თავი 33

1.4K 109 66
                                    

ზაფხულის სიცხისგან შეწუხებული მაცივრის წინ ვდგავარ და კარს არ ვკეტავ.
- ნენსი, გაფუჭდა საჭმელი.- თვალებს ატრიალებს ნოა და კარს კეტავს.
- ეჰ!- წყალს ვიღებ და ზეინის ოთახში მივდივარ.
    დაახლოებით ორი თვეა აქ ვცხოვრობ. მე და ლინმა ოთახები გავცვალეთ. ჰარის ბოლო შეხვედრის შემდეგ არ დავლაპარაკებივარ, თვალს მარიდებს. ასე, რომ ლინი გავუშვი ჩემს ოთახში საცხოვრებლად, მე კი მის ოთახში ვარ. ჰო, კარგი! თითქმის სულ ზეინთან ვარ.
- ზღვაზე მინდა!- ვყვირი და ზეინის ზურგზე ვჯდები.
- სწავლას, რომ დავამთავრებთ სადაც გინდა იქ წავიდეთ.- ზეინი ტრიალდება და მის გვერდით ვვარდები, შემდეგ კი კალთაში მისვამს და მეხუტება.
- შენი წამწამები მომწონს.- თვალებზე ვკოცნი.
- მე კი შენში ყველაფერი მომწონს. - სახეს მიკოცნის.
- დღეს რა გეგმები გვაქვს?
- ჰმ... დღეს ლოლამ მთხოვა შეხვედრა რაღაც საქმე მაქვსო და მასთან უნდა წავიდე.
- ზეინ!- თვალებს ვატრიალებ.- მაგ გოგოსთან რატომ მეგობრობ? ნერვებს მიშლით ორივე. ძუკნა! ბოზი!
- ჰეი, ჰეი! დაწყნარდი პეპელავ.- სიცილი დაიწყო.
- როგორ დავწყნარდე? ჩემს ბიჭს დასდევს.
- ჰო, მაგრამ მე და შენ ერთმანეთს ვენდობით.- ცხვირზე მკბენს.
- კარგი, მე ადამთან წავალ.
- ეი, მასთან რა გინდა?-წარბებს წევს.
- დიდი ხანია არ მინახავს.
- ხომ არ მოგენატრა?- მკითხა დამცინავად.
- ცოტა.
- არ დაელაპარაკები.- მეჭყანება და უკანალზე მჩქმეტს.
- აუჩ! მეტკინა!
- გაკოცებ და მოგირჩება.
-ლოლას აკოცე.
- ვაკოცებ.- თვალს მიკრავს.
- საზიზღარო!- მთელი ძალით ვურტყამ ხელებს მკერდზე, მაგრამ ის მაკავებს.
- მაგიჟებ.- ძალით მკოცნის ტუჩებში.- საოცრება ხარ...
- შეწყვიტე. მეჩქარება, უნდა წავიდე.- ვცდილობ თავი გავითავისუფლო.
- ადამთან?- მზერით დამცინის.
- არც ვიცი სად ცხოვრობს. სიმართლე გითხრა დღეს არანაირი გეგმა არ მაქვს.- ხელებს დანებების ნიშნად ვწევ.- ასე, რომ შემიძლია ლოლასთან წამოგყვე.- თვალები დავუბრიალე.
- კარგი.- მხრები აიჩეჩა.- მაგრამ მასთან რა უნდა გააკეთო?
- ვგიჟდები იმ მომენტზე, როცა ცდილობს თავი მოგაწონოს, მაგრამ ამ დროს შენ მე მიყურებ კნუტის თვალებით.- მის სახეს ხელებში ვიქცევ და ვკოცნი.
- მოიცადე!- ყვირის და მაჩერებს.- შენ ხომ კატებს ვერ იტან.
- ხოდა ვერც შენ ვერ გიტან.- მის ფეხებზე კარგად ვკალათდები.
- ჰმ... ახტი ახლა,უნდა წავიდე.
- ის გოგო ბიჭს წამართმევს.- დანანებით ვამბობ და ფეხზე ვდგები.
- გეყოს წუწუნი. მოემზადე და საღამოს წვეულებაზე მივდივართ.
- სადაა?
- უნივერსიტეტშია. არდადეგების მოსვლას აღნიშნავენ და ყველა იქ იქნება.
- სწავლის დამთავრებამდე ჯერ კიდევ დროა.
- ოო, დეტალებს ნუ უღრმავდები, ნენსი.
- არ ჩ ა ვ უ ღ რ მ ა ვ დ ე ბ ი.- სიცილი დავიწყე.
ზეინი გაოცებული მიყურებს, პირს აღებს, ისევ ხურავს, შემდეგ კი ბალიშს მესვრის. სიცილისგან ცრემლები მომდის.
- მომწონს შენი ბინძური აზროვნება, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ამდენი გარყვნილობა მოგდის მაგ პატარა თავში.
- გეყოს! მალე წადი და მალე მოდი.
- ჰო. დღეს რამე გამომწვევი ჩაიცვი. აიი ყველა, რომ მოგაშტერდეს. მაგრამ არ გაშიშვლდე.- მაისურს იცვამს.
- სიშიშვლე მომწონს.- ავად ვუღიმი.
- სიშიშვლე ღამით.- მკოცნის და კარებს აღებს.
- ზეინ...
- რა მოხდა?- მეკითხება მშვიდად, საყვარელი ხმით.
    არაფერს ვპასუხობ, უბრალოდ თავს ვაქნევ და ისიც მიდის. ლოგინზე ვწევები და თვალებს ვხუჭავ. ასეთ მომენტებში ყოველთვის მინდა ვუთხრა, რომ მიყვარს, მაგრამ მას ეს ჩემთვის არასდროს უთქვამს. პაემანზეც კი არ ვყოფილვართ! რათქმაუნდა ერთად დიდ დროს ვატარებთ, მაგრამ ნამდვილი პაემანი არასდროს გვქონია. ისიც არ ვიცი შეყვარებულები ვართ, თუ არა. უბრალოდ ვამბობთ, რომ ერთმანეთს ვეკუთვნით. ის დამპირდა, რობის დაჭერის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებაო. ვიცი, რომ ვუყვარვარ, ამას ვგრძნობ, მაგრამ მინდა თავად მითხრას. ასე რომ ველოდები იმ ნაბიჭვარ რობს როდის დაიჭერენ. ალექსაც იმალება. ჰარი დედის ერთგული შვილი გამოდგა, ვერაფერს იტყვი.
თხელ სარაფანს ვიცვამ და თმას კოსად ვიკრავ. ვაპირებ მოლში წავიდე და ცოტა გავერთო. აჯობებს ლინს დავურეკო.
- ლინ?
- გისმენ, ლამაზო.
- მოლში მივდივარ და წამოხვალ?
- 20 წუთში შევხვდებით. გკოცნი.
- მეც.
ნახევარ საათში მე და ლინი უკვე ტანსაცმელს ვეძებდით. ვაპირებ ამ საღამოსთვის რამე ახალი ვიყიდო. თავში ერთი სიტყვა მიტრიალებს ,, სიშიშვლე". ლინი სექციებ შორის დავძვრება და კაბებს არჩევს. მე კი, პატარა ბავშვივით უკან დავყვები, თან ვაშლის წვენს ვწრუპავ.
- ეს ღვთაებრივია!- ყვირის, ჩემი დაქალი და ხუთ კაბასთან ერთად გასახდელში შერბის.
მე კი მოკლე ნაჭრის შორტს და გამჭირვალე მაისურს ვიღებ, შემდეგ კი ვიცვამ და საკუთარ თავს კმაყოფილი ვათვალიერებ.
- აარჩიე?- ლინის კაბინაში თავს ვყოფ, ის კი გაცისკროვნებული მიყურებს.
- კი, ხუთივე. შენ?
- მე ეს.- შიგნთ შევდივარ და ვტრიალდები.
- ლიფი გიჩანს.- ღიმილით წარბს წევს.
- ოჰ, ნუთუ! მე რატომ ვერ შევამჩნიე?- თავმომწონედ ვიღიმი.
- ყველას მოეწონები.
- მთავარია ერთს მოვეწონო.

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now