თვალებს, რომ ვახელ ყველაფერი დაბურულია. რამდენჯერმე დახამხამების შემდეგ ნივთები ფორმას იღებენ და გონებაშიც ყველაფერი ლაგდება. თავს ვატრიალებ და ვხედავ ირგვლივ სითეთრეა. ვცდილობ ხელი გავანძრიო, მაგრამ ვიღაცას ძლიერად აქვს ჩაბღუჯული. ჩემს მცირე მოძრაობაზე გვერდით სხეული ირხევა.
- ნენსი, გაიღვიძე?
მესმის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხმა.
- ზეინ... ჩემთან ხარ... - თვალებს ვხუჭავ.
- ჰო აქ ვარ პატარავ.
ვგრძნობ შუბლზე ტუჩებს მადებს და ნაზად მკოცნის.
- ტესა...
- კარგადაა. მასზე არ იღელვო, არაფერზე არ იღელვო.
- სად ვართ.
- საავადმყოფოში. ორი დღე გეძინა და ძლივს გაიღვიძე.
- რა მოხდა?
- დარტყმის გამო გათიშული იყავი. ახლა უსაფრთხოდ ხარ, ის ნაბიჭვარი ადამი...
- სადაა ადამი?- თვალები დავჭყიტე.
- დავიჭირე და შენი დაზიანების გამო მწარედ ვანანებ.
- არა!- წამოვიძახე და ვცადე თავი ამეწია, მაგრამ საშინელმა ტკივილმა გამაჩერა.
- მკვეთრ მოძრაობებს მოერიდე და... ჯანდაბა ექიმმა გამაფრთხილა, რომ გაიღვიძებდი მისთვის დამეძახა. აქ დამელოდე ახლავე დავრუნდები.
- აქ დაგელოდო? სერიოზულად?- ვცადე თვალები გადამეტრიალებინა, მაგრამ ვერ შევძელი.
- ექიმს იმასაც ვეტყვი, რომ ტლიკინის ხასითაზე ხარ.
ზეინი პალატიდან გავიდა. მე კი იმაზე დავიწყე ფიქრი ახლა რა იქნებოდა. რატომ არ ახსენა ზეინმა ალექსა ან რობი. იმედია ადამი კარგადაა, მაგრამ თუ კარგად არაა არც ეს მადარდებს. გული სწრაფად მიწყებს ცემას. ჯანდაბა, ნენსი! დამშვიდდი! კარები იღება და ოთახში ექიმი შემოდის, უკან კი და ზეინი, ნაილი, ლინი, ჰარი და ჯეისონი დგას. მათ დანახვაზე ცრემლები მომდის. აბა ნენსი, ზომიერად ავღელდეთ.
- როგორ ხარ?
- ძლივს გაიღვიძე.
- ჩემო პატარა!
- გარეთ გადით!- დაუცაცხანა ექიმმა ბავშვებს და კარები ცხვირ წინ მიუჯახუნა.
ექიმი რამდენიმე წუთით მსინჯავდა, შემდეგ კი დაასკვნა, რომ კარგად ვარ და მხოლოდ დასვენება მჭირდება.
- ხვალ დილით შეგიძლია სახლში დაბრუნდეთ.- თბილად მიღიმის და გასასვლელად კარებს აღებს.- თითო-თითოდ შედით.-ეუბნება ბავშვებს და მიდის.
ჩემი მეგობრები მას არ უსმენენ ამიტომაც ყველა ერთდროულად შემოდის ოთახში და მეხვევიან.
- არ მეგონა ადამი ამდენს, თუ გაბედავდა, მაპატიე.- ამბობს ჯეისონი და ხელზე მკოცნის.
- მეგონა საკმარისად გავაფრთხილე არ გაგკარებოდა.-ჩემი ძმა გაბრაზებული უყურებს ჭერს.
- ჰარი! შენ იცოდი, ადამზე და ბიჭებზე, მაგრამ მე არაფერი მითხარი. შე, პატარა ნაბიჭვარო.
- ნუ უზრდელობ.- თითი დამიქნია ჰარიმ. - შენი დაცვა ჩემი ვალდბულებაა.
- ჰო, მაგრამ ცხოველი რობისგან მაინც ვერავინ მიცავს.- ამოვიჩურჩულე და თვალები დავხუჭე, ცრემლებაც გზა გაიკვლიეს.
- რა?- ერთდროულად წამოიყვირეს.
- ადამმა თქვა, რომ შენი მოტაცება ვიღაც ქალმა და კაცმა დაავალეს. მე არ დავუჯერე.- თმებში ხელი შეიცურა ზეინმა და ნერვიულად დაიწყო სიარული. - ისევ ვერ შევძელი... რობისგან ისევ ვერ გადაგარჩინე.- მუჭი მთელი ძალით დაარტყა კედელს.
- ზეინ, დაწყნარდი. გთხოვ.
ის კი ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
- და ქალი ვინაა?- იკითხა აღშფოთებულმა ლინმა.
- ის... - არ ვიცოდი მეთქვა, თუ არა.- ალექსა...
- ალექსა ვინაა?
ყველამ ჰარის გავხედეთ, დამბლა დაცემულივით იდგა და მე მიყურებდა.
- შეუძლებელია.- ამოიჩურჩულა.
- ვინაა ალექსა?- კითხვა გაიმეორა ლინმა.
-... დედაჩემი.
- ღმერთო, ჩემო ჰარი!- სახეზე ხელი აიფარა ლინმა.
- რა სისულელეა.- ნერვიულად გაიცინა ჰარიმ და თმაში ხელები შეიცურა.
-ჰარი...
- ის ვერ იქნებოდა!- იყვირა სახე აწითლებულმა.- შეუძლებელია! დედაჩემი ამას არ გააკეთებდა!
- ჰო, მაგრამ მან მომიტაცა. რობთან მარტო დამტოვა.
- ჯანდაბა!.- იყვირა ზეინმა და ჩამეხუტა. - ეს აღარ უნდა მომხდარიყო. რობი აღარ უნდა შეგხებოდა, არც ალექსა.
- დედაჩემი ამას არ გააკეთებდა.
- ჰარი, შენ გგონია ვტყუი?
- ის ამას არ იზამდა!
- მითხრა, რომ ჩემთან დაკავშირებით გაფრთხილებდა.
- ის უბრალოდ შენზე ეჭვიანობს, მაგრამ ასე შორს არ წავიდოდა.
- მან გამიტაცა.
- არ მჯერა!- მიღრიალა.
- გაეთრიე... აქედან გაეთრიე! - ყვირილი არ დავაკელი მეც.
ჰარი გავიდა და გაბრაზებულმა ისე გაიჯახუნა კარი, ლამის ანჯამებიდან ჩამოაგდო. ლოგინის გვერდით დადებული ყვავილიანი ლარნაკი ავიღე და კედელს მივაფშვენი.
- დაწყნარდი.- ზეინი ისევ ჩამეხუტა. გული მასაც აჩქარებული ჰქონდა.
- ლინ...- ლინს მავედრებელად გავხედე.
- მივყვები.- თავი დამიქნია და გარეთ გავიდა.
ჯეისონმა ტელეფონი ამოიღო
და სადღაც დარეკა.
- გამარჯობა სემი... მამაჩემი გაათავისუფლეს?.. რატომ არ დამირეკე?- სიბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიდა და ყვიროდა.- ჩემს დას ისევ თავს დაესხა!.. ვინ გადაუხადა გირაო?.. გააჯვი!
- ვინ გამოიყვანა?- იკითხა ნაილიმ.
- ანონიმურია. ალექსა გადაუხდიდა.
- სანამ კიდევ გამოჩნდა უნდა დავიჭიროთ.
- ჩვენ პოლიციაში წავალთ.- თქვა ჯეისონმა და ნაილს კარებისკენ უბიძგა.
- მეც წამოვალ.
- ზეინ, შენ ნენსისთან დარჩი.
ზეინმა მე დამხედა, თავიდან გაპროტესტებას აპირებდა, შემდეგ კი ჯეისონს დაუთმო.
- კარგი, მაგრამ შემდეგ ლიამსა და ლუის შეენაცვლეთ, სანამ გაგიჟებულან.
- რაში უნდა შეენაცვლნონ? - თავი წამოვყავი.
- ადამთან არიან.- წამოცდა ნაილის და ჯეისონისა და ზეინის სახის დანახვაზე პირზე ხელი აიფარა.
- ჰა? ადამი კარგადაა?
- მისი მდგომარეობით ნუ ინტერესდები.- თვალები გადაატრიალა ზეინმა.
- მან... რობისგან დამიცვა.
სამივემ დაბნეულმა შემომხედა.
- მგონი ტვინის შერყევა აქვს მძიმე ფაზებში.- ვარაუდი გამოთქვა ჯეისონმა.
- სიმართლეს ვამბობ...- მათ ადამის ნათქვამი ვუამბე.
- ანუ ჩემი ეშინია.- ჩაეღიმა ზეინს.
- ნენსი, ადამი სანდო არაა.- თქვა ჯეისონმა და ნაილთან ერთად გავიდა.