგორც კი ვნახავ ვეტყვი.- მოგვესმა დევიდის სუსტი ხმა. სიხარულით კინაღამ შიგნით შევვარდი, მაგრად შემდეგმა
სიტყვებმა გამაჩერა.- ნენსის ყველაფერს მოვუყვები. ვეტყვი, რომ მამამისი ვარ, დედამისი კი შენი და, ვიქტორია იყო, სანდრა. ყველაფერს ავუხსნი. ვიქტორიას სიკვდილის გამო ალექსამ ის თქვენთან დატოვა, მე კი ვერ შევეწინაამღდეგე. მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გავბედე მისი ნახვა. ნენსიმ და ჰარიმ ყველაფერი უნდა გაიგონ. და-ძმამ უნდა იცოდნენ! არ მაინტერესებს მაპატიებენ, თუ არა. ვიქტორია, რომ მშობიარობას არ გადაყოლოდა, ალექსას გავშორდებოდი და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.
- ნუ ეტყვი იმ გოგოს.- მომესმა სანდრას ხმა.
- რა მოხდა? გგონია ნენსის წავიყვან და ფული მოგაკლდება?- იუმორის გარეშე ჩაიცინა დევიდმა.- ასეცაა, ნენსის თქვენთან აღარ გავაჩერებ. თუ მოინდომებს ჯეისონსაც მე მივხედავ და... მეგანსაც. თქვენ არ ხართ შვილების ღირსი. ახლა კი, გაეთრიეთ!
- ძალიან კარგი, თუ იმ გოგოს წაათრევ, მაგრამ ჩემს შვილებს ვერ წაიყვან.- გაისმა რობის გულისამრევი ხმა.- წავედით, სანდრა. - კარებისკენ შემობრუნდნენ და ჩვენ დაგვინახეს.- ამათ უყურეთ.
დევიდმა სასწრაფოდ ჩვენსკენ გამოიხედა. სამივე გაუნძრევლად ვიდექით და ხმას ვერ ვიღებდით. გაოგნებულმა, არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა. სახეზე ცრემლებს ვგრძნობდი. სული მეხუთება, როცა ვიაზრებ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ტყუილი ყოფილა. არ ვიცი, უნდა მწყინდეს, თუ მიხაროდეს. მე ხომ არ ვყოფილვარ ასეთი საზიზღარი ადამიანების შვილი. მე
დევიდის და... ვიქტორიას შვილი ვარ. მისი ფოტო მაქვს ნანახი ფოტოალბომში. დევიდიც მესაუბრებოდა მასზე და იმ დროს სახის გამომეტყველება ისეთი ჰქონდა, როგორც... როგორც ზეინს აქვს, როცა მე მიყურებს. სიგიჟეა! ვერ დავიჯერებ! მესმის დევიდი რაღაცას ყვირის, მაგრამ არ ვიცი რას. სხეულს მოძრაობას ვაიძულებ. დევიდთან მივდივარ, ვეხუტები და ლოყაზე მთელი ძალით ვკოცნი.
- მიყვარხარ. უნდა წავიდე.- ვეუბნები და პალატიდან გავდივარ.
ვხედავ ჰარი ადგილზე აღარაა. ჯეისონი, კი მშობლებს რაღაცას უყვირის. დერეფანში ბავშვების გაკვირვებულ სახეებს ვხედავ. მათ თავს ვარიდებ და გარეთ გავდივარ. მთელი ცხოვრება თავზე დამენგრა. ქუჩაში ჰარის ვხედავ, მგონი ტირის და მანქანას ფეხს ურტყამს. ლინიც მასთანაა და მის დამშვიდებას ცდილობს. მე, რომ მამჩნევს თავს აქნევს და მანქანაში ჯდება. სანამ წავა, ვხედავ მის თვალებს, რომელიც ზიზღითაა სავსე. ლინი ჩემთან მოდის. მასთან საუბარი არ შემიძლია, უბრალოდ ძლიერად ვეხუტები. ძალიან მომნატრებია. ზურგზე ვიღაც თბილად მეხება. ვტრიალდები და ზეინს ვხედავ.
- ჰარის გაყევი.- ვეუბნები ლინს.- მე კარგად ვარ. ჰარის გაყევი. - ლინი ხელს მიჭერს, ზეინს რაღაცას ჩასჩურჩულებს, მანქანაში ჯდება და მიდის.
-ჯეისონმა მითხრა.- ამბობს და მეხუტება.- დამშვიდდი... ყველაფერი კარგად იქნება.
- ყველაფერი შეიცვლება.- ვამბობ ტირილით.
- ჰო, უკეთესობისკენ შეიცვლება. მოდი წავიდეთ.- მანქანისკენ მივყავარ.
- სახლში წავიდეთ. ჩემს... ჩემს სახლში. ჩემს ნივთებს წამოვიღებ და თუ არ შეგაწუხებ, ცოტახნით შენთან დავრჩები.
- რას ამბობ, პატარავ. რამდენხასაც გინდა დარჩი ჩემთან. მაგრამ ახლა ცუდად ხარ. პირდაპირ ჩემთან წავიდეთ. ხვალ კი შენს ნივთებს წამოვიღებ.
- კარგი.- მხოლოდ ამას ვპასუხობ.ენერგია გამოცლილი სავარძელზე ვჯდები და თვალებს ვხუჭავ.
დაბანის შემდეგ, ზეინის ლოგინში ვძვრები და იქედან გამოსვლას არც ვაპირებ. ყველაფრის გადახარშვა მჭირდება და ეს პროცესი გაცილებით მარტივია, როცა ირგვლივ ზეინის სურნელი ტრიალებს, მე კი მის მკლავებში ვარ მოქცეული. არ ვიცი დღეიდან, როგორ მოვიქცე. არც ის ვიცი, ჰარის ზიზღით სავსე მზერა მე მეკუთვნოდა, თუ არა. მაგრამ მე ხომ ყველასთვის ხელისშემშლელი ვარ, ასე რომ დარწმუნებული ვარ ჰარის ვეზიზღები. მეშინია თავი არ გამისკდეს, ამიტომაც ზეინს უფრო მაგრად ვეხუტები და თვალებს ვხუჭავ. ძილში გადაწყვეტილების მიღება გაცილებით მარტივია.
თვალებს, რომ ვახელ ნაცნობ სახეს და ორ თაფლისფერ თვალს ვხედავ.
- მეგონა აღარ გაიღვიძებდი.- მისმა ხმამ ჟრუანტელი მომგვარა.
- რომელი საათია? უკვე დაღამებულა.
- 11 საათია. რომ ჩაგეძინა საავადმყოფოში დავბრუნდი. დევიდი ვნახე და ვუთხარი, რომ კარგად ხარ. ჰარისთან ლინია. მართალია ჩხუბობენ, მაგრამ არაუშავთ. ჯეისონი და მეგანი კი... სახლიდან წამოვიდნენ. კარგად იქნებიან.- დაამატა, როცა ჩემი შეშფოთებული სახე დაინახა.- ჯეისონი შენს გამო ღელავს. მეგანი კი გახარებულია, რადგან შენთან აღარ იცხოვრებს.- თვალები გადავატრიალე.
- ზეინ.- ამოვიჩურჩულე.
- გისმენ, პატარავ.
- მაკოცე.
ეს ვთქვი, თუ არა მაშინვე ჩემს ტუჩებს დააცხრა. წამში ზემოდა მომექცა და ხელების ჩემს სხეულზე სრიალი დაიწყო. მის ყოველ შეხებაზე ელექტროობა მივლის. ტანსაცმელი თანდათან გამხადა და სრულიად შიშვლები ერთმანეთზე მიწეპებულები ვიყავით. ოდნავ მომშორდა და სახე ქვემოთ ჩაასრიალა. ფეხებს შორის მისი ტუჩები, შემდეგ კი ენა ვიგრძენი. სიამოვნებისგან ლამის გონებას ვკარგავ და თმაზე ვქაჩავ. უცებ ვაჩერებ და თავს ზემოთ ვაწევინებ.
- ზეინ?- ამოვიოხრე.
- გისმენ, პატარავ.
- მინდა...
- რა გინდა?- მკითხა ბასრი ღიმილით.
მინდა, რომ დამავიწყოს ვინ ვარ და რა ხდება ჩემს თავს. მინდა ამ სამყაროს მომწყვიტოს.
- შენ მინდიხარ.- სუნთქვას ამოვაყოლე.
- აქ ვარ.- მეუბნება და თავს ისევ ქვემოთ წევს, მაგრამ ვაჩერებ და სახე ახლოს მომაქვს.
- მეტი მინდა.- ვუთხარი ჩუმად. ხელი ფეხებ შორის ჩამიცურა. ისევ გავაჩერე.- უფრო მეტი.
- დარწმუნებული ხარ? - თვალებში ჩამხედა, ცდილობდა მთლიანად შევესწავლე. - შენთვის პირველია არაა? - თავი დავუქნიე.
- დარწმუნებული ვარ.
რამდენიმე წუთი ისევ ჩემს კოცნას განაგრძობდა, მაგრამ შემდეგ ვგრძნობდი მსუბუქ ბიძგებს, როგორ შემოვიდა ჩემში, შემდეგ ბიძგები გაძლიერდა და საბოლოოდ მის მკერდზე მივესვენე.
- ძალიან, მაგარი ხარ.- იდიოტური ღიმილით მითხრა. მე კი სირცხვილისგან თავი მის მკერდში ჩავმალე.- ჰეი, ჩემი ნუ გრცხვენია. სერიოზულად მე და შენ ბევრ რამეს გავაკეთებთ. მგონი შენი ქალიშვილობის დაკარგვა ვიჩქარეთ.
- შენს გარყვნილ ფიქრებს, რეალობად ჩემი ქალიშვილობის გარეშეც ვაქცევთ. - თვალები გადავატრიალე.- ახლა კი უნდა დავიბანო.
- ერთად დავიბანოთ.- მითხრა ბინძური ღიმილით.
- პრობლემა არაა.- ტუჩებში ძლიერად ვაკოცე.
ბანაობის შემდეგ სამზარეულოში გავედით. მე ზეინის მაისური მეცვა, მას კი მხოლოდ სპორტული შარვალი. საჭმელს მიკეთებდა, მე კი მის სხეულს თვალს ვერ ვაშორებდი. აქამდეც მინახავს მის შიშველ ტანზე ტატუები და ახლაც ვერ ვძღები მათი მზერით. თითოეულს ვაკვირდები და ვცდილობ ყველა დავიმახსოვრო.
- მოგწონს?- მკითხა ჩემი მზერით ნასიამოვნებმა.
- ჰო, ძალიან მაგარია. მეც მინდა ტატუს გაკეთება.
- მართლა? რა გინდა, რომ დაიხატო?
- არ ვიცი. შენ რას მირჩევ?
- გირჩევ რამე შენთვის ღირებული დაიხატო. ჩემს თითოეულ ტატუს თავის ისტორია აქვს.
- დაა მაინც რას მირჩევდი?- არ ვეშვები.
ზეინი ღიმილით მაკვირდება.
- პეპელას.- მხრებს იჩეჩს.- შენ და შენს ძმას ორივეს გექნებათ.
ჰარის გახსენებაზე მუცლის ყრუ ტკივილს ვგრძნობ.
- თუ პეპელას დავიხატავ ის ყოველთვის შენს თავს გამახსენებს და არა ჰარისას.