კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია.ტუჩებს ვილოკავ და პითაგორას თეორემას ვიხსენებ თავში. კი მაგრამ ჰიპოტენუზა რაღაა? სიმწრისგან მეცინება, რადგან ნერვიულობისგან მათემატიკის უმარტივესი თეორემებიც კი მავიწყდება.
ჰიპოტენზურა მართკუთხა სამკუთხედის გვერიდია, რომელიც მართი კუთხის პირდაპირ მდებარეობს.
ჰოო რა თქმა უნდა ის ხომ მართკუთხა სამკუთხედის ყველაზე დიდი გვერდია. ირგვლივ ვიხედები და ვხედავ, რომ ზოიგიერთმა სტუდენტმა უკვე დაასრულა გამოცდა და აუდიტორიას ტოვებენ. წარბებს ვკრავ და ჩემს ნაგავ ნამუშევარს თვალს ვარიდებ, რადგან არაფერი მიწერია ნორმალურად. დარწმუნებული ვარ, რომ მათემატიკის ამ გამოცდაში და აგრეთვე სხვებშიც ჩავიჭრები და შემეტენება. მაგრამ არაუშავს ყველაფერს გამოვასწორებ, შემდეგი წლიდან კარგად ვისწავლი. ნამდვილი ოროსანის სიტყვებია, თუმცა მე მართლაც კარგად ვისწავლი.
გამოცდიდან გულდაწყვეტილი გამოვდივარ. მინდა მეც სხვებივით იმის მოლოდინი მქონდეს ჩავაბარე, თუ არა. ან რომელიმე კონკრეტულ მაგალითში სწორი პასუხი მივიღე, თუ არა. ჩემთან საქმე მარტივადაა ვიცი, რომ ჩავიჭრები.
-სინუსი ოცდაათ გრადუსზე, ერთია არაა?- ჰარის წარბები შეკვრული აქვს ქვედა ტუჩი კი ისე აქვს გადმოგდებული თითქოს სადაცაა იტირებსო.
- ერთი მეორედია.- ვოხრავ და გასასვლელისკენ გზას ვაგრძელებ.
- ანუ ჩავფლავდი.- მშვიდად ამბობს და მზის სათვალეს იკეთებს.- იმედია შენც.- ამატებს იმედიანად.
- კი მეც.- ვამშვიდებ.
- დღეს მივდივართ, არაა?- ჩემს გვერდით იწყებს სიარულს.
-ჰო.
მოკლედ ვპასუხობ, რადგან ჯერ კიდევ საკუთარ თავს ვლანძღავ კუბის მოცულობის ფორმულა ფართობისაში, რომ ამერია. ასეთი უმნიშვნელო შეცდომები წლებია არ დამიშვია.