დილით ექიმმა გამაღვიძა, პალატაში შემოვიდა და გამსინჯა, ბოლოს კი ტანსაცმელი მომცა და წასვლის უფლება მომცა. ჩაცმის შემდეგ რაღაც ფურცლებზე ხელი მოვაწერე და იმის გამო, რომ არავინ მომაკითხა გაბრაზებული პალატიდან გავედი. ჩემმა თვალებმა მაშინვე იპოვეს შავ ჯინსის შარვალსა და შავ მაისურში გამოწყობილი ბიჭი, რომელიც იატაკზე იჯდა და კედელს ეყუდებოდა. გვერდით ტყავის ქურთუკი და ორი მწვანე ვაშლი ედო. მე გამომხედა და გრძელი წამწამების ფახუნით, ოდნავ გამიღიმა. მე კი მისმა სექსუალურობამ თავბრუ დამახვია და კედელს მივეყუდე. ზეინს ეგონა, რომ ცუდად გავხდი, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი ჩემს გვერდით გაჩნდა და ძლიერი მკლავებში მომიქცია.
- კარგად ხარ?
მისმა სურნელმა ლამის გონება დამაკარგვინა და საუბრის უნარი წამართვა, ამიტომაც მხოლოდ თავი დავუქნიე. როცა დარწმუნდა, რომ კარგად ვიყავი რამდენიმე წამით მომშორდა და იატაკიდან ვაშლები და ქურთუკი აიღო.
- მიირთვი.- ერთი ვაშლი გამომიწოდა და მეც მაშინვე ჩავკბიჩე, მეორე კი თვითონ დაიტოვა.- წავიდეთ, თორემ საავადმყოფოები ცუდად მხდის.- ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა.
ქუჩაში ძალიან ციოდა. წვიმა ცრიდა და სუსხი მკბენდა. მანქანაში ჩავჯექით და ზეინმაც ძრავა ჩართო, მაგრამ არ დავძრულვართ.
- ნენსი...დაძაბული ატმოსფერო მხრებზე მძიმედ დამაწვა.
- ჰო.
- აღარასდროს მითხრა ის, რაც გუშინ მითხარი.
- და რა გითხარი? ის, რომ შენთვის მხოლოდ პრობლემები მომაქვს?
- ჩუ...- ტუჩებზე თითი დამადო.- მე შენ აგირჩიე და არ აქვს მნიშვნელობა, როგორი წარსული გქონდა.- ჩემი სახე მის თბილ ხელებში მოიქცია.- შენ ხარ ჩემთვის პრიორიტეტი. გასაგებია?
- რატომ...
- ნენსი, შარშან პირველივე დღეებში მომხიბლე, შემდეგ რამდენიმე თვით სადღაც გადაიკარგე, მაგრამ ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ შენზე არ მეფიქრა. ყოველდღე ვიხსენებდი შენთან გატარებულ წუთებს და მუდამ ერთნაირი გრძნობა მეუფლებოდა, არ ვიცი ეს რა იყო... და ის არ ნელდებოდა, პირიქით ძლიერდებოდა.
- მეც მენატრებოდი.- ამოვიჩურჩულე.
- ჩვენს შორის იცი რა განსხვავება იყო? იმ თვეების განმავლობაში, მე ვცხოვრობდი ადგილზე, რომელიც შენთან გატარებული მოგინებებით იყო სავსე. ჩემი სახლის ყოველი კუთხე შენს თავს მახსენებდა. განსაკუთრებით.- გაეცინა და მივხვდი, რასაც იტყოდა.- აბაზანა და საძინებელი. ჭურჭელი და დანაც კი შენს თავს მახსენებდა. ქუჩები... შენი ძველი სახლი... ყველაფერზე მახსენდებოდი.
- მაპატიე, ჩემი ეგოისტური საქციელი.
- მე ეს იმიტომ არ მითქვამს, რომ პატიება გეთხოვა. უბრალოდ, ჩემთვის სულ ერთი, რომ იყო ამდენხანს არ მემახსოვრებოდი და არ დაგელოდებოდი. ხომ ხვდები?- მეკითხება ეჭვით.
- ისეთი საყვარელი ხარ მინდა გაკოცო.- როცა ზეინის ღიმილს ვხედავ ვხვდები, რომ ეს სიტყვები ხმამაღლა ვთქვი. სანამ გაწითლებას მოვასწრებ მისკენ ვიხრები და ტუჩებს ტუჩებზე ვაწეპებ, ის კი ენას მისრიალებს და პეპლებიც ფრენას იწყებენ.
- აჯობებს სახლში წავიდეთ.- ზეინი ნელა მშორდება.
- ჰოო.- ვცდილობ სუნთქვა დავირეგულირო, თან ღვედს ვიკეთებ. - შენთან მივდივართ?
- დიახ. და კვირამდე ჩემთან დარჩები, მე მოგივლი. პირველ რიგში დაგბან.
- ასეთი ცუდი სუნი მაქვს?- თმას ვყონოსავ და გულისრევის შეგრძნება მიჩნდება.
- შენს ყველანაირ სურნელს ავიტან, მაგრმ საავადმოყოს სუნი უნდა მოიშორო.- მეუბნება სიცილით და მანქანა ადგილს წყდება.