ეს ადამიანი მამამისი იყო. კონრად სტაილსი, რომლის სახელიც მთელს სპესინს შიშის ზარს სცემდა და, ამის მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მის მიმართ ბრმა პატივისცემითა და მოწიწებით იყო შეპყრობილი. კაცის მაღალი, გამხდარი ფიგურა მუდამ აქეთ-იქით დააბიჯებდა საკუთარ, ჩაბნელებულ კაბინეტში და ახალ-ახალი პრობლემების გადაჭრის გზას ეძებდა.ზურმუხტისფერი თვალები და გამუდმებით შეჭმუხნილი წარბები მკაცრ იერს აძლევდა და მისი ყოველი შემოხედვისას, ისეთი გრძნობა დაგეუფლებოდა, რომ ადგილზე გაყინულიყავი და მოძრაობის უნარი აღარასდროს დაგიბრუნდებოდა. კონრადი ორმოცდაათ წელს უკაკუნებდა, თუმცა თავის სხეულს მუდამ მოხდენილად დაატარებდა და მწვანე თვალებითა და გამოყვანილი, სწორი ნაკვთებით ნებისმიერის მოჯადოება შეეძლო. ამიტომაც მის სასახლეში ყოველ ღამე განსხვავებული ქერა, წითური თუ შავგრემანი იდებდა ბინას, სანამ რამდენიმე თვის წინ საბოლოოდ იოლანდა არ გახდა ოჯახის სამუდამო წევრი.
ჰარის მამამისი ეზიზღებოდა, მთელი გულით, და ყოველთვის ფიქრობდა, რომ რაც უფრო მალე ჩაძაღლდებოდა ეს ნაბიჭვარი, სამყაროს ერთი დიდი პრობლემა უფრო მალე მოშორდებოდა. მისი გვერდული ღიმილის შემხედვარეს სურდა სიფათში მაგრად ეთავაზებინა, მაგრამ თავისი ცხოვრების ოცი წლის მანძილზე ასე ერთხელაც არ მოქცეულა. ამის გაფიქრებისას თვალწინ ყოველთვის დედის სიყვარულით სავსე თვალები წარმოუდგებოდა და ახსენდებოდა, რომ ენის რაღაც მიზეზით, ოდესღაც უყვარდა ეს კაცი. მთელი გულით უყვარდა, იმდენად, რომ მისი უკანასკნელი სიტყვა არა ჰარი, არა მიშველეთ, არა გთხოვთ, არამედ კონრადი იყო. სწორედ ამიტომ იკავებდა ბიჭი თავს, ოდნავი შეწინააღმდეგებისგანაც კი, რადგან ბრმად სჯეროდა, რომ ის თვისებები, რომლის გამოც ენის შეუყვარდა, მასში ღრმად, ძალიან ღრმად ცხოვრობდა და ოდესმე მათი ძილიდან გამოღვიძებას შეძლებდა. ამიტომაც მუდამ დამჯერი შვილის იმიჯი ჰქონდა მორგებული და უნივერსიტეტშიც კი დადიოდა იმისთვის, რომ მამამისის შემდეგ სპესინის სამართავად საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ჰქონოდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
იქ [H.S.]
Фанфикшнამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...
![იქ [H.S.]](https://img.wattpad.com/cover/189874467-64-k897501.jpg)