დაძაბული ვუყურებ, როგორ ტრიალდება ზეინი ლოლასკან, რათა კუთვნილი კოცნა მიიღოს. ჩემსკენ არც კი იხედება ისე ახებს ტუჩებს ლოლას და ისიც ჰყვება კოცნაში. ისე ვნებიანად კოცნიან ერთმანეთს, რომ თავს აშკარად ზედმეტად ვგრძნობ. ვხედავ ერთმანეთში ენები, როგორ ახლართეს. გული მერევა, რადგან წარმოვიდგენ ამ ტუჩებით ზეინი, როგორ მეხება და მასთან ყოფნის ყველანაირი სურვილს, ღებინების სურვილი ცვლის. რეტდაცემული ვდგავარ, თითქოს თვალთ მიბნელდება და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვგრძნობ ლინი, როგორ მკიდებს ხელს და მიჭერს, თითქოს მეუბნება გამაგრდიო. ვერც კი ვამჩნევ, როგორ გრძელდება თამაში და ჩემი ჯერი მოდის. ნოა ჩემსკენ ტრიალდება, მე კი უხალისოდ ვცდილობ ფურცლის გამორთმევას და ნაგლეჯიც იატაკზე ვარდება.
უხერხულობას ვგრძნობ, არ ვიცი ნოას, როგორ ვაკოცო როცა მე ზეინი მყავს, მას კი ჰეილი. თუმცა იმდენად ვარ გულნატკენი და გაბრაზებული ყველა საღ აზრს უკუვაგდებ და ნოას ტუჩებისკენ ვიხრები. ახლა კი ყველა ჩვენ გვაშტერდება. ორ ნასვამ თინეიჯერს, რომელთანაგანაც ერთ-ერთს რამდენიმე წამის წინ გული გაუტეხეს, მეორეს კი უბრალოდ უნდა ძველი კოცნა გაიხსენოს, მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული ყავს. ვიცი ახლა ჰეილიც იმ დგომარეობაშია, როგორშიც მე ვიყავი წამების წინ, მაგრამ ნოას მაინც ვკოცნი. ვერ ვგრძობ მუცელში პეპლებს მაგრამ, მაინც სასიამოვნოა. მის ტუჩებს ისევ მზისგან გამომშრალი ქვიშის გემო აქვს. ტუჩები გააზრებულად შევახე, მაგრამ გაუაზრებლად ვაცურებ მის პირში ენას და ისიც არ აყოვნებს იგივეს გამეორებას. ვიცი, იაფფასიანი სასმლითაა გაჭყებილი, მაგრამ მისი არომატი ზაფხულს და ჰავაის მახსენებს. საბოლოოდ ერთამენს ვშორდებით და ნოა ტუჩს ილოკავს, შემდეგ კი ისევ ჩემსკენ იხრება, რათა რაღაც ჩამჩურჩულოს.
- კარგი იყო, მაგრამ ჰეილისთან უკეთესია.
პასუხად მხოლოდ ვიცინი და არ ვიმჩნევ სხვების ინტერესიან მზერას. მხოლოდ ზეინს გავხედე, რომელიც მზერით მკლავდა.
- მე წავედი.- ფეხზე ბარბაცით ვდგები და გასასვლელისკენ მივდივარ.
- სად მიდიხარ?- ერთდროულად მეკითხება ლინი და ზეინი.
- სახლში.
-კარგი, წავიდეთ.- ზეინი ადგა და ჩემსკენ წამოვიდა.
- არა, მარტო ყოფნა მინდა.
- გარეთ გავიდეთ.- იდაყვზე ხელი წამავლო და გარეთ ლამის გამათრია.
ცაზე გაელვა და ცოტახანში ქუხილიც გაისმა. ალბათ მალე ძლიერი წვიმა დაიწყებოდა, რომელსაც ქარიშხალი მოჰყვებოდა.
- გამიშვი, მტკივა!
- ეს რა ჯანდაბა იყო, ნენსი?- მომიბრუნდა მოქუფრული სახით.
- რას გულისხმობ?- ვკითხე დამცინავად.
- ნოას, რატომ აკოცე? ან რატომ გაგრძელდა ეგ დედააფეთქებული კოცნა ამდენხანს?
- ლოლას კოცნა კარგი იყო?- ყურადღება არ მივაქციე მის კითხვებს.
რამდენიმე წამი დაჟინებით დამაკვირდა, ჩემს თვალებში რაღაცას ეძებდა, მაგრამ არ ვიცი რას.
- კი, კარგი იყო.- მხოლოდ ეს მიპასუხა სარკაზმით გაჟღენთილი ხმით.
- ჰოდა ნოას კოცნაც კარგი იყო.- ვუთხარი სიმწრის სიცილით.
- სახლში წადი, ნენსი.
- რათქმაუნდა წავალ, შენ კი შეგიძლია ლოლასთან გაერთო.- სიცივისგან გამაჟრჟოლა.
- სისულელეს ნუ ამბობ. არ მოგბეზრდა ერთი და იგივეს გამეორება?
- შენ რა, ვერ ხვდები? ის გოგო სულ შენთანაა, არ გშორდება...
- მეგობარია!
- რა მეგობარი? ერთად იყავით, სექსი გქონდათ და ახლა მას წარსულის დაბრუნება სურს!
- რაღაცები გეჩვენება. შენ და ნოას უფრო გსურთ ,,ტკბილი" დროს დაბრუნება.
- ნოას ჰეილი უყვარს.
- და შენ ვინ გიყვარს?- სახე ახლოს მოწია და ამოისისინა.
მის ამ კითხვაზე გავშეშდი. მას უნდა, რომ პირველი ეს მე ვუთხრა? მან ხომ 1 წლის წინ მითხრა მიყვარხარო. ახლა ჩემი ჯერია? მაგრამ მაშინ არ ვუყვარდი, უბრალოდ იმიტომ მითხრა, რომ ჩემი დაკარგვის ეშინოდა.
- მე... მე არავინ არ მიყვარს.- ვცრი კბილებ შორის და გაჭირვებით მზერას ვუსწორებ ზეინს.
- გასაგებია.- ამოთქვა რამდენიმე წამის შემდეგ.- უბრალოდ სახლში წადი.
ქარმა ძლიერად დაუბერა. ზეინმა მოსაცმელი გაიხადა და თბილი მატერია მხრებზე მომაფარა. თავი ძირს დავხარე, არ შემეძლო ისევ შემეხედა თვალებში. რამდენიმე წამი იდგა ჩემს წინ და დაჟინებით დამაკვირდა. თითქოს უნდოდა ეკოცნა,მაგრამ რათქმაუნდა ასე არ მოიქცა. მზერა გადამატარა, შემდეგ კი ისევ მეგობრებთან დაბრუნდა. ის ახლა ჩემთან არ უნდა დარჩენილიყო?! არ უნდა გვესაუბრა?! რატომ დამტოვა?!
ამდენიხნის შეკავებული ცრემლები ერთიანად გადმომცვივდა, ყველა ბედნიერებასთან ერთად საშინელმა წვიმამაც დასცხო. წვიმის წვეთები ცრემლებს ერეოდა და სახეს მისველებდა. ერთიანად გაწუნწული სახლის გზას დავადგი. ზეინის მოსაცმალი მთლიანად წყლით გაიჟღინთა, მაგრამ ჩვეული სურნელი არ დაუკარგავს. მეც ხარბად ვისუნთქავდი ამ გაურკვეველ სუნს, ეს... ეს ზეინის საკუთარი სურნელი იყო, მხოლოდ მას აქვს, სხვას - არა. ყველა უნივერსიტეტის შენობაში შევიდა, არავინ არ აპირებდა გართობის გამოტოვებას წვიმის გამო. მეც ვერავინ წამიყვანს სახლში, არც ტაქსი ჩანდა სადმე. ტროტუარს მივუყვები და ყველა წყლით სავსე გუბურაში ვხტები. გზაზე მანქანა მოდის და ოდნავ ვიძაბები. არ მინდა ვინმე მთვრალი ამეკიდოს. თავს ვხრი და სვლას ვაგრძელებ, მაგრამ, როგორც უიღბლობის ქალღმერთს მანქანა ჩემს გვერდით ჩერდება.
- ჩაჯექი!- მესმის ნაცნობი ხმა.
- ფეხით გავივლი.- ვყვირი, რათა წვიმის ხმაში გაიგონოს.
- ნენსი, გაცივდები!
არ ვიცი, რატომ ვჯდები ამ მანქანაში. წესით შეშინებული უნდა მივრბოდე, მაგრამ ცეცხლს უფრო ვუახლოვდები.
- გამარჯობა, ადამ.- ვამბობ და ინსტიქტურად, ღვედს ვიკეთებ.
- მარტო, რატომ ხარ ამ დროს და ამ წვიმაში?
- შეგიძლია სახლში წამიყვანო?- კითხებზე პასუხს არ ვცემ.
- რათქმაუნდა, მაგრამ კარგად ხარ?
პასუხად მხოლოდ თავ ვუქნევ. თავს ფანჯარას ვადებ და გარეთ ვიხედები, ცაზე ყოველ წამს ელვა ჩანს, შემდეგ კი გამაყრუებელი ქუხილი ისმის. ვერ ვიჯერებ, რომ ზეინმა ლოლას აკოცა, მე კი ნოას. შემდეგ კი მარტო გამომიშვა, წესიერად ვერც ვისაუბრეთ. ახლა კი ჩემი თავის ცემა მინდა, რადგან ადამის მანქანაში ვზივარ. როგორ ვენდე ამ მოძალადე ადამიანს და სახლამდე წაყვანა ვთხოვე. მაგრამ, როცა ზეინი ამას გაიგებს ძალიან გაბრაზდება და მეც ეგ მინდა. ან... ან შეიძლება სულ არ ჰქონდეს რეაქცია. თვალებს ვხუჭავ და ცრემლები ისევ იკვლევენ გზას.
- ტირი?- მესმის ადამის ჩუმი ხმა.
- კი.
- ნუ ტირი!- თქვა უხეშად და მეც მაშინვე თვალები გავახილე.
- რა?
- მაპატიე, მე... არ ვიცი, როგორ დავამშვიდო ადამიანი, რომელიც ტირის.
- უბრალოდ უნდა უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ან არაფერი არ უნდა უთხრა.- ვპასუხობ ღიმილით, რადგან ვხვდები უხეშობა არ უნდოდა.
- ნენსი, ყველაფერი კარგად იქნება და აღარ იტირო, კარგი?
- კარგი.- არც კი ვიცი ამას, რატომ ვეუბნები. მეცინება ჩემს თავზეც და ადამზეც.
- ძალიან კარგი.- თავის ცისფერი თვალებით მიყურებს და ნაზად მიღიმის. საოცარი გარეგნობა აქვს, მაგრამ ჩემთვის ვერასდროს აჯობებს ცისფერი თაფლისფერს.
- ადამ, მითვალთვალებ?- პირდაპირ ვეკითხები.
- რაა?- სწრაფად ამუხრუჭებს და ისევ მაშტერდება.
- დებილი არ ვარ, ყოველდღე ვგრძნობ, როგორ დამყვება უკან ვიღაც. თავიდან რობი მეგონა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს შენ ხარ.
- პატარა ნენსი.- ამბობს დამცინავად.- გგონია ადამ პერიშს შენს სასდევად სცალია?-თავიდან ბოლომდე მათვალიერებს.
ამ ნათქვამზე ცოტა ვიბნევი და ადამიც უფრო ხალისდება.
- მე არა, მაგრამ ჩემი ბიჭი უკან დაგყვება. ყველგან და ყოველთვის. მგონი გითხარი, რომ ჩემი გადარჩენა კარგი იდეა იყო.
- ზეინმა იცის?
- კი. თვითონ მიხვდა, მომივარდა ლამის მცემა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ ეს შენთვის უკეთესი იყო. - მანქანა კვლავ დაძრა.
მაგარია, ზეინმა იცოდა და არ მითხრა. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ ვაცლი სათითაოდ იმ შავ თმას. ეს ფიქრები მამშვიდებს. ადამი მანქანას ჩემს სახლთან აჩერებს.
- მგონი დღეს ღამით მარტო იქნები.- ამბობს და მთლიანად ჩაბნელებულ სახლს უყურებს.
რათქმაუნდა, ყველა წვეულებაზეა და ან დაბრუნდებიან, ან არა. ისევ შიში მიტევს.
- სულაც არა! ზეინი მოვა, ჯეისონი და ჰარიც ! ლიამი, ნაილი და ლუი! ნოაც!- ჩამოთვალე ყველა ბიჭის სახელი, თითქოსდა ადამს დავაშინებდი.
- კარგი რაა!- სიცილი დაიწყო და სახე უკან გადაწია.- ჩემი ნუ გეშინია. მე ხომ შენთვის დაცვა მყავს და გგონია რამეს დაგიშავებ?- ისევ მანათებს ლამაზ თვალებს.
- ვაღიარებ, ამ სიტყვებმა ოდნავ დამამშვიდა.
- სახლში შედი, მე კი პოპკორნს ვიყიდი და ფილმს ვუყურებ.
- იოცნებე.
- მისაღებში ვუყურებთ და არა შენს ოთახში. თანაც ორ მეტრიანი დისტანციით.
რატომაც არა? ზეინი, თუ ლოლასთან დარჩა, რატომ არ შეიძლება მე ადამთან ერთად ვუყურო ფილმს?
- კარგი.- ვპასუხობ და მანქანიდან გადავდივარ. - მალე მოდი!
სახლში შევედი და შუქი ავანთე. მგონი კარგია ადამი, რომ მოვა. მასთან ნაკლებ სახიფათო იქნება ვიდრე მარტო სახლში ყოფნა. სამზარეულოში წყალს ვსამ და ამ დროს კარზე ზარის ხმა მესმის.
- ასე მალე მოხვ...- წინადადებას ვერ ვამთავრებ.
ცაზე ელვა ანათებს და ჩემს წინ მდგარ სილუეტს მარტივად ვარჩევ. თავი საშინელებათა ფილმში მგონია.
- შვილო, მამიკო არ მოგენატრა?🦋🦋
VOTE pls 🙏