თავი 22

1.5K 110 70
                                    

-ჩუმად! რაიყო, არ მელოდი? პატარა ნაბიჭვარო.
- აქ... აქ რას აკეთებთ?
- მეკითხები აქ რას tვაკეთებ? ანუ იმაზე შევთანხმდით, რომ ნაბიჭვარი ხარ.
- აჯობებს, ცოტა კორექტულად მესაუბროთ.
- ზრდილობას შენგან არ უნდა ვსწავლობდე. თუმცა შენ ხომ უკვე სტაილსი ხარ...-ჩაეცინა.- მოუშორებელი ჭირი ხარ. დედაშენი, რომ მოკვდა და დეიდაშენთან, რომ
მიგაგდე, მეგონა სამუდამოდ მოგიშორე თავიდან. მაგრამ ისევ შემოძვერი ჩემს ოჯახში. ჩემი შვილი დას გეძახის.- მესისინება ზიზღნარევი ხმით.
- ალექსა...
- გაჩუმდი! დედაშენი კახპა იყო. საზიზღარი კახპა. ცდილობდა ჩემთვის ქმარი წაერთმია. მაგრამ მოკვდა.- გაეცინა.- იმ დროს მეგონა სამუდამოდ ჩამოვიშორე, მაგრამ შენ გამოჩნდი. დედაშენის ასლი ხარ, მაგრამ ჩემი შვილის თვალები გაქვს. არ მინდა ჰარისთან რაიმე კავშირი გქონდეს. გასაგებია?

   და რა ვქნა თვალები დავითხარო?
- ის ჩემი ძმაა!
- რა ძმაა? უტვინო გოგო! ჩემი შვილი და ვიქტორიას შვილი და-ძმანი ვერ იქნებიან.- დაიყვირა, მაგრამ შემდეგ საუბარი ისევ წყნარად განაგრძო. - დედაშენის დაწყებული შენ დაასრულე. შენს გამო დევიდი მშორდება! მეზიზღები!
- მგონი დროა წახვიდე.
ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.
- აქ გაჩერების სურვილი არც მე არ მაქვს. გაფრთხილებ ჩემს შვილს ვერ წამართმევ.- მითხრა და კარებისკენ წავიდა.- მიფრთხილდი.- უკანასკნელად გამომხედა ბასრი ღიმილით და ოთახიდან გავიდა.
         ჩემს ლოგინში ვძვრები და ვცდილობ დავმშვიდდე, თუმცა ცრემლები თავისას არ იშლიან, რა მტირალა გოგოსავით იქცევი ნენსი. რა დავუშავე? ყველა სულ მე, როგორ მეჩხუბება? ალექსას გახსენებაზე შიში მიპყრობს. ნეტავ ჰარის უნდა ვუთხრა? არ ვიცი.
         დილით ჰარის ხმას მაღვიძებს.
- გაიღვიძე!- თავში ბალიში მესროლა.
- შემეშვი!
- ნენსი, უნივერსიტეტი!
- ვაიმეე!- ლოგინიდან ვხტები და აბაზანაში შევბრივარ. თავს ვიწესრიგებ, ვიცვამ და მე სახლიდან გავრბივარ. მანქანაში ვჯდებით და უნივერსიტეტისკენ მივდივართ.
- ლექციები ერთად გვექნება, არაა?
- კი.- ვპასუხობ, თან ჩანთაში წიგნებს აკურატულად ვალაგებ.
პირველ ლექციაზე ცოტა ვაგვიანებთ.
- უკაცრავად, დაგვიანებისთვის.- ვამბობ და თავისუფალი ადგილისკენ მივდივარ ჰარისთან ერთად.
მოხუცი პროფესორი სათვალის ზემოდან გვაკვირდება.
- სტაილსები?
- დიახ.- პასუხობს ჰარი.
- ჰეჰ, პირველი სემესტრი ისვენებდით და ახლა მოხვედით ლექციებზე. - თითს ნერწყვით ისველებს და წიგნს ფურცლავს. - ასე, მარტივი არ იქნება ყველაფრის გაგება.
- შევეცდებით, როგორმე ყველაფერი გავიგოთ. ეგრე დებილებიც არ ვართ.- ვეუბნები და ამ დროს ჰარი მუჯლუგუნს მარტყამს.
- გაბრძანდით მისის სტაილს. თქვენ პირველ ლექციას გამოტოვებთ.- მეუბნება და ისევ აგრძელებს სველი თითებით გადაფურცვლას.
- რაა? რატომ? ეს უსამართლობაა.- ყვირის ჰარი.
- ორივე გარეთ.- გვიღიმის პროფესორი და სათვალის ზემოდან გვიყურებს.
- გავედით, ნენსი. - ჰარი ხელს მკიდებს და აუდიტორიას ვტოვებთ.
-  დეგენერატი, უნამუსო, საზიზღარი კაცი. - ვლანძღავდი, როცა უნივერსიტეტთან ახლოს კაფეში დავჯექით. - ხელს მოვკიდებ და კისერს მოვუგრეხ.
- ვისზე ამბობ?- გვერდით ლოლა მიჯდება.
- ვაი! აქ რა გინდა, ლოლა?
- თუ არ გინდა ამას მე შევჭამ.- ზეინი ჰარის გვერდით ჯდება და მის კრუასანს იღებს.
- აქ რას აკეთებთ?
- პირველ ლექციას ვაცდენთ. ვიღაცის გამო.- ლოლა ზეინს უყურებს და იღიმის.
- და ჩვენთან რატომ ზიხართ?- ვკითხულობ გაღიზიანებული.
- გინდა გადავჯდეთ?- მეკითხება ზეინი ღიმილით.
       ჯანდაბაა!! ჯანდაბაა!! ასეთი საყვარელი არასდროს არავინ მინახავს. თვალები ეჭუტება და ისე მიღიმის. ეს სისაყვარლე მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ. მაგრამ მატყუებდა! როგორ შეიძლება ერთ კვირაში შევყვარებოდი? მატყუარა, თავიდანვე მატყუებდა.
- კი, მინდა! - ვუბღვერ.
- ცოტახნით აგვიტანე.
თვალებს ვატრიალებ, ლოლა კი ტელეფონზე საპასუხოდ გარეთ გადის.
- ანუ შენ და ლოლა ერთად ხართ? - ეკითხება ჰარი. ესენი ისევ, რატომ მეგობრობენ?
- ვერთობით. - მხრებს იჩეჩს ზეინი და ჭამას აგრძელებს.
   მინდა თავში რაღაც ჩავსცხო. ერთობა ბიჭი. მაგრამ შემდეგ ჩემი ძველი რომანები მახსენდება და ვწითლდები.
- რატომ გაწითლდი? - მეკითხება ზეინი.
- სიტყვა ,, გართობაზე" წარსულის ცოდვები გაახსენდა.- ახარხარდა ჰარი.
- კარგი რაა!- თვალებს ვატრიალებ.
- და ბევრი ცოდვა ჩაიდინე? - ზეინს თვალებში რაღაც უკრთება და ნიკაპზე ხელს ისვამს.
- საკმაოდ.- პირდაპირ ყავისფერ თვალებში ვუყურებ.
- რაზე საუბრობთ?- ლოლა ისევ გვერდით მომიჯდა. გავწიწიკნი შუაზე.
- არაფერზე.- ერთდროულად ვპასუხობთ მე და ზეინი. ვხედავ ჩუმად, როგორ ეღიმება და მინდა ვაკოცო.
    მთელი კვირა მე და ჰარიმ სახლში გავატარეთ მეცადინეობაში. ჰარის ალექსაზე მოვუყევი და ძალიან გაბრაზდა. დედამისს დაურეკა და დაძაბული საუბარი ჰქონდათ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ არაუშავს. როგორც იქნა პარასკევი მოვიდა და ნაილისთან მივდივართ. ნუ ნაილისთან რა, ყველასთან. კომფორტულად ვიცვამ და ჰარისთან გავდივარ. ჩემი ძმა დიდი მონდომებით არჩევს ტანსაცმელს. ლინს ეპრანჭება და აღარაა ჭკუაზე. მიხარია, რომ შერიგდნენ. მაგრამ მე რატომ არ მირიგდება?
- წავედით.- მეუბნება ჰარი და სახლიდან გავედით.
  ,,ყველას" სახლთან, რომ მივდივართ ჰარი მანქარას აჩერებს და გადავდივართ. სახლში შევდივართ და პირდაპირ ნოასთან მივდივარ და ვეხუტები. მთელი კვირაა არ მინახავს.
- როგორ ხარ?- მეკითხება და თან მეხუტება.
- ძაალიან დავიღალე.
- რა ჯანდაბაა?- მესმის ჰარის ხმა სამზარეულოდან და მეც იქ ვიჭყიტები.
    ვხედავ ლინი ვიღაც ბიჭთანაა ჩახუტებული.
- რა გინდა ჰარი?
- რა რა მინდა? მაგ ტიპს რატომ კოცნიდი?
- რა პრობლემაა ვერ ვხვდები.
- ჩვენ ხომ...
- რა ჩვენ? არანაირი ჩვენ არ არსებობს. შეგახსენო? ჩვენ დავშორდი!
- მაგრამ ახლა...
- უბრალოდ მეგობრები ვართ!
   ჰარი გვერდს მივლის და გარეთ გადის. ვიცოდი ლინის სიმშვიდე რასაც მოასწავებდა.
- ჰარი! დამელოდე!
- მარტო მინდა ნენსი, გთხოვ.
- კარგი. - ვჩერდები.
  მთელი საღამო ველოდები, როდის მომაკითხავს ჰარი, მაგრამ არ მოდის.
- გინდა სახლში წაგიყვანო?- მეკითხება ნოა.
- გზა არ ვიცი.- ვამბობ და ვწითლდები. - ვერ დავიმახსოვრე, ბევრი შესახვევებია.
- მაშინ შეგიძლია ჩემს ოთახში დაიძინო.
- მაშინ ახლავე დავიძინებ.- უკვე დიდი ხანია ძლივს ვდგავარ ფეხზე. კვირის ბოლო ყოველთვის დამღლელია.
   ნოას ოთახში შევდივარ და პირდაპირ ლოგინზე ვეგდები. კარზე ვიღაც მიკაკუნებს.
- რამე გინდა, ნოა?- ვკითხულობ და კარს ვაღებ.- ზეინ?- სუნთქვას ვაყოლებ.
- შემიძლია სახლში წაგიყვანო.
- რა? რატომ?
- რადგან არ მოსწონს ნოას ოთახში, რომ ხარ.- სიცილით მიდის ნაილი თავის ოთახისკენ.
- უბრალოდ მგონია, რომ შენს ოთახში გირჩევნია წასვლა.- ნაილს მომაკვდინებელ მზერას ესვრის.- თუ არ გინდა...
- არა! სახლში მინდა წასვლა.
- მაშინ წავიდეთ.
   ზეინთან ერთად სახლიდან გავდივარ და მის შავ მუსტანგში ვჯდებით. ნოას ვწერ, რომ წავედი და შეუძლია თავის ოთახში დაბრუნდეს.
- არაფერს იტყვი?
- რა უნდა ვთქვა?- მეკითხება სუსტი ღიმილით.
- რავიცი. მთელი კვირაა აქ ვარ და ჯერ არ გვისაუბრია.
- რაზე უნდა ვისაუბროთ?
- არაფერზე!- მივახალე და ფანჯრისკენ მივბრუნდი.
   ზეინმა რაღაც მითხრა, მაგრამ არ გამიგონია, რადგან დავინახე ქუჩაში გოგოს, როგორ მისდევდა ვიღაც ბიჭი. ბოლოს ეს ბიჭი იჭერს და აწვალებს. იმ გოგოს ყვირილი მესმის და მეც ვიწყებ ყვირილს.
- ზეინ! გააჩერე! გააჩერე!..
   მანქანიდან გადავდივართ და ზეინი იმ ცხოველს აშორებს გოგოს.
- კარგად ხარ?- გოგონას სახიდან თმას ვუწევ და ცრემლებს ვწმენდ. ის თავს მიქნევს.
   ზეინს გავხედე, იმ ტიპს ცემდა და რაღაცებს უყვიროდა.
- ზეინ! მოშორდი, მოკლავ!
- ადამ, აქედან გააჯვი.- უყვირის ზეინი და ის ბიჭიც სიცილით დგება. რა აცინებს?
- ზეინ, ეს შენი შეყვრებულია?- ჩემზე ანიშნებს.- საყვარელი გოგოა.
- მას შეეშვი.- ამოიგმინა ზეინმა და ისევ ადამისკენ წავიდა, მაგრამ მე გავაჩერე.
- ნუ უსმენ, აქედან წავიდეთ, ზეინ.
- საუბარი არ დაგვიმთავრებია, მალიკ. შენ კი შეხვედრამდე ლამაზო.- ამას მე მეუბნება.
  ზეინი ხელიდან მისხლტება, მასთან მიდის და ისევ მიწაზე აგდებს ცემით.
- მას არ გაეკარები, გასაგებია? - უღრიალა.
- შენი გოგო სახლში წაიყვანე მალიკ და კარგად მოუარე.- ისიც სიცილით ამბობს.
   ზეინმა ისევ დაარტყა, მე კი მას მივვარდი და ადამს მოვაშორე, შემდეგ იმ გოგოს ხელი მოვკიდე და ორივე მანქანისკენ წავიყვანე.

🦋🦋
ნუ ესაა 🤷‍♀️ნახევრად გათიშული ვწერ და არ ვიცი როგორია >< თან ახლა აღარ გავჩერებულვარ საინტერესო ადგილზე 😈😈
ჰოო და კიდევ არ ვიცი ახალს, როდის დავდებ მუზის მარაგი უნდა შეივსოს😂თავში ბევრი რაღაც მიტრიალებს და ამ აზრებს დალაგება სჭირდებათ 😈❤️❤️❤️მიიიიყყყ🤗❤️❤️

ძალიან გთხოვთ დაავოუუთეეთ🤗☺️❤️❤️❤️❤️❤️🎉🎉

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now