თავი მეოთხე: ისტორია

193 14 12
                                    

DANANANAAAAA

-----------------------

ომიშა ჯერ კიდევ ძილბურანში იყო, როცა საწოლზე წამოჯდა და ამარისს გაკვირვებით შეხედა. გოგონას მხოლოდ ის უნდოდა, ძილი გაეგრძელებინა, მაგრამ თავისი დის თვალებში დაბუდებულმა მწუხარებამ, აიძულა მომენტარულად გამოფხიზლებულიყო.

-ამი, რა ხდება?

-აქაურობაზე არასდროს მომიყოლია, არა? დროა, ეს გამოვასწოროთ.-ამარისის სახეს წამიერად ღიმილმა გადაურბინა, რომელიც ისე მალე გაქრა, როგორც გაჩნდა. მას ბავშობიდან უყვარდა ისტორიების მოსმენა და მოყოლა, მაგრამ ის, რაც ახლა მოუნდა მოეყოლა, ძალიან ასევდიანებდა მას.

-არ შეიძლება ეს ყველაფერი დილისთვის გადავდოთ? გამოვიძინებ მაინც.-მიუხედავად იმისა, რომ ომიშა დაინტრიგებული იყო და ძალიან უნდოდა გაეგო იმ ადგილის ისტორია, სადაც ამდენი წელი ცხოვრობდა, ძილი მაინც ერჩივნა.

-არა, არ შეიძლება. ხვალ ფიზიკური ვარჯიში და წვრთნა უნდა დაიწყო, რაზეც მერე დაგელაპარაკები. მაგრამ მანამდე ყველაფერი უნდა მოგიყვე.-გოგონამ სცადა იმაზე არ ეფიქრა, როგორ დამარცხდა დოილთან. ზუსტად იმ მომენტში, როცა ეგონა გამარჯვება მოიპოვა და გოლიათს თავი მოჰკვეთა, ის ფენიქსივით ამოიზიდა ფერფლიდან და განუცხადა, რომ ომიშას წვრთნას, ისე, როგორც სხვებისას, აბელი გაუძღვებოდა.

პატარამ დანებების ნიშნად ამოიხვნეშა და ყური უდგო თავის დას, რომელმაც დაიწყო გრძელი, საშიში და ამაღელვებელი ისტორიის მოყოლა, მის სახეზე ემოციები კი ერთმანეთს ენაცვლებოდა.

-ჩვენი სახლი ტყის ბოლოდან ველის ბოლომდეა გადაჭიმული, მეზობლად კი მხოლოდ რამდენიმე კლანის ადგილმდებარეობის შესახებ ვიცით. დღევანდელი სამყაროს მეტი არაფერი გაგვეგება, მაგრამ ოდესაღაც ის უკიდეგანო იყო, იმაზე გაცილებით დიდი, ვიდრე მე და შენ წარმოგვიდგენია. დედა ყოველთვის ამბობდა, რომ დედამიწა, ანუ პლანეტა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, ზღაპრული და არაამქვეყნიურად ლამაზი იყო.

იქ [H.S.]Donde viven las historias. Descúbrelo ahora