თავი 27

1.6K 116 63
                                    

  ზეინს ძლივს ვიშორებ.
- ვინმე დაგვინახავს!
- მერე რა?- ისევ ცდილობს მაკოცოს.
- წავიდეთ.- მისი მკლავებიდან თავს ვიძვრენ.
- სად წავიდეთ?- ხელს მკიდებს და გარეთ გავდივართ.
- შენთან, ან ჩემთან.
- ოო მოგენატრე, პატარავ?- ჩემს სახეს ისევ ხელებში იქცევს და მკოცნის.
- ზეინ,მანქანაში ჩაჯექი.
ჩემი დაწყევლილი პრინციც სიცილით მშორდება და მანქანაში ვჯდებით. ხელს ჩემს ბარძაყზე დებს. მრავალმნიშვნელ მზერას ვატარებ ჩემს ფეხს და გარეთ ვიხედები.
- აბაა, მოყევი.
- რა მოვყვე?- ვპასუხობ დაბნეული.
- სად გაიცანი, სირი ნოა.- მეუბნება ანგელოზის ღიმილით. 

   ეს ღიმილი ნამდვილად ლინისგან ისწავლა.

- ის კარგი ადამიანია და ეგრე ნუ მოიხსენიებ.
- მან იმ დროს გაგიცნო, როცა მე შენს გვერდით არ ვიყავი. შეიძლება ვიფიქრო, რომ თქვენ მინიმუმ ერთმანეთისთვის მაინც გაქვთ ნაკოცნი.- ხელს საჭეს უჭერს.
- არა მარტო კოცნა...
- რა?- ზეინი ჩემი ფეხიდან ხელს იღებს და მკვეთრად ამუხრუჭებს. - ის შენს სხეულს შეეხო? ყველგან?
- არა მარტო შეხება.
- სექსი გქონდათ?- მეკითხება შოკირებული სახით.
- არა მარტო მასთან!- მივახალე.
- აბა რამდენთან?- თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლებს ყრის.
- კრისტიანთან... და ნოასთან.
- მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს.- ყბები ძლიერად დაჭიმა და მზერით გამფატრა.
- რატომ? ეს ერთხელ მოხდა და ორივე ვნანობთ.
- რა კარგია, რომ ნანობ.- მეუბნება სარკასტული ხმით.
- ოჰ გეწყინა?- ვუთხარი არანაკლებ სარკასტული ხმით.
- ჩემი შეყვარებული ვიღაც სირმა გაჟიმა და ეს ადეკვატურად უნდა მივიღო?- ამბობს ყვირილით.
- ვიმეორებ! ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და აღარ განმეორდება.
- ვეღარ განმეორდება, რადგან სადაც ვნახავ იქ მივახრჩობ.
- ჰო არაა? ანუ ლოლა მეც უნდა მოვკლა?
   დაბნეულმა გამომხედა.
- რატომ არაფერს მეუბნები, ზეინ?
- იმიტომ, რომ გასასამართლებელი საბუთები არ მაქვს.მაგრამ...- სავარძელს მიეყრდნო და თვალებზე ხელები აიფარა.- როცა წარმოვიდგენ ის ნაბიჭვრები, როგორ გეხებიან... ამის დედაც!- იყვირა და საჭეს ხელი მთელი ძალით დაარტყა.- მთელი ის დრო, რომელიც ჩემთან უნდა გაგეტარებინა მათთან დახარჯე. მათთან ერთად იცინოდი, ერთობოდი, მოგონებები დაგიგროვდათ. მე კი ლოლასთან ვფლანგავდი უაზროდ დროს. ნუთუ ეს ამად ღირდა.

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now