თავი 9

1.8K 105 17
                                    




   სახლამდე ჰარიმ მომიყვანა და დამშვიდობებისას ისევ შემახსენა თუ, როგორ ძალიან ვუყვარვარ. მეც ისევ დებილივით დავიწყე ღიმილი და გაბადრული სახით სახლში შევედი. გამიკვირდა, როცა ბედნიერების ჩამშხამებელი არავინ დამხვდა სახლში და პირდპირ ჩემს ოთახში შევედი. გამოცვლისა და გემრიელად ჭამის შემდეგ ლოგინში შევძვერი და სანამ ყველა გაკვეთილი კარგად არ ვისწავლე იქედან ცხირი არ გამომიყვია. თუმცა ჩემს თავში ერთი ცუდი თვისება აღმოვაჩინე. სწავლის დროს მომენტებში ვჩერდებოდი და ზეინზე ვიწყებდი ფიქრს, მის შეხებაზე, კოცნაზე... შემდეგ იძულებით ისევ გაკვეთილებს ვუბრუნდებოდი, თუმცა რეალურად, იმ წუთს, როცა ზეინი პირველად დავინახე, თავის ბარგით ჩემს გონებაში ჩასახლდა და როგორც ჩანს დიდი ხნით არ აპირებს წასვლას. ნებისმიერი ადამიანი, თუ შავი თმა, ან ტატუ აქვს ზეინს მახსენებს. ყველა თაფლისფერი თვალები ზეინის მგონია. ყველა გამხდარი და მაღალი ბიჭის ზურგი ზეინის მგონია. რაღაც მომენტებში ვფიქრობ, რომ ვგიჟდები და მისით შეპყრობილ ვხდები.

საათს დავხედე, გაოცებისგან შევსძახე, როცა დავინახე, რომ უკვე ათი საათი იყო. ჩვეულებრივ მეცადინეობას მალე ვამთავრებ ხოლმე, ახლა კი ჩემს თავში დაუპატიჟებელი სტუმრის გამო, ზედმეტად გამიგრძელდა.

ლოგინიდან წამოვდექი და წასახემსებლად სამზარეულოში გავედი. სანდრა სალათის ფურცლებს ჭრიდა, მეგანი კი ვიღაცას ესაუბრებოდა ტელეფონზე, თან ბოლო ხმაზე იცინოდა. არ მინდოდა, ზედმეტად მოვხვედროდი თვალში, ამიტომაც მხოლოდ ორი ლუკმა საჭმელი შევჭამე, თანაც უკვე გვიანია და არც კუჭის გადატვირთვა მინდა. სამზარეულოდან გამოსულმა გეზი ისევ საძინებლისკენ ავიღე თუმცა მეორე სართულიდან ჩამოსული ხმის გამო ვჩერდები და ვაყურადებ. რობისა და ჯეისონის ხმაა.

- იმ გოგოს რატომ იცავ, ჯეისონ?- მშვიდი ხმით ეკითხება რობი, თუმცა ჩემზე კარგად არავინ იცის ამ სიმშვიდის უკან, რაც იმალება.

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now