თავი 3

2.2K 146 41
                                    

      ირგვლივ ჰაერი სასმლის და სიგარეტის სუნითაა გაჟღენთილი. შეიძლება ეს ყველაფერი გულის ამრევია და წესით ,, კარგ" გოგოს აქ არაფერი არ უნდა მოსწონდეს, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნოა. არადა ჩემი გარეგნობით, რომ იმსჯელონ ისეთი ნაზი ვარ ვერავინ იფიქრებს როგორი ბინძური ფიქრებიც მაწუხებს. სასმელს ვიღებ და ცოტ-ცოტას ვწრუპავ, თან მუსიკას ჯერ მხრებს, შემდეგ კი თეძოებს ვაყოლებ და ცეკვით მივყვები უკან ლინს. მხარში ვიღაც ხელს მავლებს და კიბისკენ მიმათრევს. ლინს ვეძახი, მაგრამ არ ესმის. გამტაცებელმა კიბეზე ამათრია და ცარიელ ოთახში შემაგდო.
- ვინ ხარ?- ვეკითხები მშვიდად რადგან უკვე ვიცანი.
- მე ვარ.- ხელს მიშვებს- ჰარი.
- რა ჯანდაბა გინდა? იცოდე ლინს არ გაეკარო. თორემ მოგკლავს.- ვაფრთხილებ პირდაპირ.
- ვითომ რატომ?
- რატომ აკოცე? გაგიჟებულია და აპირებს თავის ხუთ სანტიმეტრიანი ქუსლით გადაგიაროს და მამაკაცური ღირსება მოგაგლიჯოს. - თვალს ვუკრავ.
- ლინთან მოგვარდება. შენ რას აკეთებ აქ? ან რა გაცვია?- თავიდან ბოლომდე შემათვალიერა. ჟაკეტი გაიხადა და მომცა- ეს ჩაიცვი.
- რა იყო? მამაჩემი ხარ?
- მამაშენი, დედაშენი ან შენი და-ძმა, რომ ვიყო უკვე ნაცემი და გალანძღული მეყოლებოდი. თან ისეთ ადგილებზე დაგარტყამდი ჩალურჯება, რომ არავის დაენახა.
- უფრო ხმამაღლა თქვი სტაილსს, - თვალები გადავატრიალე-სხვებმაც გაიგონ.
- ჩაიცვი.
- ასე რატომ დარდობ?
- შენი აზრით?
- შენ ხომ დამიკიდე. სკოლაში ისე მექცევი, თითქოს ვერც მამჩნევ. არ მეგონა საერთოდ თუ გახსოვდი.
- ლინი ხომ გყავს?
- ოოო... ის საუკეთესოა.- მის გახსენებაზე თვალები მივნაბე.
- შენი და აქაა და თუ დაგინახა, ხომ იცი მაგრად დაგერხევა.
- რაა? ძუკნაა! ანუ სახლიდან გამოიპარა.
- ისევე, როგორც შენ. მოდი, ჩაიცვი.- ხელს მკიდებს და ცდილობს ჟაკეტი ჩამაცვას, მაგრამ მე არ მინდა ჩაცმა და ვუძალიანდები. უეცრად კარები იღება და ჩარჩოში შავ სილუეტს ვამჩნევ. ჩემი ღამის კოშმარები გამახსენდა. შუქს რთავს და ახლა გარკვევით ვხედავ, მაგრამ მისი სურნელით სიბნელეშიც ვიცანი. ამ ვაშლის ქურდს აქ რა უნდა?!  თან როგორ მეცნობა. ნეტავ წარსულში შევხვედრილვართ?
- ხელი შეგიშალეთ?
       მე და ჰარიმ ერთმანეთს შევხედეთ. უკნიდან ჩემზეა აკრული და ცდილობს ჟაკეტი ჩამაცვას, თუმცა შეიძლება ამ ბიჭს ჰგონია, რომ მხდის.
- არა!
- არა!- ერთდროულად ვყვირით.
- მე მგონი, კი. ბოდიში- ამბობს, თუმცა ხმაში სინანული არ ეტყობა და არც გასვლას აპირებს.
- ჯანდაბა, ზეინ, ძმაო! - ჰარიმ ხელი გამიშვა და მას ჩაეხუტა- როგორ მომენატრე, ბიჭები ნახე უკვე?
- ჯერ არა, ახლახანს მოვედი. ვხედავ დროს ტყუილად არ კარგავ.- ჩემზე ანიშნა.
- რაო?- წამოვიძახე უცებ.
- ნენსი!- თითქოს ახლა შემამჩნია ჰარიმ- ეგ ჟაკეტი ჩაიცვი და ჩემს მანქანაში ჩაჯექი.
- შენს მეგობარს არ გამაცნობ?- ვკითხე ღიმილით.
- წადი, თორემ დიდ შარში ხარ.
- არ შეგიძლია ის გაუშვა?- თვალები გადავატრიალე.
- ჩემზე ამბობ?- ზიზღით მკითხა ზეინმა.
- არა, მეგანზე. მისი დაა.- უხსნის ჰარი.
- მე წავედი- ჟაკეტს ჰარის ვაწვდი - აიღე.
- გააკეთე რაც გითხარი. მანქანაში ჩაჯექი.- იგივეს იმეორებს ჰარი.
- როდის იყო, მე და შენ ერთმანეთს ვუჯერებდით, ჰაროლდ? თუ ასე ნერვიულობ ჩემზე, შეგიძლია მეგანი გაიყვანო აქედან და საშუალება მომცე გავერთო.
  ჰარი რამდენიმე წამს უხმოდ მაკვირდებოდა, შემდეგ კი როგორც იქნა ამოიღო ხმა.
- აქ იყავი.- თვალები გადაატრიალა - შენს დას წავიყვან და როცა მოგწერ გამოდი ოთახიდან. ზეინ წამოდი , თან ბიჭებს განახებ.
- მოიცა, ჰარი! ტელეფონი აქ არ მაქვს.
       ისე გამომხედა, თითქოს მეკითხებოდაბა ,,სერიოზულად?"
- მაშინ ორასამდე დაითვალე და გამოდი.- იპოვნა გამოსავალი.
- აქ ვიჯდე და ვითვალო?
- ეჰ! - ამოიოხრა ზეინმა- ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მე აქ დავრჩები და შეგიძლია ჩემს ტელეფონზე მოგვწერო. ბიჭებს მოგვიანებით ვნახავ.
- კარგი. მაპატიე ამ პატარა თავის ტკივილში შენც, რომ მოხვდი.- ჰარიმ საფეთქელთან თითი გადაიტარა და გავიდა.
- აბაა აქ რა ხდება, ნენსი?- მკითხა დამცინავი ღიმილით.
- დიდი ხანია ჰარისთან მეგობრობ?
- დიდი ხანია, ჰარის ძუკნა ხარ?
       რაოო? მოიცა ახლა ამან რა მიწოდა? არავის აქვს უფლება მიწოდოს ძუკნა. ა რ ა ვ ი ს, ლინის გარდა.
- შენი აზრით ვგავარ იმ პათეტიკურ გოგოებს ჰარიზე, რომ ჭკუას კარგავენ? ჩემი მეგობარია.
- გოგოს და ბიჭის მეგობრობის მჯერა, თუ რათქმაუნდა ბიჭი ჰარი სტაილსი არაა.
- შენი საქმე არაა, როგორი ურთიერთობა გვაქვს მე და ჰარის.
- რამდენი წლის ხარ?- სასაუბრო თემა შეცვალა.
- 17
- 18
- არ მიკითხავს.- მივახალე უხეშად.
      უეცრად ჩემსკენ წამოვიდა და კედელზე ამაკრა. ხელი შტეფცელს ჩამოკრა და შუქი ჩააქრო. ოთახს ქუჩიდან შემოსული სინათლე ანათებდა.
- ასეთ განათებაში, შენი სხეული კიდევ უფრო გამომწვევია.- ჩამჩურჩულა ყურში.
       ვერაფერი ვუპასუხე, რადგან მისი შეხება და სურნელი გონებას მაკარგვინებდა. როცა ტუჩები ყურზე შემახო, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და მაშინვე გამოვფხიზლდი.
- რაა... რას აკეთებ? მომშორდი. - ვუთხარი ვითომ მკაცრად, არადა ისე ჟღერდა, როგორც კატის კნავილი- ასეთი რამ აღარ განმეორდეს.
- არ მიკითხავს, გინდა თუ არა.- მითხრა დამცინავად და ტელეფონი სახესთან ამიფრიალა ჰარის მონაწერი იყო, ,,ტერიტორია სუფთაა" . ზეინი გავიდა და ოთახში დამტოვა. სანამ გავიდოდა თავიდან ფეხებამდე კარგად შემათვალიერა.
ეს რა იყო?!
       ცოტა დაბნეული გავდივარ ოთახიდან და ქვემოთ ჩავდივარ. ლინი, როგორც კი მამჩნევს ჩემთან მოდის, შემდეგ კი მკლავში მწვდება და მიყვირის.
- სად დაიკარგე?
- მე კი არა, შენ სად დაიკარგე? რამდენიხანია გეძებ. - ვატყუებ ურცხვად. მას ვერ ვეტყვი, რომ ჰარისთან ვიყავი. ვერ ვეტყვი, რომ ჰარის ვიცნობ. იმასაც კი ვერ ვეტყვი, რომ საერთოდ სტაილსთან მისაუბრია. საშინელი მეგობარი ვარ.
- წამოდი ვიცეკვოთ, თანაც ის ნაბიჭვარი თუ სადმე შეგვხვდა მოვკლათ.- მითხრა და სიცილით თავი უკან გადააგდო.
- უნდა მოკლა?თუ უბრალოდ დაასახიჩრებ?
- ჰმ... ვფიქრობ.
       20 წუთი დავბოდიალობდით, თან ვცეკვავდით. ბოლოს ლინი მაჩერებს და რაღაცას აშტერდება. მის მზერას თვალს ვაყოლებ და ვხედავ ჰარის, რომელიც ვიღაც გოგოს ვნებიანად კოცნის. ლინს სახე გაეყინა.
- მგონი აჯობებს წავიდეთ.- ჩავყვირე ყურში.
- არაა! აქ ვრჩებით. ჰარის მოკვლა გადავიფიქრე.
       ჰოო, აი შემდეგ ლინი მაგრად გამოთვრა. მუსიკა 12 საათზე გაითიშა და ბავშვები იძულებულნი გახდნენ დაშლილიყვნენ. ჯერ ძალიან ადრე იყო, თუმცა ჩვენც დავაპირეთ სახლიდან გასვლა, მაგრამ კარებში ზეინი დგას, როცა დამინახა ჩემსკენ წამოვიდა.
- შენ დარჩი.- მისმა ხმამ წამიერად გონება დამიბინდა.
- რატომ?
- წვეულება ჯერ არ დამთავრებულა. ახლობლები რჩებიან და რადგან შენ ჰარ...
- კარგი! - ვაწყვეტინებ სასწრაფოდ, თან ლინს გადავხედე. სარკეში საკუთარ თავს თავმომწონედ უღიმის და თვალს უკრავს. - მეგობარიც უნდა დავიტოვო.
- რა პრობლემაა. ზემოთ ავიდეთ.
       სახლი დაცარიელებულია, მხოლოდ მეორე სართულიდან ისმის სუსტი ხმა. ზეინი ხედავს, რომ ლინს მაღალქუსლიანებით კიბეზე ასვლა უჭირს. ამოიოხრა და ერთი მარტივი მოძრაობით მხარზე მოიგდო.
- შენს დაქალს მაგარი უკანალი აქვს.
- აბა გაბედე და ეგ ფხიზელზე უთხარი.- გამეცინა.
- გამოწვევა მიღებულია. - თვალი ჩამიკრა.
      მეორე სართულზე პირველი ჰარის ვამჩნევ, შემდეგ ლიამს, ნაილსა და ლუის. იატაკზე წრეზე სხედან. ზეინი ლინს სვამს და ჰარიც წამში მასთან ჩნდება.
- აბაზანაში გავიყვან და ცოტას შევაფხიზლებ.
- კარგი. - მოიცა! ახლა ჰარის უფლება მივეცი, ლინი სააბაზანოში შეეყვანა?!
       იატაკზე ლიამის და ნაილის შუავჯდები და მათ ვესალმები. წრეს თვალს ვავლებ და ძუკნა ლოლას და მის ფინია დაქალებს ვამჩნევ. ვერ ვიტან ლოლას, აიი მას კი მე და ლინი ვეზიზღებით. ასევე ვიღაც უცნობებიც არიან.
- ამას აქ რა უნდა?- ზეინს ჩემზე ანიშნა იმ ძუკნამ.
- რამე პრობლემაა, ლოლა?- და სანამ ლოლა ეტყოდა კიო, ზეინმა დაასწრო - მკიდია.
       კიბეებზე ხმა ისმის და ლუის შეყვარებული, ჰეილი შემოდის, უკან ის გოგო მოყვება, ჰარის რომ კოცნიდა.
- ჰარი სადაა? - გვეკითხება და სწორედ ამ დროს გამოდის ის და ლინი აბაზანიდან. ჩემს გოგოს ის ჟაკეტი აცვია ჰარი მე რომ მტენიდა. ლინი ისე გამოიყურება თითქოს სულ არ ყოფილა ნასვამი. ვერ ვხვდები ამ გოგოს ერთი წყლის შესხმა, როგორ აფხიზლებს.
       გოგონა ჰარის მივარდა და კისერზე ჩამოეკიდა. ლინმა ამრეზით შეხედა და შემდეგ ჩემსა და ნაილს შორის ჩაეკვეხა. ნაილმა პირი დააღო, ასეთი სექსუალური გოგო გვერდით, რომ მიუჯდა. როცა ლინმა შეუბღვირა მზერა მაშინვე მოაშორა. ჰარი და მისი გოგოც დასხდნენ. ზეინი კი ჩემს წინ, ლოლას გვერდით დაჯდა. ასეთ სიტუაციაში ამ ბავშვებთან პირველად ვარ. ზოგადად ასეთ წვეულებაზეც პირველად ვარ.
- აბაა დავიწყოთ.- ამბობს ლოლა და ბოთლს ატრიალებს. - კარგი, ანნა, სიმართლე თუ მოქმედება?
    ანუ, ჰარის გოგოს ანნა ქვია.
- სიმართლე.
- ჰმ... რამდენი ხანია რაც ჰარი მოგწონს?
- მას შემდეგ, რაც პირველად დავინახე. - თქვა და ჰარის ვნებიანად აკოცა.
       გავიგონე ლინმა ჩემს გვერდით, როგორ ამოიოხრა.
- კარგი ახლა ჩემი ჯერია. - ბოთლი დაატრიალა- ნენსი, სიმართლე თუ მოქმედება?
- სიმართლე.
- კარგი.- თვალები ბოროტად აათამაშა - აქ მყოფებიდან, ვისთან დაწვებოდი?- თვალი სწრაფად ლინისკენ გავაპარე- ბიჭებიდან.- დაამატა სასწრაფოდ.
- ჰაჰ!- მოკლედ გაიცინა ლინმა.
- მეე... მმ... - წამიერად ზეინს შევავლე თვალი, ტუჩს იკვნეტდა.
- რათქმაუნდა ჩემთან. - წამოიძახა ლიამმა. მან შერცხვენას გადამარჩინა. ანუ ახლა ლიამმა თქვა, რომ ჩემთან სექსი ექნებოდა, მე კი არ მითქვამს. რა ჩემი ბრალია.
- ვითომ რატომ? - გაოცებით იკითხა ლოლამ. ლოლა ჩემს გამო გაოცდა?
- ნენსი, ჩემი გოგოა და მაგიტომ. - ლიამი მკერდზე მიკრავს და მეხუტება. რათქმაუნდა ხუმრობს. მას მე არ მოვწონვარ.
       ბავშვებს გადავხედე. ყველა გაშტერებული მიყურებს ჰარის ლუის და ნაილის გარდა. ზეინს მგონი კიდია. ლიამის ხელებს თავს ვაღწევ.
- გოგოს მართმევ? - ეკითხება სიცილით ნაილი.
      ლინს ვუყურებ. სულ დაიბნა, მხოლოდ ის კი არა ყველა. მაგრამ მე მხოლოდ ლინზე ვფიქრობ. როგორ უნდა ავუხსნა, რომ ჰარი სტაილსი, რომელსაც ვერ იტანს ჩემთვის ახლობელი ადამიანია. მხოლოდ ის არა ლიამი, ლუი და ნაილიც. როგორ ავუხსნა, რომ მის გამო ამ ბიჭებს ჩამოვშორდი?
- ღმერთო, რა დროს მყავს შეყვარებული.- სიცილით თქვა ლუიმ.
- გეყოთ, ბიჭებო. - ამბობს ჰარი- ამ ოთახში არავინაა ისეთი, ვინც ნენსის იმსახურებს.- ეუბნება ანნას და ლოლას.- დაატრიალე.

       მე რაღაც უაზრო კითხვას ვუსვამ, ვიღაც უცნობ ბიჭს და ასე შემდეგ. შემდეგ ლუი ეკითხება ზეინს, თურამდენი გოგო გამოიცვალა მათი ბოლო შეხვედრის შენდეგ.
- არ ვიცი. გრძელვადიანი ურთიერთობა არ მქონია. ერთი ღამის გოგოები კი არ დამითვლია.- შევამჩნიე, როგორ აეკრა ლოლა ზეინს.
- სულ არ შეცვლილხარ, ძმაო.- უთხრა ჰარიმ, თან მზერას ლინისკენ აპარებდა, თან ანნას ესიყვარულებოდა.
- ახლა მე ვატრიალებ. - ზეინს ყავისფერი თვალები აუციმდიმდა- ნენსი.
- სიმართლე. - პირდაპირ ვუთხარი, თან თვალები ავატრიალე.
- შენ ის გოგო ხარ, ჰარის სახლში ბიჭებთან ერთად, რომ ვატარებდით დასვენების დღეებს? ჩვენი ბავშვობის მეგობარი ხარ? - ეს თქვა და  გავშეშდი. ვიგრძენი, როგორ დაიძაბა ჩემს გვერდით ლინი.
- მეგობარი?- იკითხა ჩახლეჩილი ხმით. ისე, რომ მხოლოდ მე გამეგო.
- ეეე, ბიჭოო, გახსოვს? - წამოიძახა ნაილმა.- როგორ ვერთობოდით ჰარისთან სახლში. ნენსის დამწვარ ორცხობილებს რა დამავიწყებს.- სიყვარულით თვალები აუციმციმდა ნაილს. შემდეგ მე მომიბრუნდა- მაგრამ რაც ლინი გაიცნო, ჩვენ ყურადღების ღირსად აღარ გვთვლის სკოლაში.
      ლინი უეცრად ფეხზე წამოხტა და გასასვლელისკენ დაიძრა. მეც მას გავეკიდე. მთლიანად ნეხვში ვარ.

🦋🦋
ნააჰ იმედია მოგეწონებათ ჩემო ლამაზებოო🤗❤️❤️❤️მიიყვაარხაართ 😭❤️❤️❤️🎉🎉 მგონი არ კითხულობთ მაგრამ მაინც😭😭❤️❤️🎉❤️🎉🎉

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now