ვხედავ, რომ ბიჭი შავებში ისევ მომსდევს. გავრბივარ, მაგრამ თან მინდა, რომ დამეწიოს. სიბნელე თანდათან იმატებს. სადაცაა მთლიანად შემისრუტავს. ბიჭი მეხება. ვხტები და მეღვიძება. თვალებს ვახელ და ზეინის მზერას ვეჩეხები. დიდი, მუქი თაფლისფერი თვალებით, თბილად მაკვირდება. მის მკლავებში ვარ გახვეული.
- ცუდი სიზმარი ნახე?- ბოხი, ახალგაღვიძებული ხმა აქვს.
- ჰო, მგონი ცუდი იყო.
- უკვე დამთავრდა. ადექი, სკოლაში დაგვაგვიანდება.- შუბლზე ნაზად მკოცნის და დგება. - შენს ტანსაცმელს მოგიტან. - გადის და რამდენიმე წამში ჩემი გარეცხილი ტანსაცმლით ბრუნდება.
- კიდევ კარგი, რომ გარეცხე. მადლობა.
- შეიძლება ეს დავიტოვო?- თითზე ჩემს ტრუსს იკიდებს.
- ოო, არა! მომეცი.
- არც ეს?- ახლა ბიუსჰალტერი ჩამოიკიდა.
- ზეინ, დამიბრუნე ჩემი ნივთები.- ლოგინიდან ვხტები და მასთან მივდივარ.- მომეცი.- ის ხელს მაღლა სწევს და მეც ვხტები, რომ ჩემი საცვლები გამოვგლიჯო. ახტომისას ვგრძნობ, როგორ ჩასრიალდა ჩემს ფეხებს შორის ქსოვილი. ხელები ზემოთ მაქვს აწეული და მაისურიც წელამდეა აწეული. ზეინმა ქვემოთ დაიხედა და მეც სასწრაფოდ ჩავწიე ხელები და ქვემოთ დავქაჩე მაისური. იმედია არაფერი დაუნახავს.
- ჩემი ტრუსი ჩაგძვრა.- ახარხარდა ზეინი.
- ღმერთო, რა სირცხვილია. ახლავე გადი უნდა ჩავიცვა. - ალბათ იმდენად გავწითლდი, რომ სადაცაა ავფეთქდები.
- დღეს გავალ. დღეს! - მეუბნება თვალების ციმციმით.
ვიცვამ და ზეინის მაისურს ჩემს ჩანტაში ვტენი. არამგონია წინაამღდეგი იყოს. აბაზანაში შევდივარ და სარკეში ჩემს თავს ვუყურებ. ოდნავი ჩალურჯება მაქვს სახეზე. ტუჩი გახეთქილი მაქვს, მაგრამ არაუშავს. ძალიან შესამჩნევი არაა. სამზარეულოში გავდივარ, სადაც მოფუსფუსე ზეინი მხვდება.
- რა მოგიმზადო?
- დილაობით, მხოლოდ ხილს ვჭამ.- ვამბობ და მაგიდიდან ვაშლს და ბანანს ვიღებ.
- ოჰოო, მეც.- ზეინი ვაშლს და ატამს იღებს.- წავედით.
ლიფტში შევდივართ და ღილაკს თითს აჭერს.
- ერთხელაც ამ ლიფტში სექსი გვექნება.
- ამ დილაუთენია რა აზრები გაწუხებს.- თვალები გადავატრიალე და ბანანის ჭამა დავიწყე.
- შეწყვიტე ბანანის ასე ჭამა, თორემ გეგმებს დავაჩქარებ.- ჩემსკენ იხრება და წამში კედელზე ვყავარ აკრული. გული ამიჩქარდა. მისი თვალები ჩემს ყველა მოძრაობას აკვირდება. სახეზე ჩალურჯებებს უყურებს.- ვინ გაგიკეთა ეს, ნენსი?- ღმერთოო, აღარ შეეწყვეტს ამაზე საუბარს?
- არ მინდა... - დავიწყე, მაგრამ გამაჩერა.
- როცა დახმარება დაგჭირდება, შეგიძლია მენდო. - ამბობს და მცილდება.
მანქანაში, რომ ვჯდებით, უკვე ორივე ვაშლს ვჭამთ.
- ჯანდაბა, დღესითვის არც წიგნები მაქვს და არც დავალებები მაქვს მომზადებული. რა სირცხვილია.
- მაგაზე მართლა წუხხარ?- დამცინის ზეინი.
- რათქმაუნდა. საშინელებაა, როცა კლასში საუკეთესო ხარ და მასწავლებელი მოუმზადებელს გამოგიჭერს. ზოგიერთი, მასწავლებელი იმდენად საზიზღარია, რომ ელოდება როდის მიხვალ მოუმზადებელი და ნიშანს გაგიფუჭებს.
- არამგონია ამ ერთმა დღემ ცხოვრება დაგინგრიოს.- ისევ დამცინის.
ამოვიოხრე და ტელეფონს დავხედე. ლინს არც კი გავხსენებივარ და არაფერი მოუწერია, მაგრამ ჯეისონისგან დამხვდა ერთი მონაწერი. ,,დავალებები დაგიწერე და წიგნებიც მომაქვს. იმედია დღეს სკოლაში იქნები." თვალები გაოცებისგან შუბლზე ამივიდა. ნეტავ რა ეტაკა ამ ბიჭს? მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ზეინმა მანქანა სკოლის წინ გააჩერა. დავინახე ჯეისონიც თავის მანქანასთან იდგა. მასთან უნდა მივიდე და წიგნები გამოვართვა.
- ჰეი.- დამიძახა და ზეინისკენ შევბრუნდი. თმა გვერდზე გადამიწია და კისერზე ჩალურჯება გამოაჩინა.- ასე ჯობია.
- არა, არ ჯობია.- თმას ისევ უკან ვიბრუნებ.
- უნდა გამოჩნდეს.- თმა ისევ გადამიწია. - ნუ მეწინაამღდეგები.
- არა!- თვალები გადავატრიალე და თმა ისევ ჩამოვიფარე.
- ერთ დღესაც სამაგიეროს გადაგიხდი.- თვალები ავად უელავდა.- თანაც ჩემს საძინებელში. ახლა კი გადმოდი და სკოლაში შევიდეთ.
მანქანიდან გადავდივართ და ზეინს ვუბრუნდები.
- შენ წადი, მეც მალე მოვალ. - ჯეისონს გავხედე.
- შენ სად მიდიხარ?- თვალები ჩემს მზერას გააყოლა და ჯეისონი დაინახა, რომელიც ჩვენ გვიყურებდა. - ამ... ის უნდა ნახო?- მკითხა დაბნეულმა.
- ჰო, რაღაც საქმე მაქვს.შენ შეგიძლია წახვიდე.- ცოტა უხეშად გამომივიდა.
- როგორც მიბრძანებ.- ცივად მომიგო და სკოლისკენ დაიძრა. ნეტავ ხომ არ ვაწყენინე? არამგონია, რა უნდა წყენოდა. მე ხომ უბრალოდ ჩემს ძმასთან მაქვს საქმე.
- ჰეი.- მეუბნება ჯეისონი და წიგნებს მაწვდის.
- მადლობა.- წიგნებს ჩანთაში ვილაგებ.- შენ, რომ არა ალბათ დღეს მაგრად დამერხეოდა.
- ოჰ, რა მადლობა. მისმინე, ხომ კარგად ხარ?- ზეინისკენ გაიხედა. ნეტავ რას გულისხმობს? გუშინდელის გამო თუ ვარ კარგად? თუ ზეინის გამო?
- კი, ნორმალურად.- ვპასუხობ მშრალად.
- გტკივა?- ცერა თითი ჩემს ლოყას ნაზად გადაატრა, სწორედ ამ დროს მოიხედა უკან ზეინმა.
- არა.- მართლა აღარ მტკიოდა. აღარ მტკიოდა, რადგან ჩემმა ძმამ ამ წლების მანძილზე პირველად გამოხატა ჩემს მიმართ სითბო. შეიძლება ითქვამს, რომ ახლა ბედნიერიც ვარ.
სკოლაში ჩემს ძმასთან ერთად შევდივარ. მე და ჩემი ძმა, ანუ ჩვენ ორნი, ჩემი ძმა და მე. სიგიჟეა! ვხედავ, რომ ზეინი და ლინი საუბრობენ. ლინი წითლდება და თვალები ავად უელავს. შემდეგ ჩვენსკენ მოდის.
- ჰეი, ლინ...- დავიწყე.
- შენ გაჩუმდი.- ხელი ამიქნია.- რა უქენი ნენსის?- ახლა ჯეისონს მიუბრუნდა.
- ეს, რობმა გააკეთა. მე მას არასდროს, არაფერს არ დავუშავებ.- პასუხობს მშრალად.
- ჰო, მაგრამ არც მისი დაცვით იკლავ თავს. და საერთოდაც, შენი არ მჯერა.- ჰაერში ხელები აიქნა ლინმა.
- ლინ, ის მართლა ამბობს.- ჩავეჭერი საუბარში.
- მართლა?- მეკითხება წარბების მაღლა აწევით.
- ჰო. ეს რობმა გამიკეთა.
- ოუ, კარგი.- დანებებით ამბობს ლინი და მეხუტება. - ნენსის არ მიუახლოვდე, ან მიუახლოვდი და შენი ფსიქოპატი ოჯახის წევრებისგან დაიცავი.- უთხრა და თითი მკერდში ატაკა, შემდეგ კი ზეინისენ წამათრია.
- მოვაგვარე.- ეუბნება ზეინს.
- კარგია. წავედი საქმეები მაქვს.- გვეუბნება ცივი ხმით და ისე, რომ მე ზედაც არ მიყურებს ლოლასთან ერთად კლასში შედის. ვიღუშები, გრძელფეხება საქმე ჰქონია.
- ზეინმა მითხრა, რომ ამ მდგომარეობაში გნახა და თავის სახლში წაგიყვანა. მეკითხებოდა ვინ მოგექცა ასე, მაგრამ არაფერი მითქვამს. შენ თუ არ გინდა არ ვეტყვი.
- გთხოვ, არ უთხრა.
- ნენსი, რა მოხდა?- კლასიდან გამოსული ჰარი ჩემთან მოვიდა.
- ღმერთო ჩემო, ზეინმა შენც გითხრა? - თვალები გადავატრიალე.
- ზეინმა? რა უნდა ეთქვა? სახე ჩალურჯებული რატომ გაქვს?
- რობი. - ერთდროულად ვთქვით მე და ლინმა.
- ფუ მაგის...- ჰარიმ მუშტი კედელს დაარტყა, რაზეც მე და ლინი შევხტით.- და ზეინს რა უნდა ეთქვა?
- ჩხუბის შემდეგ, წუხელ მასთან ვიყავი.
- რაა? მე რატომ არ დამირეკე?- თვალები დამიქაჩა.- არ მითხრა, რომ მასთან იწექი.
- ჩვენ უბრალოდ ერთად გვეძინა.- თვალები გადავარიალე, ლინმა და ჰარიმ კი პირები გააღეს. მგონი ზედმეტი წამომცდა.
- რაა? - ორივემ ერთდროულად იყვირეს.
- არაფერ მომხდარა. შეწყვიტეთ ჩემზე საუბარი და თქვენს პაემანზე მომიყევით. მე კარგად ვარ. განსაკუთრებული არაფერია.
- ნენსი.- ჰარიმ მიმიხუტა.- ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად.- რაა? რა თქვა ამან?- არ მინდა იმ სახლში ცხოვრობდე და არც ის მინდა ღამით ზეინთან კიდევ დარჩე. ის შენი შესაფერისი არაა.
- მადლობა, ჰარი, მაგრამ შენ და დევიდს უფრო მეტად ვერ დაგაწვებით ტვირთად და ზეინს რას ერჩი?
- ტვირთი არ ხარ და ზეინსაც არაფერს არ ვერჩი. ჩემი საუკეთესო მეგობარია, უფრო მეტიც ძმაა, მაგრამ შენ მისგან თავს შორს დაიჭერ.- ბოლო წინადადებას მკვლელი მზერით მეუბნება.
- რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ.- ვამბობ და კლასში შევდივარ.
- მაშინ არანაირი პრობლემა არაა. - მომაძახა.
ყველა გაკვეთილზე ზეინი თვალს მარიდებდა. ლოლასთან და ბიჭებთნ საუბრობდა და ძალიანაც ერთობოდა. ლინმა, როგორც იქნა მიკადრა და ჩემს გვერდით დაჯდა. ბოლო გაკვეთილებზე ჰარიც ჩვენთან გადმოჯდა და შუაში ჩაგვეკვეხა. ცდილობდნენ გავეცინებინე, რაც ნამდვილად გამოსდიოდათ. ჩემი გაცინება მათთვის მარტივია. სკოლის წინ ზეინს და ჯეისონს ველოდენი. ერთად გამოდიან სკოლიდან.
- თქვენ წადით და მეც რამდენიმე წუთში მოვალ.- გვეუბნება ჯეისონი.
- მე წამომყვები?- სუსტი ღიმილით მკითხა ზეინმა.
- ჰო.
- ერთი წუთით, ნენსი.- ჩემს ძმას გვერდზე გავყავარ.- რობი და სანდრა სახლში არ არიან, მეგანიც მეგობართანაა. ნუ იღელვებ.
- კიდევ კარგი.- მადლიერებით სავსე მზერით ვუყურებ. ზეინს გავხედე, მან შავ-ბნელი მზერით დამაჯილდოვა.
- წამოდი.- მითხრა უხეშად.
რა ემართება?🦋🦋
იმედიია მოგეწონებაათ ჩემოო შოკოლაადებოო🤗❤️❤️❤️ დაავოუთეთ დაა დააკომენტაარეეეთ დაა ჩემოო ლიინ იმეედიაა მააპაატიეებ დაგვიანებით დადებას 🤗❤️❤️ ხომ იცი მიიყვარხარ 😍😍❤️❤️
სტაილსის გოგოოვ, გილოცავ დაბადების დღეეს😍😍❤️❤️ არ გიცნობ, აზრზე არ ვარ რამდენის გახდი ან რამე 🤣 მაგრამ მინდა სულ ბედნიერი იყოო🤗❤️❤️🎉🎉
მიიყვაარხაართ 😍❤️❤️❤️🐥🐥