თავი 13

1.9K 122 26
                                    

- ახლა ხარ ჩემი ტყუპი?- ახლა ჩემი ყვირილის დრო დადგა. - შენ რა ძმა ხარ? უსულო
საგანი ხარ, რომელსაც ფეხებზე ვკიდივარ. შენთვის მეგანის მეტი არავინ არსებობს. მთელს ოჯახს გეზიზღებით.- თავს ვაიძულებდი არ მეტირა.
- არ მეზიზღები. ლაჩარი ვიყავი და შენი დაცვა მეშინოდა.
- ვისგან? ვისგან უნდა დაგეცვა ნენსი? - ზეინს ყბა დაეჭიმა, რადგან პასუხს უკვე ხვდებოდა.
- ახლა ყველაფერი შეიცვლება. - ზეინს ყურადღება არ მიაქცია.-აღარ მივცემ შენი... შენი დამცირების უფლებას. მეგანსაც დაველაპარაკები, ის უბრალოდ გულნატკენია, ბავშვობიდან ჰარისთან და მამამისთან ატარებ დროს. ჩვენ კი მოძალადე მშობლებთან ვატარებდით მთელ შაბათ-კვირას. ისე არ გვექცეოდნენ, როგორც შენ, მაგრამ გგონია ჩვენთვის მარტივია მათი ატანა?- ხმა ჩაუწყდა.
- რა ჯანდაბაა?- დაიჩურჩულა ზეინმა.
- ჯეისონ... არც კი ვიცი რა გითხრა. - ლოყაზე შიგნიდან ვიკბინე.
- უბრალოდ, მაპატიე.
-მე... არ ვიცი.- ხელები თმაში შევიცურე.
-ნენსი, გთხოვ.- მავედრებელად შემომხედა.
- პატიება უნდა დაიმსახურო.- ვუთხარი ცივად.- დროთა განმავლობაში ალბათ ყველაფერი მოგვარდება.
- ჩემთვის ეს სიტყვებიც საკმარისია.- მითხრა და ჩამეხუტა.
    პირველად ჩამიკრა გულში და ხელები შემომხვია. პირველად შევიგრძენი მისი სურნელი ასე ძლიერად. ყოველთვის ფორთოხლის სურნელს აფრქვევდა, ახლა კი მთლიანად მასში ვარ გახვეული. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქო დაკარგული ნაწილი ვიპოვე, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა.
- ისე იქცევით თითქოს ახლა გაიცანით ერთმანეთი.- ზეინის მოგუდული ხმა მესმის. მინდა მასაც ჩავეხუტო, მაგრამ ვერ გავბედავ. საერთოდ რა მემართება? მცირე დროა რაც ვიცნობ და უკვე მოასწრო ისეთ ადგილებზე შემხებოდა, სადაც არასდრო არავინ შემხებია. არ ვარ ისეთი ადამიანი ვინც ჰორმონებს ყვება და უბრალოდ გართობისთვის პირველივე დღეს უცნობს ლოგინში უვარდება. მაგრამ რას მიკეთებს ეს ბიჭიი? მასთან რაც არ უნდა გავაკეთო, არაფერია ცუდი. მასთან ყოფნის დროს ყველაფერში კარგს ვხედავ.
- ჰო, შეიძლება ითქვას ჩვენ ახლა გაიცანით ერთმანეთი.-ამბობს ჯეისონი ღიმილით და ჩემდაუნებურად ჩამოგორებულ ცრემლს მწმენდს.
- გული ამიჩუყდა.- რეპლიკებს არ წყვეტს ზეინი. უნდა, რომ ყურადღება მივაქციოთ.
- კარგი, ზეინ.- ამოვიოხრე.- ვიცი, რაც უნდა მკით...
- ოჰ, იცი? რა ჯანდაბა ხდება აქ? ეს დედააფეთქებული, რომელი ნორმალური მშობელი ძალადობს შვილებზე? გუშინაც მშობლებმა გცემეს? რატომ არ მითხარი? ან ლინმა და ჰარიმ არ იცოდნენ? რატომ არაფერს აკეთებენ? ან შენ...- ჯეისონს საყელოში წვდა.- როგორ შეგეძლო მათთვის უფლება მიგეცა ნენსისთვი ხელი დაეკარებინათ? - ჯეისონს შეეძლო თავი გაეთავისუფლებინა, მაგრამ არ იძვროდა.
- ზეინ, გთხოვ დაწყნარდი...- მკლავზე ჩავეჭიდე.
- არა, ნენს. ღირსი ვარ. დავიმსახურე, რომ ვიღაცამ კარგად მცემოს .- ცალყბად გამიღიმა ჩემმა ძმამ.
- არ ვაპირებ, ნენსის ძმას დავარტყა.- კბილებში გამოსცრა ზეინმა. - მაგრამ არ მომწონხარ.- ზეინმა მას ხელი გაუშვა და ჩემი ხელი ჩაბღუჯა.
- არც მე მომწონხარ.- მიახალა ჯეისონმა. - მაგრამ ჩემს დას მოსწონხარ და შევეცდები აგიტანო.
- გაიგე?- ბასრი ღიმილით მომიბრუნდა ზეინი.- შენი... ძმაც კი ხვდება, რომ მოგწონვარ.
- არ მომწონხარ.- წამოვიძახე.
- ნეტავ შენი სიტყვების თავად თუ გჯერა?!- დამცინავად მითხრა. - მოკლედ, ჯეისონ, მე და ნენსი წავალთ და შენ მისი ნივთები მოგვიტანე, როცა შეძლებ.
- რას ამბობ?
- ამ სახლიდან მოდიხარ. ჩემთან, ან ჰარისთან, ან ლინთან. უნივერსიტეტამდე 4 თვეა. მაგ დრომდე აქ ვერ დარჩები.
-ასე მარტივად, სახლიდან ვერ წამოვალ. სხვის კისერზე არ ვიცხოვრებ.
- აქ არ დაგტოვებ.
- რატომ? რამდენი ხანია რაც მიცნობ? ხვდები, რომ
ეს ცოტა არაბუნებრივია? რამდენიმე დღის წინ გამიცანი და ახლა შენს სახლში მეპატიჟები საცხოვრებლად.
- კარგი რა ნენსი. - ამოიოხრა.- ბავშობაში ხომ გიცნობდი. აქ არაბუნებრივი არაფერია. ჩათვალე მეგობართან ხარ ღამის თევით.
- ჩემს სიტყვებს ჩემს წინაამღდეგ იყენებ? - თვალები გადავატრიალე.
- როგორ გეკადრება.- თვალი ჩამიკრა.
- ნენსი...- დაიწყო ჯეისონმა და ორივემ მას შევხედეთ. მაგრამ ჩემმა ტელეფონმა გააწყვეტინა საუბარი. ჰარი მირეკავდა.
- გისმენ?
- ნენს...- ამოთქვა სასოწარკვეთილი ხმით.
- ჰარი?
- ნენსი... დევიდი საავადმყოფოშია. გთხოვ... გთხოვ, მოდი.
     ამის გაგონებაზე მუცელში რააღაც ჩამწყდა, გავშეშდი და სუნთქვა გამიჩერდა, თითქოს საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი.
- რა? რა დაემართა?- ამოვთქვი გაჭირვებით.
- გულის შეტევა. - თქვა ჩუმი ხმით.- გთხოვ მოდი.
- წამიყვანე!- ზეინს მივვარდი, რომელიც შეშფოთებული
მიყურებდა და რაღაცას მეკითხებოდა.- ჰარისთან წამიყვანე, საავადმყოფოში წამიყვანე.
ზეინმა ტელეფონი ამოიღო, ალბათ იმის გასარკვევად, თუ რომელ საავადმყოფოში უნდა წავსულიყავით. არ ვიცი, აზროვნების უნარი დავკარგე. საავადმყოფოში, რომ მივედით, ჰარი მაშინვე შევნიშნზე და მასთან მივვარდი. თავს საშინლად ვგრძნობდი, მაგრამ მის დამშვიდებას მაინც ვცდილობდი. იატაკზე ვიჯექით და ვტიროდით.
- ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავ... კარგად იქნება.- ვეჩურჩულებოდი, თან თმაზე ვეფერებოდი.
- ჰო, ყველაფერი კარგად იქნება.- ისიც ჩურჩულებდა და ხელს არ მიშვებდა.
დერეფანში ლინის ხმა გაისმა და ჩვენთან მოვარდა. ორივეს გადაგვეხვია და გვერდით მოგვიჯდა. ჩემს წინ ზეინი იჯდა. ფეხები მოხრილი ჰქონდა და თავი ჩაღუნული. ჰარის და ლინს გავხედე, ერთმანეთს ეხუტებოდნენ. წამოვიწიე და ზეინთან მივჩოჩდი. თავი აწია და სუსტად გამიღიმა. ახლა დრო იყო მე დავემშვიდებინე ვინმეს.
- მოდი.- ხელი ჩამჭიდა და გვერდით მომისვა.
- ხომ კარგად იქნება?- ამოვიჩურჩულე.
- რათქმაუნდა.- მითხრა და მაგრად მიმიხუტა. და მეც მართლა დავიჯერე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
   ახლა ზეინი მეფერებოდა თმაზე, ზოგჯერ კი ჩემს უფერულ კანზე გამოჩენილ ლურჯ ძარღვებს თითის ბალიშს ატარებდა. თავს კისერში მირგავდა და მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნებაო.
რამდენიმე საათში ექიმი გამოვიდა პალატიდან. ყველანი მას მივვარდით და კითხვები დავაყარეთ.
- დამშვიდდით! მდგომარეობა სტაბილურია. გულის შეტევა იყო მარტივ ფაზებში. პალატაში გადავიყვანეთ. ხვალ შეგეძლებათ მოინახულოთ. გონზე ჯერ არ მოსულა. ახლა კი გამატარეთ და დამშვიდდით. შეგიძლიათ სახლებში წახვიდეთ. აქ ყოფნით ვერაფერს იზამთ.
ყველანი ოდნავ დავმშვიდებულები ისევ იატაკზე მივესვენეთ. შემდეგ კი ჰარის სახლში წავედით. მე სახლში ვაპირებდი წასვლას, თუმცა არ გამიშვეს, თანაც ჰარი თუ არ მხედავდა მუდამ მე მკითხულობდა.
   მე და ლინი იმ ოთახში შევედით, სადაც მე მძინავ ხოლმე და ერთად ვაპირებდით დაძინებას, მაგრამ ოთახში ჰარი შემოგვეჭრა.
- რა მოხდა ჰარი?- ვკითხე შეშფოთებულმა.
- შეიძლება... შეიძლება ლინმა ჩემთან დაიძინოს?
- ოუ! ლინს, როგორც უნდა.
- მე ჰარისთან გავალ ნენს.- მითხრა მორცხვად.- თუ გინდა შენთამ დავრჩები.- მიაყოლე უცებ.
- ოჰ, არა. მასთან წადი. ჩემზე ნუ იღელვებ და ისეთს ნურაფერს გააკეთებთ, რასაც მე არ ვიზამდი.- ვცადე მეხუმრა, შემდეგ კი თბილად გავუღიმე და ორივე ოთახიდან გავისტუმრე.
- უბრალოდ დავიძინებთ.- ამოიბუზღუნა ჰარიმ.
ლოგინში ჩავწექი და იმ საშინელებებზე დავიწყე ფიქრი, რაც შეიძლება მომხდარიყო და რაც მოხდა. შეიძლება დევიდი მომკვდარიყო. არც კი ვიცი მის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი თუ ექნებოდა. ხვალ კი მშობელბისგან მაგრად მომხვდება. ჩემი ,,შეყვარებულის" და სახლში არ მისვლის გამო. ჯეისონიც არ წასულა სახლში და აქ დარჩა. მაგრამ მათ ჩხუბს ვინ დაეძებს. მთავარია დევიდი იყოს კარგად. ფიქრებიდან კარებზე სუსტი კაკუნი მაფხიზლებს. სწრაფად ვდგები და კარებს ვაღებ.
- ზეინ, რა მოხდა?
- ვერ ვიძინებ.- თქვა და კარის ჩარჩოს დაეყრდნო.- ვიფიქრე შენთან შემოვსულიყავი. შემომიშვებ?
- შემოდი.- ვუთხარი და ისევ ლოგინში დავბრუნდი.
- ჰეი, ნუ იღელვებ, - გვერდით მომიწვა. -დევიდი კარგად იქნება. ხვალ მის მონახულებადაც შეძლებ.- თმაზე ფერება დამიწყო.
- ჰო, ცოტა დავმშვიდდი.
- კარგია. - შუბლზე მოწყვეტით მკოცნის.- მისმინე, ჩვენი საუბარი დასამთავრებელია.
- არ მინდა იმ საუბრის გაგრძელება.- ამოვილუღლუღე.
- იმ სახლში აღარ გაგიშვებ.- მითხრა და მიმიხუტა.- ჩემთან წაგიყვან.
- რა სისულელეა, ზეინ.- ვუთხარი და თავი გავითავისუფლე.- ორი დღის გაცნობილ ბიჭთან საცხოვრებლად არ გადავალ. არც კი ვიცი შენთან რატომ მეძინა, ან რატომ... რატომ გაკოცე.- ზეინმა თვალები დახუჭა. ვიცი ახლა ჩვენს კოცნას იხსენებს, ან უფრო მეტსაც.- მე ასეთი ურთიერთობები არ მომწონს. ერთ დღიან გატაცებებს არ ვეძებ. მაპატიე, თუ არასწორად გაიგე. მე უცნობებთან არ ვწვები.
- ჩვენ უბრალოდ ერთად გვეძინა. არც შენს გამოყენებას და მიგდებას არ ვაპირებ. უბრალოდ მენდე, კარგი?
- რთულია გენდო, როცა ლოლას ეხუტები ან ჩემს დას ესაუბრები.
- ნენსი...- ამოიხორა.- იმ დღეს მეგანს იმიტომ გამოველაპარაკე, რო დამშვიდებულიყო და შენ არ გამიგკიდებოდა. ლოლა კი
მეგობარია. უბარლოდ მეგობარი, ისევე, როგორც ჰარია შენთვის, ან ნაილი.
- ლიამი და ლუიც.- ამოვილუღლუღე.
-ჰო. ნუ ლინი გოგოა.
- საუბარი ხვალ დავასრულოთ. მოდი ახლა უბრალოდ დავიძინოთ.- ვუთხარი და ისევ ჩავეხუტე.
- ერთად დავიძინოთ?- გულში
ჩამიკრა, მე კი თავი დავუქნიე. - მაშინ გავიხადოთ.- ხელი გამიშვა და წამში გაიძრო ტანსაცმელი.
- შეგიძლია შენი მაისური მომცე?
- გასარეცხია.
- მერე რა. უბრალოდ მომეცი.
- როგორც გინდა.- ღიმილით მითხრა და მაისური მესროლა.
- შეტრიალდი. უნდა გამოვიცვალო.
- არა. მინდა გიყურო.- ლოგინზე ჩემს გვერდით მოკალათდა.
- შეტრიალდი.- მისკენ
გადავიწიე და თავი შევაბრუნებინე.
- ჯანდაბა, როგორ ვცდილობდი. - ამოიგმინა და უეცრად მაჯაში ხელი წამავლო. (Let's make love 🤣☹️) ლოგინზე გადამაწვინა და ზემოდან მომექცა. ტუჩებზე დამაცხრა, არც მე
დამიწყია ზედმეტი ფიქრი და კოცნაში ავყევი. თანდათან ტანსაცმელი გამხადა. ხელებს ჩემს სხეულზე ასრიალებდა. ყველაგან სადაც მეხებოდა ელექტროობა მივლიდა. კისერში სველ კოცნებს მიტოვებდა, მე კი ხელებს მის ზურგზე ვამოგზაურებდი. უდიდეს სიყვარულსა და ვნებას ვგრძნობდი, უდიდესს. ვგრძნობ და ვგრძნობ, ვგრძნობ და ვგრძნობ.
- შენზე ვგიჟდები.

- მეც.- სუნთქვას ამოვაყოლე.

- მინდა ისეთი რაღაცები გითხრა, რასაც სხვას ვერ ვეტყვი.

-მეც.

- მინდა მთლიანად ჩემი იყო.

-მეც.
რამდენიმე საათი ვგრძნობდი მუცელში პეპლებს, შემდეგ კი ორივეს ჩაგვეძინა.


🦋🦋

აიიი პროსტაა რაა😭😭 რა უაზრო ცხოვრება მააქს 😭😭😂😂 ხო კაით😂😂 მოკლედ აქ გავჩრდეთ დღეს. დაძაბულ მომენტზე ვეღარ გავჩერდი 😂😂მეძინება და ვერ მივაღწიე იმ ადგილამდე😂😂😈 მაგრამ ხვალ დავწერ აუცილებლად 😂😂 წელს გამოცდები აღარ მაქვს და ტექნიკურ საგნებზე მეტი რა საქმე მააქვს😂 დავწერ მოთხრობაას 🤗❤️❤️

მიიყვაარხაართ დაავოუუთეეთ დაა დოუუშვით კომენტარებიი 🤣🤣💪💪🔥🔥😂❤️❤️

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now