კონსტად სტაილსი თავის კაბინეტში მაგიდასთან იჯდა და საბუთებს თარიღის მიხედვით ალაგებდა. ეს საქმიანობა ამშვიდებდა. წესრიგისა და კონტროლის შეგრძნებას უქმნიდა. კაცი პატარა გოგონას სლუკუნის ხმას არ აქცევდა ყურადღებას და ქათქათა ფურცლებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენდნენ, აქეთ-იქით აშრიალებდა. ზურმუხტისფერი თვალები ყურადღებით ჰქონდა მათზე მიპყრობილი და სახეზე მკაცრი გამომატყველება ეპყრო.
ავა კუთხეში იჯდა და გულამოსკვნით ტიროდა. ეს კაცი აშინებდა, იმდენადაც კი, რომ ჰარის დაბრუნების შემდეგაც, რამდენად გაუვლიდა ეს გრძნობა, არ იცოდა. მის თვალებში რაღაც სასტიკი იყო, ისეთი, რომელიც გაფიქრებინებდა, რომ კაცს ამ ქვეყნად არაფერი აღელვებდა. ჰარიმ ხომ აფრთხილებდა, თუ დაგვიჭერენ მოვკვდებოდი. საკუთარ თავზე მეტად ბიჭი ედარდებოდა. ბიჭი, რომელიც კეთილი იყო, რომელმაც შეიფარა და სახლი აჩუქა. ჰარი მისი მეგობარი იყო, ყოველ დილით მისთვის ბლინები მოჰქონდა, ღამით კი წიგნს უკითხავდა და მანამ არ მოიცვლიდა ფეხს, სანამ არ დარწმუნებოდა, რომ გოგონას ეძინა.
ჰარი მისი ოჯახი გახდა და ენანებოდა ეს ოჯახი. არ იცოდა, რა მოხდებოდა, როცა ბიჭი დაბრუნდებოდა. იქნებ ჰარის მამას ყველა მოეკლა, ვინც ამ ამბავში იყო გარეული? ან იქნებ გულისხმიერებაც გამოეჩინა და ავასთვის მეორე შანსი მიეცა. თუმცა კაცის სასტიკი თვალები ამ იმედის პატარა ნაპერწკალს ნელ-ნელა უქრობდა.
ჰარი კონრადის კაბინეტში თავაწეული შევიდა, იმისთვის, რომ ეთქვა, არ ვაპირებ დღეს საღამოს მეჯლისზე წამოსვლასო, მაგრამ კუთხეში მჯდარი ავას დანახვაზე სიტყვები ბაგეებზე შეეყინა. წამიერად ათასმა აზრმა გაუელმა, მაგრამ ვერც ერთს მოეჭიდა მყარად. კონრადს სახეზე ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა, დინჯად წამოდგა სკამიდან და ჰალსტუხი შეისწორა.
-ჰარი, ძვირფასო-დაიძახა ზედმეტად ომახიანი ხმით.-თურმე სტუმარი გვყოლია სახლში, მე კი არაფერი ვიცოდი. სათანადო მასპინძლობა ვერ გავუწიე.
![](https://img.wattpad.com/cover/189874467-288-k897501.jpg)
YOU ARE READING
იქ [H.S.]
Fanfictionამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...