თავი 18

1.5K 105 92
                                    

    10 ივლისი/დღევანდელი დღე/

     აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში მივდივართ. მომენატრა მზის მცხუნვარება და ქვიშა. არც პარიზშია ცუდი, მაგრამ ვაღიარებ უკეთესს ველოდი. სასტუმროში, სანამ ნომერს ავიღებთ ვიღაცის ბარგს ვეჯახები და ათობით ადამიანის წინაზე იატაკზე ვეცემი. იმის მაგივრად, რომ ჰარი დამეხმაროს, დგას და იცინის. ჭარხალივით გავწითლდი.
- მოდი, დაგეხმარები.- ვიღაც ხუჭუჭა ბიჭი ხელს მიწვდის.
- მადლობა.- მაყენებს.
- ჩემი ჩემოდანი, იყო უადგილოდ. იმედია არ დაშავდი.
- არაა, არაფერია.- ვუღიმი და ნაცრისფერ თვალებში ვუყურებ.
- წავედით!- მეძახის ჩემი ძმა.
- ნახვამდის.
- შეხვედრამდე.- მეუბნება ხუჭუჭა და თბილად მიღიმის.

     ჩვენი ოთახიდან ეიფელის კოშკის ხედია. სასტუმროში ცოტას ვისვენებთ და ჰარის  კოშკის სანახავად მივათრევ. მართალია უკვე მზე ჩადის, მაგრამ არაუშავს. ჩემი ძმა ძაალიან ბევრს წუწუნებს დაღლილი ვარო. ძალიან! ეიფელის კოშკი ახლოდან, რომ ვნახე ვაღიარებ იმედი ისევ გამიცრუვდა. უკეთესს ველოდი. მე და ჰარი შეწუხებულები ვჯვდებით, კოშკის წინ კიბეებზე.
- სასტუმროში დავბრუნდეთ, რაა. - ისევ აწუწუნდა ჰარი.
- შენ წადი. მე ცოტას გავისეირნებ.
    ჰარი მკოცნის და მიდის. მაგარია! რა ვქნა ახლა? ცოტა მოვიწყინე.
- პარიზში მოწყენილი რატომ ხარ?
   თავიდან მეგონა სხვას ეუბნებოდნენ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ პასუხს ჩემგან ელოდნენ და თავი ავწიე. ყავისფერ კულულებიანი, ნაცრისფერთვალება ბიჭი დავინახე.
- გასართობი არაფერია.- მხრები ავიჩეჩე.
- რას ამბობ! აქ ბევრი გასართობია.- ფრანგული აქცენტით საუბრობდა.- შეიძლება დავჯდე?
- კი რათქმაუნდა. კიბეები ყველასთვის თავისუფალია.
- მარტო რატომ დაგტოვა შეყვარებულმა?- ჩემს გვერდით დაჯდა.
   უკვე მეორედ ჰგონიათ ჩემი ძმა, ჩემი შეყვარებული. სასაცილოა.
- ის ჩემი ძმაა.
- ძმა?- სიცილი დაიწყო.- ვინ მოდის პარიზში ძმასთან ერთად?!
- მე მოვდივარ და ნუ იცინი!
- გინდა პატარა ექსკურსია მოგიწყო?
- მე შენი სახელიც კი არ ვიცი.
- ა ხოო... მე დემიენი მქვია. შენ?
- ნენსი.
- ამერიკელი ხარ?
- ინგლისელი. ჰავაიზე ვიყავი და ამერიკული აქცენტით საუბარს ვცდილობდი.
- არა! ბრიტანული აქცენტი საყვარლობაა.
- მაშინ ბრიტანული აქცენტით ვისაუბრებ.- ვეუბნები სიცილით.
- გაცილებით უკეთესია. ახლა კი წავედით.- ხელს მკიდებს და მაყენებს.
- სად?
- კოშკზე იყავი ასული?
- არა. სიმაღლის ცოტა მეშინია.- გავწითლდი.
- მაშინ შიშები დავამარცხოთ.- კიბეებზე ავდივართ.
- შენ სად ცხოვრობ?- ვეკითხები ლიფტში შესვლისას.
- აქ, პარიზში. სასტუმროში ვცხოვრობ.
- სასტუმროში რატომ?
- მომწონს. სულ ხალხმრავლობაა. დღეს დილით ჩამოვედი ავსტრალიიდან. საოცრება იყო.
- არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ერთ დღეს წავალ. სულ სასტუმროში, როგორ ცხოვრობ? სახლი არ გენატრება?
- ჩემი სასტუმროა, მანდ გავიზარდე. იგივე სახლია.- მეუბნება ღიმილით.
- მაგარია!
- ჰო, ძალიან.
    ლიფტის კარები იღება დაგავდივართ. ოდნავ თავბრუ მეხვევა, როცა წარმოვიდგენ, როგორ ვარ დაშორებული მიწიდან. მაგრამ როცა პარიზის ხედს ვხედავ, სუნთქვა მეკვრის.
- ეს... გასაოცარია. ულამაზესია.
- ვიცი.- ამაყად მიქნევს თავს.
   მთელი ერთი საათი ხედით ვტკბებით. დემიენი ცდილობს ჩვენი სასტუმრო დამანახოს. დურბინდიდან ვიხედები და ჰარის ვხედავ, სასტუმროს წინ
ვიღაც გოგოს ელაპარაკება, შემდეგ ტელეფონს იღებს და ვიღაცას ურეკავს. რათქმაუნდა მე მირეკავს. ტელეფონები, მხოლოდ ერთმანეთთან საკონუმიკაციოდ გვაქვს.
- გისმენ?- ვპასუხობ ტელეფონს.
- რაშვები?
- ეიფელის კოშკზე ვარ და ახლა შენ გიყურებ. კარგი გოგოა, მაგრამ წითურები როდის მერე გიზიდავს?- ჩემს ნათქვამზე დემიენს ეცინება.
- ვაა მართლა?- ჰარი კოშკის მიმართულებით იღედება, იდიოტური ღიმილით.- მე და ჟიზელი ვაპირებთ გავისეირნოთ, მარტო ხომ არ მოიწყენ?
- ვინ გითხრა, რომ მარტო ვარ?- დემიენს გადავხედე. ახლა მან დაიწყო იდიოტური სიცილი. - გაერთე.- ვეუბნები და ვუთიშავ.
- წავედით, ნენსი.- ჩემს სახელს საყვარლად გამოთქვამს.- კიდევ ბევრი რამ გვაქვს სანახავი.
   ისევ ხელს მკიდებს და ქვემოთ მივდივართ. ბევრი ფიქრის შემდეგ ვთანხმდები, რომ მის ბაიკზე დავჯდე. მაგრამ შიშით ფეხები მაინც მიკანკალებს.
- დამშვიდდი, საშიში არაა. არ მენდობი?
   უცებ ვშეშდები. ეს არ უნდა ეთქვა. არა!არა! არა! ეს არ უნდა ეკითხა. წარსული ისევ თავს მახსენებს.
- მე... მმ... შეიძლება სასტუმროში წავიდე? ძალიან დავიღალე.- ამოვიბურტყუნე.
- რამე მოხდა?
- ცოტა ცუდად ვარ.
  არ უნდა გამახსენდეს ის, რის დავიწყებასაც ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი. სასტუმროში ტაქსით მივდივარ. დემიენს კი გაკვირვებულს ვტოვებ. ჩემს ნომერში შევდივარ და ამდენი ხნის დაგროვებულ ემოციებს ვუშვებ და ცხარე ცრემლით ვიწყებ ტირილს. მე უნდა დავივიწყო. ყველა და ყველაფერი უნდა დავივიწყო. თვალებს ვხუჭავ და თავს ვაიძულებ დავიძინო. ძილში ისევ ვხედავ მუქ თაფლისფერ თვალებს. მაგრამ, როცა ვიღვიძებ სიზმარი ქარს გატანებული ქვიშასავით ქრება ჩემი გონებიდან.

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now