დაღლილი და გამოფიტული ვარ, ამას ისიც ემატება, რომ დღეს ორშაბათია და ორმაგად ვისტრესები. საათს ვუყურებ და ვხედავ, რომ პირველი გაგვეთილი უკვე დაწყებულია, ამიტომაც არ ვაპირებ დღეს სკოლაში წასვლით თავი შევიწუხო. თვალებს კვლავ ვხუჭავ და შავ თმიან ბიჭზე ფიქრით კვლავ ვიძინებ.
რომ გავიღვიძე უკვე საღამო იყო, დავალებები მოვამზადე და სამზარეულოში გავედი წასახემსებლად, თუმცა...
როგორც ყოველთვის, გულგატეხილი გამოვედი სახლიდან და იქვე ახლოს სკვერში შევისეირნე. ხშირად ხდება, როცა რობი ცუდ ხასიათზეა და ჩხუბი უნდა მე გამამწარებს და შემდეგ სახლიდან მაგდებს. მე კი ქუჩაში დავბოდიალობ და გამვლელებს ვაკვირდები. ვცდილობ გამოვიცნო ოჯახში მათაც ჩხუბი ელოდებათ, თუ სიყვარული. დიდი ხანია უკვე ჩემს უბედურებაში ღმერთს აღარ ვადანაშაულებ, რადგან ჯოჯოხეთიდან მოვლენილი ოჯახის გარდა, მან შესანიშნავი მეგობრებითაც დამასაჩუქრა. ამ ფიქრებში გართულმა, საკუთარი თავი გამოვოჭირე, რომ ვიღაც ორ ბიჭს ვაკვირდებოდი. მიახლოების შემდეგ ნაილი მარტივად ვიცანი, ხოლო როცა გავიაზრე, რომ მის გვერდით ზეინი იჯდა მუცელში რაღაც მწველმა გრძნობამ დამიარა. თავში ერთმა კითხვამ დამარტყა, ნეტავ ზეინს სახლში ჩხუბი ელოდება, თუ სიყვარული. სეირნობა გავაგრძელე და როცა მათთან მივედი მივესალმე. ნაილი სასწრაფოდ წამოხტა. ბავშვობაში ერთმანეთის ნახვისას და დამშვიდობებისას ერთ საათიანი ჩახუტებები გქვონდა, ახლა კი დაბნეული ჩანს. პირველი ნაბიჯი მე გადავდგი და ლოყაზე ვაკოცე, მან კი უკან დახევის საშუალება არ მომცა და ჩამეხუტა. ეს გრძნობა მომნატრებია.
- თითი, როგორ გაქვს?- მომესმა ზეინის ხმა.
- კარგად.- ვუპასუხე, თან ნაილს მოვშორდი.
- ისეთმა ექიმმა გიმკურნალა არც გამიკვირდებოდა ჭრილობა უკვე გამქრალი, რომ იყოს.
- ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემით აღფრთოვანებული იყავი, ნაილ.- უთხრა ზეინმა.
- გული არ გაიტეხო, ძმაო.- დაიწყო ნაილმა, თან დაჯდა და მეც მათ შორის ჩამსვა.- ეს აქამდე უნდა მეთქვა, მე გოგოები მიზიდავენ. ტყუილ ოცნებებზე დროს ნუ დაკარგავ. ჩვენს შორის მაინც არაფერი გამოვიდოდა.
ამის თქმაზე სიცილი წამსკდა, დიდი ხანია ნაილის უაზრო, მაგრამ სასაცილო ხუმრობები არ მომესმინა. ზეინმაც გაიღიმა. მგონი მისი გახალისება ნაილის გარდა არავის შეუძლია. შესწორება! ჩემს უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებაზეც კარგად ხალისობს, თუმცა ზედმეტად მიმაჩნია იმაზე ფიქრი, რომ ზეინი ჩემით ოდნავ მაინცაა დაინტერესებული. ასეთი ბიჭები ჩემი მსგავსი აუტსაიდერებით არ იხიბლებიან.
- აქ რას აკეთებთ?- გავაგრძელე საუბარი.
- ყველა დაკავებულია, მხოლოდ ჩვენ ვიყავით და გამოვისეირნეთ.- ამიხსნა ნაილმა.
- შენ რას აკეთებ აქ?- უინტერესოდ მკითხა ზეინმა.
- სახლში მომბეზრდა და გამოვედი.- ,, პატიოსნად" მოვიტყუე. ხალხს ვერ აუხსნი იმას, თუ როგორია საძულველ სახლში ყოფნა.
- მგონი ცოტა გვიანია.- დაჟინებით შემომხედა.
- აქვე ვცხოვრობ.- მხრები ავიჩეჩე და ნაილს გავხედე.
- უკვე ივახშმე?
- ნაილ, სულ საჭმელზე, როგორ ფიქრობ.- თვალები გადაატრიალა ზეინმა.
- ივახშმე?- მას ყურადღება არ მიაქცია და ისევ გამიმეორა კითხვა.
- კი.- ისევ მოვიტყუე, რადგან ფული არ მქონდა წამოღებული და ესენი თუ ვახშმობას აპირებდნენ, მე ვერ გადავიხდიდი.
-მე კი მშია.- თქვა დანანებით.- ვჭამოთ, რაა.