ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც საკუთარ თავს ვკარგავთ. როცა უბრალოდ არ ვიცით რას წარმოვადგენთ, საით უნდა წავიდეთ ან როგორ უნდა გავაგრძელოდოთ ცხოვრება. ვეღარაფერში ვეღარ ვხედავთ აზრს, უბრალოდ უემოციოდ ერთ წერტილს მივშტერებივართ და ველით დასასრულს. დასასრულს, რომელიც არ მოდის და არც ის ვიცით ოდესმე თუ დადგება. გვინდა ვიყვიროთ, ბგერებს ემოციებიც ამოვაყოლოთ, მაგრამ არაფერი გამოვდის. ემოციებისგან იმდენად გადატვირთულნი ვართ, რომ გარეთ ვერ ვუშვებთ. და მაინც, რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს? დავნებდეთ, თუ ვეძებოთ ცხოვრების გაგრძელების არსი?
სიმწვანის პირდაპირ ამარის გრინვალდი წარბებშეჭმუხნილი, დასევდიანებული იდგა და მზად იყო ნებისმიერ წამს შევარდნილიყო ამ საზიზღარ ტყეში. ერბინა იქამდე, ვიდრე სამშვიდობოს არ გავიდოდა და უკან არ მოეხედა. თუმცა ამას ვერ შეძლებდა, რადგან უკან პატარა, ცისფერი თვალების დატოვება მოუწევდა.
სილვასის ტყეს მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა, რომელიც ჰარი სტაილსის გზამკვლევად ქცეულიყო. ტყე გარეული ცხოველების ყმუილს მოეცვა, თითქოს გრძნობდნენ მათ ტერიტორიაზე უცხო რომ შემოიჭრა და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებდნენ. არც კი იცოდა რამდენი ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც სირბილი დაიწყო, შეიძლება მხოლოდ საათები, შეიძლება დღეებიც, ტყეს მაინც არ უჩანდა ბოლო. ბიჭი გრძნობდა როგორ ეწვოდა ყელი, თითქოც ცოტაც და ჰაერს ვეღარ ჩაისუნთქავდა. შუბლი ოფლით დაფარვოდა და კანი გამოშრობოდა. იცოდა, წყალს მალე თუ არ მიიღებდა, სიცოცხლეს ამ უდაბურ ადგილას დაამთავრებდა. ამის გაფიქრებაზე გააკანკალა კიდეც. იმ ფაქტმა, რომ შეიძლება მარტო, აგონიაში მომკვდარიყო და მისი გვამი ცხოველების გარდა ვერავის აღმოეჩინა, ძალიან შეაშფოთა. ამიტომაც კუნთების საშინელი ტკივილი უკუაგდო და სირბილი გააგრძელა. გარბოდა ჰარი სტაილსი, სიცოცხლისთვის გარბოდა.
![](https://img.wattpad.com/cover/189874467-288-k897501.jpg)
KAMU SEDANG MEMBACA
იქ [H.S.]
Fiksi Penggemarამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...