ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ცხოვრება ერთი დიდი იმედგაცრუებაა და ჩვენი მიზანია მის ბოლომდე ისე მივაღწიოთ, რომ არ გავგიჟდეთ. შემდეგ კი წავალთ სხვაგან, უკეთეს სამყაროში. მაგრამ იქნებ არ არსებობს უკეთესი სამყარო და ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლება? ჩვენ ხომ არც არაფრის გარანტია გვაქვს. თუ ახლა მხოლოდ იმისთვის ვიცხოვრებთ, რომ სრულ ჭკუაზე დავრჩეთ და სიცოცხლის არც ერთი მომენტით არ დავტკბებით, იქნებ ვინანოთ კიდეც, რადგან გარკვეული დროის შემდეგ მხოლოდ მოგონებები გვრჩება, მხოლოდ მათი საშუალებით ვიგრძნობთ თავს ცოცხლად. რა მოხდება თუ ისინი გაცვეთილი იქნება და წვრილმანი დეტალების აღდგენას ვეღარ შევლებთ? გავქრებით. უკვალოდ გავქრებით.
დოილის სახლისკენ მიმავალი ამარისი ბავშვობაზე ფიქრობდა. თავის მეხსიერების მორევში გადაეშვა, ყველაზე ღრმად, თითქმის ფსკერზე დალექილი მოგონება ამოათრია და ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღის გახსენება სცადა. თუმცა უშედეგოდ, თვალწინ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტმა ჩაურა, ვერ შეძლო დეტალების ერთმანეთთან შეკვაშირება და მთლიანი მოზაიკის აწყობა. ვერც ის გაიხსენა რას აკეთებდნენ ის, დედა, მამა და ომიშა ან რატომ იყო ეს დღე საუკეთესო. ერთადერთი ის ახსოვდა, რომ მოცული იყო ბედნიერების გრძნობით, რომელიც მის მთელს სხეულში გამჯდარიყო და ახლანდელისგან განსხვავებით, თავს საოცრად მსუბუქად გრძნობდა.
ბოლო დროს ამარისს გარკვეული მოვლენების კი არა, წარსულის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების გახსენებაც უჭირს. საკუთარ თავზე გამოსცადა იმ ფაქტის სისწორე, რომ პირველი რაც ადამიანის შესახებ გავიწყდება, არის ხმა. ხშირად საათობით ცდილობდა აღედგინა როგორ ელაპარაკებოდა დედა. მის გონებაში შემორჩენილია ის ამბები, რასაც უყვებოდა, მაგრამ მისი ხმა... მისი ხმა ყოველთვის ისეთი შორეულია, ეჩვენება, თითქოს მხოლოდ ყურადღების მოკრებაა საჭიროა, ცოტაც და მთლიანად შეიცნობს მას. მაგრამ, არა, ის სამუდამოდ შორეულად, შეუცნობელად რჩება და ყველაზე მეტად, ალბათ, ამ მომენტში იპყრობს ამარისს უსუსურობის შეგრძნება. შეუძლია იბრძოლოს, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გოლიათს შეერკინოს, ცხრა მთა გადაიროს, დინების საწინააღმდეგოდაც კი იცურობს, მაგრამ საკუთარი დედის ხმა მისთვის მიუწვდომელია.
![](https://img.wattpad.com/cover/189874467-288-k897501.jpg)
ESTÁS LEYENDO
იქ [H.S.]
Fanficამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...