თავი 7

1.9K 124 23
                                    

უკვე 1 საათია ლინს ველოდები, მაგრამ არ გამომიარა. აჯობებს ფეხით წავიდე, სანამ უფრო მეტად დავაგვიანე. სახლიდან უხმაუროდ გავდივარ. გზაზე მივდივარ და ვხედავ, რომ ჩემს წინ შავი მუსტანგი მოქრის. ამ მანქანის დანახვაზე გული შემიტოკდა. როცა მომიახლოვდა მკვეთრად დაამუხრუჭა. საგზაო წესების, მთელი რიგის დარღვევით მოტრიალდა და გზის მარჯვენა მხარეს გადმოვიდა. წამში ჩემს გვერდით ჩნდება და სვლას ანელებს. სიარულს არ ვწყვეტ. მისკენ ვიხედები და უემოციო სახის მქონე ზეინი დავინახე.
- სკოლაში მიდიხარ?- მკითხა, თან გამიღიმა.

- როგორც ხედავ. შენ აქ რა გინდა? სკოლაში არ უნდა იყო?
- ცოტა გამოვისეირნე. დაგაგვიანდება. ჩაჯექი მე წაგიყვან.
- არაა საჭირო. ისედაც მალე მივალ.
- მალე ანუ 30 წუთში? ჩაჯექი, ყველაფერზე ნუ მეწინაამღდეგები.
ამოვიოხრე და გავჩერდი. ზეინიც გაჩერდა და კარი გამიღო. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ ეს იდიოტი უსირცხვულოდ ათვალიერებდა ჩემს სხეულს. როგორც იქნა სკოლა გამოჩნდა. კარები გავაღე, რომ გადმოვსულიყავი, მაგრამ ზეინმა დამიძახა. მისკენ ვტრიალდები და ლოყაზე მკონცის. გულმა სწრაფად დამიწყო ცემა და ცოტა გავწითლდი.
- შეხვედრამდე.
- მადლობა.- მანქანიდან გადმოვედი.
- რისთვის?- მომაძახა დამცინავად.
- კოცნისთვის.- ვთქვი ჩემთვის, ჩუმად.
სკოლაში შევდივარ და ვშტერდები. ლინი ჰარისთან დგას და ესაუბრება. პარალელურ სამყაროში გადმოვედი? ლინი სუსტად იღიმის, ჰარის კი ბოროტად უელავს თვალები. ამ სახის გამომეტყველებებს კარგად ვცნობ და ვიცი რაღაც მოხდება. ჩემს უკან ანნას ხმა მესმის, ჰარიც ამჩნევს და მისკენ მოდის. მე ზედაც არ მიყურებს, გვერდს მივლის და ანნას რაღაცას ეჩურჩულება. ანნა იძაბება. ჯერ ყვითლდება, შემდეგ წითლდება, ახლა ლინს ამჩნევს და მისკენ მიდის.
- მოგკლავ. შე ძუკნა, ბიჭს მახევ?
- ანნა, გაჩერდი!- ჰარი აკავებს.- ლინი არაფერ შუაშია. ჩემსა და შენს შორის არაფერი ყოფილა და ასეთი რეაქცია ნუ გაქვს. უბრალოდ ვერთობოდით.
ლოლა ჰარის ანნას აგლეჯს და სადღაც მიყავს. მე კი ჰარისთან მივდივარ.
- ეს რა ჯანდაბა იყო, ჰაროლდ?
- მე გავერთე.- ბოროტად გამიცინა.- და შენმა დაქალმაც ისიამოვნა.- ხელი მომკიდა და ლინთან მივედით.
- ყოჩაღ.- შეაქო ლინმა.- გაკვეთილების შემდეგ პაემანზე მივდივართ.- ახლა მე მომიბრუნდა.
- რაა? მოიცა, ჰარი ასე სახალხოდ ანნას დაშორდა, რათა პაემანზე დათანხმებოდი? გიჟები ხართ.
- ჰო, ზუსტად.- ჰარიმ ლინს საფეთქელზე აკოცა.- ეს გოგო ჩემი მეორე ნახევარია.
- მგონი სიზმარში ვარ.- თავი გადავაქნიე.- არა ნამდვილად მძინავს. მე წავედი.
სანამ კლაში შევიდოდი გეომეტრიის მასწავლებელმა გამაჩერა და მითხრა, რომ ჩემთვის რთული ტესტი ქონდა და აინტერესებდა თავს, თუ გავართმევდი, მეც ვთხოვე, რომ ტესტი მოეცა და სახლში გავაკეთებდი. მითხრა, რომ ამ დღეებში მომაწვდიდა.
კლასში, რომ შევედი გაოცებისგან კინაღამ ყბა ჩამომოვარდა. ლინი ჰეილისთან იჯდა. მასთან და არა ჩემთან. რა ჯანდაბაა? ის ყველა გაკვეთილზე ჩემთან ზის, ახლა რა ჰეილი მოუნდა. ცარიელ მერხზე ვჯდები და წარბებს ვკრავ, არ მინდა ვინმე გვერდით მომიჯდეს. ლინს გავხედე, იცინის. ძუკნა. ჩემსკენ არც გამიუხედავს. ზარი დაირეკა და მასწავლებელიც შემოდის. მას უკან ზეინი და ლოლა მოყვებიან. ზეინმა წამიერად დახედა ჩემს გვერდით ცარელ მერხს, მაგრამ შემდეგ ლოლას გაყვა უკანა რიგში. ხმაურის გამო მასწავლებელი ზეინს ჩემს გვერდით სვამს, რასაც ლოლას უკმაყოფილო შეძახილი მოჰყვა.
- რა მალე შევხვდით ერთმანეთს, ნენს.- ჩურჩულით მეუბნება.
- არ მესმის.- ვატყუებ.
ჩემს სკამს ქვემოდან ხელს კიდებს და მისკენ მწევს. წამიერად ვშეშდები, კიდევ კარგი ბავშვები ხმაურობენ და სკამის ხმა ვერავინ გაიგონა.
- რა მალე შევხვდით ერთმანეთსთქო.- ისევ ჩურჩულით მეუბნება.
- აბაა, ნუ იტყვი, გაგიჟებაც შეიძლება.
- გინდა სკოლის შემდეგ სადმე წავიდეთ?
- მგონი, ლოლას ეწყინება.
- ლოლაც წავიყვანოთ.- მეუბნება ბოროტი ღიმილით.
- როგორი სასაცილოა. ახლა კი მაცადე, ვცდილობ ვისწავლო.
გაკვეთილი გაჭიანურდა. მასწავლებელმა ხვალინდელ ტესტზე გაგვაფრთხილა ,,ჯეინ ეარზე". ბოლოს კი პრეზენტაციის გაკეთება დაგვავალა შექსპირის შემოქმედებაზე.
- თითოეულ ჯგუფში 3 მოსწავლე იქნებით. შეეცადეთ უფრო მეტად სიყვარულზე ისაუბროთ. მოდით ამ პრეზენტაციაზე კარგად დაფიქრდით და თქვენს ჯგუფში მყოფებს დაუახლოვდით. სიყვარულია მთავარი ყველგან. პრეზენტაციას ორი კვირის შემდეგ ჩააბარებთ. მისის მანერს?
- დიახ?- უპასუხა ლინმა.
- როგორც ვიცი თქვენ და მისტერ სტაილსს ცუდი ურთიერთობა გაქვთ. ვფიქრობ, ეს პრეზენტაცია დაგეხმარებათ დამეგობრებაში. ასე, რომ თქვენ ერთად იქნებით ჯგუფში, ჰმმ... მისტერ ფლინთან ერთად. შეგიძლიათ გახვიდეთ. - შემდეგ კიდევ რამდენიმე ბავშვი დააჯგუფა და გაუშვა.
დარჩენილ ბავშვებს გადავხედე. მეგანი და ლოლა აქ არ იყვნენ, ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს ვისთან მოვხვდები.
- მისტერ მალიკ, რადგანაც თქვენ ახალი გადმოსული ხართ, ვფიქრობ კლასის საუკეთესო მოსწავლეებთან ჩაგსვამთ. ფრეისთან იქნებით, მასთან მარტივად გაიგებთ.- თვალები გადავატრიალე.- და ჰო, რათქმაუნდა ჯეისონ, ჩემო ძვირფასო შენც მათთან იქნები. შეგიძლიათ გაბრძანდეთ.
ამის დედაც, ზეინთან და ჩემს ძმასთან უნდა მოვამზადო დავალება. ნეხვში ვარ.
კლასიდან, რომ გამოვდივართ ჯეისონი გვაჩერებს.
- როდის ვიწყებთ მუშაობას? მგონი აჯობებს მალევე დავწეროთ. დღეს ტესტისთვის უნდა მოვემზადო.
- ჰო, რაც მალე მოვრჩებით მით უკეთესია.
- ჩემთან ვერ შევიკრიბებით.- ამბობს ზეინი.- ჯერ სახლი არ მომიწესრიგებია.
- კარგი, მაშინ ჩემთან.- თავი გამოვიდე. სახლში ზეინის მიყვანის გამო ვერ მეჩხუბებიან, რადგან ეს ჯეისონისთვისაცაა საჭირო.
- კარგი, შენთან იყოს.- ჯეისონი მიღიმის. მისი სახლი, ჩემი სახლი. ჰააჰ.
მოიცა! ჯეისონი მიღიმის? დღეს მართლა პარალელურ სამყაროში ვარ?

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now