პროლოგი

591 30 7
                                    

აქაური სიმწვანე ადამიანების უმრავლესობაში თავდაპირველად გაკვირვებას იწვევს, შემდეგ კი ყველას ისეთი გრძნობა უჩნდება, თითქოს სიამოვნებით ჩაიკარგება მის წიაღში და სამუდამოდ შეერწყმება მას. ცაცხვისა და ფიჭვის სურნელი მუდამ ჰაერში ტრიალებს და სისუფთავის შეგრძნებას ტოვებს. გგონია, რომ აქაურ ჰაერს ხარბად ჩაისუნთქავ და მაშინვე ყველა ცოდვისგან გათავისუფლდები. იქნებ, სწორედ ამიტომ აირჩიეს ეს ადგილი საცხოვრებლად, განსაწმენდად და ყველა იმ სიმძიმისგან გასათავისუფლებლად, რომლებიც მხრებზე ლოდებად აწვებათ და ხელს უშლით წარსულის დავიწყებაში. აქ ყველაფერი განსაკუთრებული ფერითაა შეღებილი. თითქოს ვიღაცას, მოხატვის დროს ცოტა ბევრი საღებავი დაუხარჯავს, მაგრამ სულაც არ ნანობს ამას. მართლაც, საოცარი სანახავია დილით აქაურობა, ველური ბუნების სიცოცხლე რომ დაშვენის. განსაკუთრებით მაშინ, როცა დილის ნამი მინდორზე თვალისმომჭრელად ბზინავს ან მზის მცხუნვარე სხივები ხეებს შორის მიიკვლევს გზას. საღამოობით ეს ბუმბერაზი ტყე შემაძრწუნებელ სანახაობად იქცევა. რაც უფრო ბნელა, მით უფრო საშიშ შესახედაობას იღებს და საბოლოოდ, როცა სინათლის ვერც ერთი ნაწილი ვეღარ აღწევს მასში, მიტოვებულ, ამაყად აღმართულ ციხე–სიმაგრეს ემსგავსება, რომლის შუაგულშიც ათასგვარი არსება დაძრწის. ისინი ყოველთვის მზად არიან დატოვონ მათთვის განკუთვნილი ბნელი კუთხე და სასტიკად გაუსწორდნენ ნებისმიერს, ვინც გზად დახვდებათ. ასე მოეჩვენება ყველას, ვინც პირველად იხილავს ამ ადგილს, მაგრამ მკვიდრი მოსახლეობისთვის მასზე ძვირფასი და ახლობელი არაფერია. მაშინაც კი, როცა ცაზე ვერც ვარსკვლავს და ვერც მთვარეს დაინახავთ, როცა სრულიად ბნელა და ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი საშიშია, ნებისმიერ მათგანს შეუძლია ტყეში გზის გაგნება. თითქოს ხეებს ფესვებიანად შეიგრძნობენ და როგორც კი სხეულში გაუჯდებათ, მაშინვე ეძლევათ იმის ძალა, რომ მიმართულება გაარკვიონ. ტყის გული ელაპარაკება მათ, ჩურჩულით ეუბნება რა წინააღმდეგობა და დაბრკოლება შეიძლება შეხვდეთ. სწორედ ამ ტყის აღმოსავლეთით ცხოვრობს ამარისი.

ამარისი, 19 წლისაა, მაგრამ მისი დიდი, ცისფერი თვალები ისეთი ჩამქრალია, თითქოს ამ წლების განმავლობაში ტყეში დატრიალებული ყველა სასტიკი ამბის მთვარი მონაწილე ყოფილიყოს. თუმცა როგორც კი, მის მტკიცე გამოხედვას იგრძნობთ, დარწმუნებით, რომ განსაცელს არ უშინდება. მართლაც, ამარისი მამაცია და მის თვალებში გამკრთალ წამიერ შიშს მხოლოდ მაშინ თუ დაინახავთ, როცა ტყეს შესცქერის და ცდილობს ამოიცნოს მისი საიდუმლოებანი. შეაღწიოს მასში და დათვალოს რამდენი უდანაშაულო ადამიანის სისხლითაა გაჟღენთილი მიწა, რომლითაც ხეები სულდგმულობს და რამდენი მათგანი იმსახურებდა ამას. მაგრამ დღესდღეობით საკმაოდ რთულია იმის განსჯა, ვინ არის სიკვდილის ღირსი და ვინ-არა.

იქ მცხოვრებთაგან ამარისი ერთადერთია, რომელზეც ტყის კაშკაშა სიმწვანე უარყოფითად მოქმედებს, სურს მის სიღრმეში შევიდეს და ყველა ხე მოჭრას, რომელიც თვალში მოხვდება. ერთი შეხედვით, მისი ასეთი დამოკიდებულება იდუმალი ტყისადმი შიშითაც შეიძლება აიხსნას, თუმცა ის ხომ უშიშარია.  შესაბამისად, მიზეზი სულ სხვაა. ტყის დანახვისთანავე მოგონებები სიღრმიდან ნელ–ნელა, მტკივნეულად ტივტივდება და ბოლოს მთელ გონებას მოიცავს, თვალებზე ეფარება და აიძულებს ყველაფერი თავიდან განიცადოს, ისევ ათი წლის შეშინებულ გოგონად იქცეს. 

იქ [H.S.]Место, где живут истории. Откройте их для себя